10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მოემზადეთ - ეს დღე მნიშვნელოვან ცვლილებებს გპირდებათ. რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, უახლოეს მომავალში აგისრულდებათ. კოლექტიური მოქმედებების დროს სხვის აზრს ნუ დაეყრდნობით - ის მცდარია. საკუთარი გეგმების შესახებ ნაკლები ილაპარაკეთ, თორემ არაკეთილმოსურნეთა ყურადღებას მიიქცევთ. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ. უახლოეს ხანებში სოლიდური შემოსავალი გელით.


კურო
აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. გონიერებას ემოციები სჭარბობს, რაც კონფლიქტებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. ხელსაყრელი დღეა საქმიანი კონტაქტებისთვის, გარიგებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.


ტყუპები
არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. დიდია გარეშე პირთა მხრიდან ნეგატიური გავლენის რისკი. მოსალოდნელია შეცდომები მუშაობის დროს და ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ნაკლები უსმინეთ სხვების რჩევებს. გახსოვდეთ, ამ დღეს საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგეხმარებათ.


კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა საქმიანი კონტაქტებისთვის, გარიგებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. გარეგნული მომხიბვლელობა გარშემომყოფებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ, ხოლო პიროვნული თვისებები სამსახურში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის.


ლომი
მოემზადეთ ცვლილებებისთვის - მოსალოდნელია პერსპექტიული საქმე, რომელიც დიდ შემოსავალს მოგიტანთ. ამ დღის ჩანაფიქრი უახლოეს ხანში განხორციელდება. კოლექტიური ღონისძიებების დროს მეტი წინდახედულება გმართებთ. სხვების რჩევაზე მეტად საკუთარ ინტუიციას ენდეთ და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ.


ქალწული
ამ დღის ჩანაფიქრს მალე განახორციელებთ, მაგრამ ხელს ნუ მოჰკიდებთ საქმეს, რომელშიც კარგად არ ერკვევით. შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მოგეცეთ. მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ - ამჟამად საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგეხმარებათ.


სასწორი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. ერიდეთ რისკსა და ძვირად ღირებულ შენაძენს. ხელსაყრელი დღეა ოჯახურ წრეში დასვენებისა და მოგზაურობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური წარმატება და საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა მხოლოდ თქვენს მოთმინებაზე, წინდახედულებასა და ქცევაზეა დამოკიდებული.


მორიელი
დაივიწყეთ მუშაობა და ეს დღე სახლის კეთილმოწყობას მიუძღვენით. მეუღლეებისთვის სასარგებლოა კოლექტიური საქმიანობა. თავს მშვიდად და ბედნიერად მხოლოდ ოჯახურ წრეში გრძნობთ, როცა არაკეთილმოსურნეთა თავდასხმებს არ ელით.


მშვილდოსანი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ბობოქარი ფანტაზია და ამპარტავნება შეიძლება დამანგრეველი ფიასკოს ან პირიქით, უდიდესი წარმატების მიზეზი გახდეს. სიტუაციის განვითარებას თვალი ადევნეთ და ინიციატივას ხელიდან ნუ გაუშვებთ - შესაძლოა, სწორედ დღეს შეძლოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ.


თხის რქა
რთული და დაძაბული დღეა. სავარაუდოდ, თქვენი აქტიურობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ ცხოვრებას შეაფასებთ და დასკვნებს გამოიტანთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და რჩევების იმედი ნუ გექნებათ - მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.


მერწყული
შესაძლოა, სამსახურის მიმართ ინტერესი დაკარგოთ და იმედგაცრუება დაგეუფლოთ. პრობლემები ამ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს, თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ. ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაძლიოთ, ბუნებაში დასვენება კი მძიმე ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ.


თევზები
ეს დღე სიცრუესა და ილუზიებს განასახიერებს. ამ დღეს მხოლოდ ის საქმე უნდა აკეთოთ, რაც კარგად გეხერხებათ. გამორიცხული არაა, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომ ცხოვრებისეული პრინციპებისა და შეხედულებების აქტიური დაცვა მოგიწიოთ. ადამიანების შეფასების თანდაყოლილი თვისება ამ დღეს ძალიან გამოგადგებათ. 

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...