12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ნებისმიერ საქმეში სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა გმართებთ. ერიდეთ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. ერთგული მეგობრებისა და საქმიანი პარტნიორების დახმარებით, საინტერესო ბიზნეს-წინადადებას მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის ან საქმიანობის შეცვლისთვის საუკეთესო პერიოდი არაა. მოსალოდნელია ცნობა, რომელმაც როგორც პლანეტები ფიქრობენ, შეიძლება მთლიანად შეცვალოს თქვენი ცხოვრება.


კურო


სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანისგან მიიღებთ ცნობას, რომელმაც შეიძლება თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა მთლიანად შეცვალოს. თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობთ. ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ფიზიკური დატვირთვისთვის.


ტყუპები


ამ დღეს სირთულეები და პარტნიორებთან ურთიერთობაში პრობლემები ახლავს. თქვენი მცდელობა აუცილებლად დაფასდება, ხოლო შეწდომები ძვირად დაგიჯდებათ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას მთლიანად შეცვლის და მომავალზე მოახდენს გავლენას.


კირჩხიბი


ამ დღეს ცდუნებასთან გამკლავება გელით. გრძნობები ძლიერი, მაგრამ ცვალებადია, ხოლო გართობის სურვილს პერიოდულად, სიმშვიდის სურვილი შეცვლის. მოსალოდნელია გაუმართლებელი მატერიალური ხარჯი. ეცადეთ, წონასწორობიდან არ გამოხვიდეთ და საყრდენი წერტილის პოვნა შეძლოთ.


ლომი


ამ დღეს კოლექტიურ ღონისძიებებში ლიდერობას ნუ ეცდებით და მბრძანებლობას ერიდეთ. ჯერჯერობით, ისევ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი, ამიტომ მოერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკავეთ სპირტიანი სასმელების მიღებისგან.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა მომავლის დაგეგმვის, სამსახურის შეცვლის და დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიებისთვის. სანდო მეგობრების ან ერთგული პარტნიორების დახმარებით, შესაძლოა, მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ყველა მოსალოდნელი შედეგი უნდა გათვალოთ - წარმატების მიღწევა არც ისე ადვილი იქნება, როგორც ფიქრობთ.


სასწორი


თქვენი ფინანსური პროექტები ისე არ განხორციელდება, როგორც გეგმავდით. ფინანსური ზარალი მოსალოდნელი არ არის, თუმცა არც შემოსავალს უნდა ელოდოთ. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან უთანხმოება. ვარსკვლავები ტაქტისა და სიმშვიდის გამოვლენას გირჩევენ.


მორიელი


მშვიდი სამუშაო დღეა. გეგმაზომიერი მუშაობა მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს მოგიტანთ. ეს სიტუაცია დაწყებული საქმეების მშვიდად დასრულებისთვის გამოიყენეთ. ხელსაყრელია ქორწინება, ოჯახის დაგეგმვა, ბავშვის ჩასახვა. გირჩევთ ნებისმიერ პრობლემას გონივრულად მიუდგეთ და ყოველი ნაბიჯი კარგად გაიაზროთ.


მშვილდოსანი


ამ დღეს პარტნიორებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. შესაძლოა, რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს და მთლიანად შეცვლის თქვენს სამსახურებრივ და საზოგადოებრივ მდგომარეობას.


თხის რქა


ერთგული მეგობრებისა და საქმიანი პარტნიორების დახმარებით შეიძლება, მაცდური წინადადება მიიღოთ, რაც დაგეხმარებათ შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებასა მოღვაწეობის სფეროს შეცვლაში. გირჩევთ, ყველაფერი კარგად გაიაზროთ - წარმატების მიღწევა ისე ადვილი არ იქნება, როგორც გეგონათ.


მერწყული


ეს დღე მშენებლობას, განახლებას და დაგროვებას განასახიერებს. ხელსაყრელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, რემონტი, სახლში და სამსახურში ინტერიერის განახლება. ეცადეთ, საცხოვრებელი ადგილი მოაწესრიგოთ, თუმცა ფინანსები ეკონომიურად უნდა ხარჯოთ, რადგან შესაძლოა, გასავალმა შემოსავალს გადააჭარბოს.


თევზები


ამ დღეს სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. მოსალოდნელია ფინანსური ხარჯები, რაც ბავშვების სწავლას ან მშობლების მკურნალობას უკავშირდება. პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები გელით. შეყვარებულებს ან მეუღლეებს ფინანსების გამო უთანხმოებ ელით. შესაძლოა, ერთმანეთს ძველი წყენაც გაუხსენოთ, თუმცა ყველაფერი მალე და მშვიდობიანად დასრულდება.

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?