24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


განახლებისა და გარდასახვის დღეა, როცა შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად წარმოაჩინოთ. სასიამოვნო წინადადება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის და უამრავ ახალ მეგობარს შეგძენთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, სპორტისა და წყლის პროცედურებისთვის.


კურო


ამ დღეს მოსალოდნელია ოჯახური საქმეები და პრობლემები მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში. კარგია, რომ შეძლებთ სიტუაციის ობიექტურად შეფასებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ძლიერი ემოციებით ან უცხო პირთა გავლენით გამოწვეული შეცდომები რომ აიცილოთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ.


ტყუპები


ნეგატიური დღეა, რომელიც თვალთვალს, ცილისწამებას და აგრესიულ ადამიანებთან დაპირისპირებას უკავშირდება. ეცადეთ, მეტი თავშეკავება და წინდახედულება გამოიჩინოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. ერიდეთ ახალ ნაცნობობას და ხმაურიან წვეულებებს. საღამოს გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი, თუმცა სიტუაციის ობიექტურად შეფასებას და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.


კირჩხიბი


შესაძლოა, უსიამოვნო ამბავმა წონასწორობიდან გამოგიყვანოთ და განწყობა გაგიფუჭოთ. თუ თქვენთვის კარიერული წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ სამსახურებრივი საქმეები გაზრდილ მატერიალურ მოთხოვნილებებთან იქნება დაკავშირებული.


ლომი


ამ დღეს მოულოდნელი ცვლილებები გელით, რაც მოღვაწეობის სფეროს ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას უკავშირდება. შესაძლოა, შემოქმედებითი ნიჭისა და სხვა უნარების სრულად გამოვლენა შეძლოთ. სასიამოვნო მოწვევა, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, თქვენს ცხოვრებას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის და ახალ მეგობრებს შეგძენთ.


ქალწული


ამ დღეს თქვენი გრძნობები უჩვეულო სიმძაფრეს შეიძენს და ოჯახში დაძაბულობას უსაფრთხო მიმართულებას მისცემს. შესაძლოა, ძლიერი ემოციების ან ვიღაცის ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცეთ. შეცდომებისგან თავის დასაცავად სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. სასურველია მოგზაურობა, სპორტი და ფიზიკური ვარჯიშები.


სასწორი


ნეგატიური დღეა. წყენა, ტყუილი და ცილისწამება ჰარმონიულ ურთიერთობებს ხელს შეუშლის. სავარაუდოდ, საკუთარი პოზიციების აქტიურად დაცვა მოგიწევთ. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებისა და ავანტიურებში ჩართვისგან. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. თქვენი გეგმები პერსპექტიული და დამაჯერებელია. სავარაუდოდ, სიტუაციის შეფასებიდან მოქმედებაზე გადახვალთ და საიმედო პარტნიორებსა და თანამოაზრეებს შემოიკრებთ. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი მშვენივრადაა. პარტნიორთან ურთიერთობით კმაყოფილი და ბედნიერი ხართ.


მშვილდოსანი


ამ დღეს შესაძლოა, მთლიანად ემოციებისა და ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცეთ, რაც უპატიებელი შეცდომების დაშვების მიზეზი გახდება. გამორიცხული არ არის კამათი ახლობელ ადამიანთან. ეცადეთ, სიტუაცია ფხიზლად შეაფასოთ და კომპრომისი მონახოთ. ერიდეთ ხალხმრავლობას.


თხის რქა


ამ დღეს თქვენი გრძნობები უჩვეულო სიცხადეს შეიძენს. მიზნისკენ ბრმად ნუ ივლით და სიტუაცია კარგად შეაფასეთ. გამჭრიახობა, დიპლომატიური უნარი და ტემპერამენტი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.


მერწყული


მამაკაც მერწყულებს რთული დღე ელით. მოსალოდნელი პრობლემები ისევ მათ მოქმედებებს უკავშირდება. ნებისმიერ ფასად მიზნის მიღწევის სურვილი შესაძლოა, თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ურთიერთობების სრული გაწყვეტა.


თევზები


დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, ხალისიანი და ენერგიით სავსე იყოთ, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. საღამო იმედგაცრუებას და პრობლემებს მოგიტანთ. ადამიანების ობიექტურად შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი.

დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

დებატების მასწავლებელთა სერტიფიცირება

17 ოქტომბერს 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. #13) გაიმართა სკოლის მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითი ცერემონიალი.