26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა. საკუთარი ბიზნესგეგმების განხორციელებას წარმატებით შეძლებთ. ეს დღე სავსეა შეხვედრებითა და ახალი ნაცნობობით, რასაც გაუთვალისწინებელი ხარჯებიც მოჰყვება. გაუგებრობებს მხოლოდ ცივი გონებისა და პრაგმატიზმის წყალობით აირიდებთ.

კურო

ეს დღე დაგამახსოვრდებათ, როგორც სამომავლო გეგმების ცვლილების დღე, რაც ახალ სამსახურს ან ახალ თანამდებობას უკავშირდება. გამორიცხული არ არის ხელმძღვანელთან ან კოლეგებთან კონფლიქტი. მზად იყავით უსიამოვნებებისთვის. დღის მეორე ნახევარში ისეთი ამბავი გელით, რომელიც განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებთ.

ტყუპები

რთული დღე გელით, მაგრამ ნუ დაღონდებით. ძალები დაზოგეთ და ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფ ადამიანებს - შესაძლოა, მატერიალურ კეთილდღებაზე ზრუნვაში გართულმა ხელიდან გაუშვათ შანსი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. სიმშვიდე შეინარჩუნეთ; ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ და ყველაფერი მოგვარდება.

კირჩხიბი

თუ წინა დღეებში რამე განსაკუთრებული სისულელე არ ჩაგიდენიათ, მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას და სწორი დასკვნების გამოტანას შეძლებთ. ამ დღეს შეგიძლიათ უსმრავი სასიამოვნო წუთი აჩუქოთ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფ ადამიანებსაც.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ბიზნეს-ოპერაციებისთვის. სავარაუდოდ, სამეწარმეო საქმიანობაში საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენთ, თუმცა განსაკუთრებულ ფინანსურ შემოსავალს ჯერჯერობით, არ უნდა ელოდოთ. ეს დღე სავსეა ახალი შეხვედრებით და მოულოდნელი ნაცნობობით, რაც თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გამოიწვევს. ახალი ადამიანების გამოჩენა თქვენი პროექტის განხორციელებას დააჩქარებს ან საშუალებას მოგცემთ ახალ პროექტში მიიღოთ მონაწილეობა.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ თქვენს საქმეში წარმატებებს მიაღწიოთ. ძლიერდება პარტნიორული ურთიერთობები. მთელი თქვენი საქმიანობა მიმართულია სწრაფი შედეგის მიღებაზე.

სასწორი

კრიტიკული დღეა. სიტუაცია ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით. მოსალოდნელია შემთხვევითი ტრამვა ან ავადმყოფობა, რაც გეგმების შესრულებაში ხელს შეგიშლით. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე პარტნიორთან ურეთიერთობაში უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, ზედმეტი ამბიციები არ გამოავლინოთ და თქვენი ტაქტი და თავშეკავება სათანადოდ დაფასდება. საღამოს სასიამოვნო ამბავი ან მოვლენა გელით.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში აქტიურობისთვის. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, აუცილებლად წარმატებით დასრულდება, მაგრამ თავბრუდამხვევმა წარმატებამ თავგზა არ უნდა დაგაკარგინოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ეჭვებმა და ამბიციებმა შეიძლება უამრავი უსიამოვნება მოგიტანოთ. ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული - ეს თვისებები გარშემო მყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევს.

მშვილდოსანი

ზედმეტი პრინციპულობა და იმპულსური მოქმედებები შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში არასახარბიელოდ აისახოს. შესაძლოა, მატერიალური კეთილდღეობისკენ თქვენმა სწრაფვამ საქმის რეალური მდგომარეობის დანახვაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, კომპრომისი მონახოთ და ყველაფერი მოგვარდება.

თხის რქა

ამ დღეს ძლიერდება პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა სწრაფი შედეგი იმედი არც ერთ საქმეში არ უნდა გქონდეთ.

მერწყული

ეს დღე სიცრუეს და ცილისწამებას განასახიერებს. თქვენს ნებისმიერ მოქმედებას წინააღმდეგობა შეხვდება. თავი შეოკავეთ სარისკო მოქმედებებისა და ავანტირებში მონაწილეობისგან. გაითვალისწინეთ, რომ დიდია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების რისკი.

თევზები

ხელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შეძენის, საზეიმო ღონისძიებების ჩატარებისა და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის. სავარაუდოდ, თქვენი სახლი საინტერესო ადამიანებით აივსება. თუ თქვენი გეგმები პერსპექტიული და დამაჯერებელია, საქმეში საიმედო პარტნიორების ჩართვას შეძლებთ.

დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

დებატების მასწავლებელთა სერტიფიცირება

17 ოქტომბერს 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. #13) გაიმართა სკოლის მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითი ცერემონიალი.