28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ ყველანაირი ტკბილეული ჯანმრთელობისთვის ერთნაირად საზიანო არ არის. თუკი თქვენს რაციონს თაფლით ან ჩირით გაამდიდრებთ, ამით ტკბილეულის მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებთ და თან ისე, რომ ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებთ.
კარიერა: საშინაო საქმეები დაგიგროვდათ და დიდი შანსია, სახლიდან გასვლა საერთოდ ვერ მოახერხოთ. მოგიწევთ, უარით გაისტუმროთ მეგობრები, რომლებიც ქალაქგარეთ სასეირნოდ წასვლას შემოგთავაზებენ. სამაგიეროდ, საღამოს ახლო მეგობრების სახლში მოწვევა  და მათთან ერთად გართობა ნამდვილად გამოგივათ.
სიყვარული: ხვალ აბსოლუტურად გულწრფელი და გულახდილი უნდა იყოთ საყვარელ ადამიანთან. ყალბ დამოკიდებულებას ის მაშინვე შეამჩნევს და ან ხმამაღლა გამოხატავს წყენას, ან თავისთვის ჩუმად იპოვის გამოსავალს - ეს უკანასკნელი კი, სხვათა შორის, ცუდი შედეგით დამთავრდება.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით უნდა იზრუნონ ჯანმრთელობაზე მათ, ვისაც შარდსასქესო სისტემის დაავადებები აწუხებთ. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, უჯობესია, უფრო სწრაფად და ოპერატიულად იმოქმედოთ.
კარიერა: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება ახალი სამსახურის საძიებლად. გადახედეთ ინტერნეტში ვაკანსიებს, შეაწუხეთ ახლობლები და ნაცნობები, შესაძლოა, ისინი სწორედ ისეთი სამსახურის პოვნაში დაგეხმარონ, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობით.
სიყვარული: თქვენს პირად ცხოვრებაში არასასიამოვნო მოვლენები განვითარება და მათთან შეგუება არცთუ ისე გაგიადვილდებათ, თუმცა მოგიწევთ, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენი ურთიერთობების გაგრძელება შეძლოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალ საუკეთესო დღე არ იქნება იმ ტყუპებისთვის, ვისაც ხერხემალი აწუხებს. შესაძლოა, იპოვოთ ერთი პოზა, რომელშიც ტკივილი გაგივლით, თუმცა ეს დროებითია. უმჯობესია, იპოვოთ მასაჟისტი, ის აუცილებლად დაგეხმარებათ.
კარიერა: ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ხელმძღვანელის თვალში საუკეთესო თანამშრომლის შთბეჭდილება დატოვოთ. თუმცა, მან ეს უკვე ისედაც იცის, ამიტომ თქვენი გადაჭარბებული ძალისხმევა ხანდახან აბსურდულია. იმუშავეთ ისე, როგორც ადრე. თქვენ ყველაფერს შესანიშნავად უძღვებოდით.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, უთხრათ თქვენს რჩეულს, რომ გიყვართ, თუკი აქამდე ვერ გადაწყვიტეთ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, ხვალ სწორედ რომ შესაფერისი დღეა, თქვენს გრძნობებში გამოტყდეთ. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი რჩეული გაგიგებთ და იმავე გრძნობით გიპასუხებთ.


                                


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
დაასვენეთ თქვენი სხეული. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ და გაცილებით ენერგიულს გაგხდით.
კარიერა:
ხვალ შესანიშნავი დღეა ტექნიკის გასაახლებლად. თუკი არ გაქვთ შესაძლებლობა ახალი კომპიუტერის ან თუნდაც, მისი რომელიმე დეტალის შესაძენად, განაახლეთ პროგრამა ან სურათი კომპიუტერის ეკრანზე. ეს ქმედება განწყობას აგიმაღლებთ და ახალი სირთულეების დაძლევაში უთუოდ დაგეხმარებათ.
სიყვარული:
ფრთხილად იყავით. შესაძლოა, ხვალ, როდესაც კარებს გააღებთ, მის უკან ბედნიერება იდგეს. ამიტომ, კარის გაღებამდე გაიღიმეთ და ბედნიერებისთვის განეწყვეთ. ბედნიერებაც გაგიღმებთ და აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე თითქოს არ გიმზადებთ არასასიამოვნო სიურპრიზებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუმცა სიფრთხილე მაინც გმართებთ. გახსოვდეთ, რომ არსებობს ფორს-მაჟორული სიტუაციები, რომლისგან დაზღვეული არავინაა.
კარიერა:
შეცდომები, რომლებიც უკვე დაუშვით და ფიქრობთ, რომ წარსულს ჩააბარეთ, ხვალ კვლავ შეგახსენებთ თავს. ნუ შეგაშინებთ მათი აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი შეცდომები საჯარო გახდება. იმოქმედეთ გონივრულად და ნუღარ დაუშვებთ შეცდომებს.   
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს თქვენთვის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს, რომელიც უშუალოდ თქვენს ურთიერთობებს ეხება. ვარსკვლავებმა არ იციან, სასიამოვნოა თუ არა ეს სიახლე. მოემზადეთ ნებისმიერი სიტუაციისთვის, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დარწმუნდით საკუთარ შესაძლებლობებში.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ყავისა და შავი ჩაის გადამეტებულად მიღება თქვენს ორგანიზმს მნიშვნელოვნად გააუწყლოებს. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს ან მწვანე ჩაის.
კარიერა:
საქმიან პრობლემებს ვერ გადაჭრით, თუკი კარგად არ გამოიძინებთ. რაც შეიძლება დიდხანს იძინეთ, დილას კი მოუყევით თქვენი გეგმების შესახებ იმ ადამიანს, ვისაც ენდობით.
სიყვარული:
გასაგებია, რომ თქვენ გჭირდებათ სითბო, კომფორტი და თავდაჯერებულობა, მაგრამ მათი მიღების დიდმა სურვილმა შესაძლოა, შეცდომები დაგაშვებინოთ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით და კარგად გააანალიზეთ საკუთარი განზრახვები.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ თავის ტკივილი შეგაწუხებთ, რაც აქტიურ ცხოვრებაში ნამდვილად ხელს შეგიშლით. არ ღირს სხვადასხვა მედიკამენტების მიღება ტკივილის გასაყუჩებლად, უმჯობესია, შედარებით ადრე წახვიდეთ დასაძინებლად.
კარიერა:
ნუ იჩქარებთ სხვის დაცინვას ცუდი გადაწყვეტილებისთვის. ეს თქვენი მხრიდან ძალიან სახიფათო იქნება და შესაძლოა, გარშემომყოფებმა ვერ გაგიგონ. უმჯობესია, მხოლოდ თვალი ადევნოთ და დაელოდოთ მოვლენების განვითარებას.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი გააკეთებს მხოლოდ იმას, რაც გსურთ და მხოლოდ ისე, როგორც თქვენ გსურთ. ამიტომ, ხვალინდელი დღე მოულოდნელობებს ნამდვილად არ გიმზადებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მუცლის არეში შესაძლოა, ჩხვლეტა და მკვეთრი ტკივილები იგრძნოთ,  რომელთა გამომწვევ მიზეზებზე არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, არამედ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობაც მეტყველებს და მასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
კარიერა: ხვალ თქვენს ხელმძღვანელთან სანდო და ახლო ურთიერთობა გექნებათ. ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ თუნდაც ხუმრობით მიანიშნოთ მას თანამდებობის მომატებაზე. ისარგებლეთ ძვირფასი მომენტით, სანამ თქვენი უფროსი კარგ ხასიათზეა. მასთან სწორი და დაფიქრებული საუბრით მოგებული დარჩებით.
სიყვარული: ხვალ ადვილად შეძლებთ ადამიანების განაწყენებას ან შეურაცხყოფის მიყენებას. რა თქმა უნდა, თქვენი ახლობელი ადამიანები თქვენს ქცევას შეამჩნევენ და მაქსიმალურად შეეცდებიან, გაუფრთხილდნენ თქვენს გრძნობებს, თუმცა კარგი იქნება, თუკი თავადაც გააკონტროლებთ საკუთარ თავს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ნუ მიირთმევთ ნახევრად უმ ხორცს და ცუდად შემწვარ თევზს, ხოლო ბოსტნეული განსაკუთრებული ყურადღებით გარეცხეთ. ახლა თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით დაუცველია ნებისმიერი ტიპის პარაზიტებისგან, ასე რომ, აუცილებლად იზრუნეთ ჰელმინთოზის პროფილაქტიკაზე.
კარიერა:
კოლეგებთან ურთიერთობაში შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას. როგორც ჩანს, ვიღაც თქვენს ზურგს უკან თქვენზე არასასიამოვნო ხმებს გივრცელებთ და ცილსაც გწამებთ. თუკი შეამჩნევთ, რომ თანამშრომლები გაგირბიან და ცდილობენ, თქვენთან ურთიერთობა შეწყვიტონ, უმჯობესია, დაელაპარაკოთ მათ და ცუდი წარმოდგენა შეაცვლევინოთ.
სიყვარული: ნუ შეგაშინებთ შორი მანძილები და ციფრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალინდელი დღე თქვენთვის უმნიშვნელოდ ჩაივლის. არც არაფერს შეგმატებთ და არც არაფერს წაგართმევთ. ნუ დაუშვებთ, რომ შორიდან ადევნოთ თვალი, თუ როგორ ჩაგივლით ცხოვრება გვერდით!


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე საუკეთესოა გამწმენდი დიეტის დასაწყებად, რადგან სწორედ ხვალ ადვილად შეძლებთ, უარი თქვათ თქვენთვის საყვარელ, მაგრამ ორგანიზმისთვის საზიანო პროდუქტებზე. გახსოვდეთ, რომ დიეტა ხანგრძლივი არ უნდა იყოს!
კარიერა: ნუ იჩქარებთ კოლეგისთვის შენიშვნის მიცემას. მას თქვენი საქციელი იმდენად გაანაწყენებს, რომ შესაძლოა, რამდენიმე კვირით არ დაგელაპარაკოთ და იმაზეც კი იფიქრებს, თუ როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო.
სიყვარული:
ხვალ თხის რქებს გემრიელი ვახშამი გელოდებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მას საყვარელ ადამიანთან ერთად მოამზადებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ვახშმის შემდეგ ერთად გაისეირნოთ. მოკლედ, სასურველია, ხვალ ყველაფერი ერთად გააკეთოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. ალბათ, თქვენს ორგანიზმს დასვენება სჭირდება, რისთვისაც მხოლოდ დივანზე წოლა საკმარისი არ არის. შეეცადეთ, შეცვალოთ სიტუაცია.
კარიერა: 
იმდენად სწრაფად შეასრულებთ სამუშაო საქმეებს, რომ თავადაც გაკვირვებული დარჩებით. თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ, თუ როგორ გაატარებთ თავისუფალ დროს, რომელიც ხვალ უხვად გექნებათ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს, ცოტა არ იყოს, გაუჭირდება თქვენთვის რაიმეს დამტკიცება და არა იმიტომ, რომ თქვენ ჯიუტი ხართ, უბრალოდ, ამ სიტუაციას გარკვეული პირობები განსაზღვარვს, რომელიც არც თქვენზე და არც მასზე არ არის დამოკიდებული. ნუ შეგეშინდებათ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თქვენ ხვალ ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდებით.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, მუდმივად გახსოვდეთ, რომ თქვენ რკინის ადამიანი არ ხართ. არ ღირს საკუთარი ჯანმრთელობის გადატვირთვა გადაჭარბებული საქმიანობით. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება.
კარიერა: მხოლოდ ერთ საქმეზე ყურადღების კონცენტრირება საკმაოდ გაგიჭირდებათ, კვლავ მოგინდებათ ყველაფერზე ერთად მოჭიდება. უმჯობესია, თუნდაც ერთი საქმე მიიყვანოთ ბოლომდე, ვიდრე ხელახლა მოგიწიოთ მისი დაწყება
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენთვის რამეზე უარის თქმა, იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი სურვილის შესრულება მისთვის ძნელი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ ისარგებლებთ მისი კეთილი ნებით და უფრო მოკრძალებული იყავით სურვილებში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?