17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ გულმავიწყი და გონებადაფანტული გახდით. დაფიქრდით, იქნებ თქვენს ორგანიზმს სათანადოდ გამოძინება და საფუძვლიანი დასვენება სჭირდება? თუ ასეა, ეცადეთ, რომ პრობლემა უახლოეს ხანებში მოაგვაროთ.
კარიერა: როგორც არასდროს, ხვალ ისე გჭირდებათ სიბრძნე და გონიერება. თუნდაც თქვენი საქმიანობის არაფერი გაეგებოდეთ, უფროსებს რჩევა ჰკითხეთ. თუ ახლომახლო მრჩეველი და დამრიგებელი ვერ აღმოაჩინეთ, მაკიაველის შრომები მაინც გადაიკითხეთ.
სიყვარული: ხვალ ვერძებს რაღაც გლობალური მოვლენა ელით. შესაძლოა, რაიონიდან ნათესავებმა მოგინახულონ ან რაღაც გრანდიოზული იდეა გეწვიოთ. ნუ შეშინდებით, დიდხანს არც ნათესავები გაჩერდებიან და აღარც გრანდიოზული იდეა შეგაწუხებთ.



კურო

ჯანმრთელობა: ეცადეთ, მჟავე პროდუქტების მიღებისგან თავი შეიკავოთ, რადგან შესაძლოა, ორგანიზმში მჟავიანობის მომატება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არასახარბიელოდ აისახოს.
კარიერა: ერიდეთ უცნობ ადამიანთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას, რომლისკენაც ძალიან ისწრაფვით. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. რაც მოსახდენია, მაინც მოხდება, თქვენი თავშეკავებისა და მოთმინებისთვის კი შეიძლება კარგი საჩუქარი მიიღოთ. შესაძლოა, უახლოეს დღეებში სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას, ახალი მეგობარი აღმოაჩინოთ.
სიყვარული: როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ მზრუნველი ადამიანის თანადგომა და საწყენია, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ამას ვერ ხვდება. მინიშნებით თუ ვერ მიახვედრეთ, ჯობია პირდაპირ უთხრათ. თუ აქედანაც არაფერი გამოვიდა, კარგად დაფიქრდით, ტყუილად ხო  არ კარგავთ დროს? ნამდვილად ის ადამიანი გყავთ გვერდით, ვინც გჭირდებათ?  



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხვალ  ძალიან გაგიჭირდებათ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება. არაფერია გასაკვირი, თუ თქვენი ორგანიზმი გააპროტესტებს პირობების გაუარესებას და საგანგაშო სიგნალებს მოგცემთ. ნუ ინერვიულებთ, პრობლემა დროებითია და მალე დამთავრდება.
კარიერა: ხვალ თქვენს სამსახურში აქტიურობის დაქვეითება შეინიშნება. ენერგიითა და იდეებით სავსე უფროსი, ჩვეულთან შედარებით, პასიურია, რაც საშუალებას მოგცემთ, თავადაც „ტემპი დააგდოთ“ და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარება დაგეგმოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თავში რაღაც მოულოდნელი და ნათელი იდეა მოუვა, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ. შესაბამისად, საინტერესო და დადებითი ემოციებით დატვირთული დღე გელით.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, სერიოზულად შეაფასოთ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა მოსაზრება. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ყველა პოზიციის გაანალიზების შემდეგ შეძლებთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.
კარიერა: დაძაბული დღე გელით, ამიტომ შესაძლოა, თქვენი ხმის ტემბრი, ჩვეულთან შედარებით, მაღალი იყოს. რა გაეწყობა, ეცადეთ, საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ.
სიყვარული: თავადაც იცით, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი მარტოსული არ გახლავთ და მრავალრიცხოვანი სანათესავო ჰყავს. შესაბამისად, ხვალ მათ მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ. ეცადეთ, მომაბეზრებელი და ზედმეტად მზრუნველი არ იყოთ, რადგან ეს გაღიზიანების გარდა, არაფერს მოიტანს. სამაგიეროდ, თავაზიანობა და ღიმილი არავისთვის საზიანო არ იქნება.



ლომი
ჯანმრთელობა: 
არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე, შესაძლოა, თავბრუსხვევამ და არტერიულმა წნევამ შეგაწუხოთ. ეცადეთ, პრობლემებს მომზადებული შეხვდეთ და პრევენციული ზომების გამოყენებით, მოვლენების ამგვარად განვითარება თავიდან აიცილოთ.
ბიზნესი: კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულ ლომებს დაძაბული და ქაოსური დღე ელით. ამასთანავე, სიტუაცია თანდათან მეტად დაიძაბება, ამიტომ ძალიან უნდა ეცადოთ, რომ როგორღაც გაანეიტრალოთ.
სიყვარული: ვარსკვლავები ლომებს საყვარელ ადამიანთან განმარტოებასა და გულახდილად საუბარს ურჩევენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემები დაგიგროვდათ, რომლებიც სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს. ერთმანეთი გულითადად რომ მოიკითხოთ, ჩათვალეთ, რომ დღეს უქმად არ ჩაუვლია.



ქალწული
ჯანმრთელობა: 
თუ მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ მოგცათ, ნუ ეცდებით, მის მიმდინარეობაში კორექტივები თავად შეიტანოთ. არსებობს შანსი, რომ მედიკამენტები აურიოთ და ჯანმრთელობა დაიზიანოთ, ამიტომ აუცილებლად მკურნალ ექიმს მიმართეთ.
კარიერა: სამსახურში რაღაც ვერ აეწყო: უფროსთანაც ურთიერთობა დაგეძაბათ და ახალი პროექტის მიმდინარეობასაც გადაუჭრელი პრობლემები შეექმნა. გახსოვდეთ, რომ  შეუძლებელია, ყოველთვის მწვერვალზე იყოთ, ამიტომ პრობლემას უფრო ფილოსოფიურად უნდა შეხედოთ და ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც დადებითი მომენტები აღმოაჩინოთ.
სიყვარული: ნუ იქნებით საყვარელ ადამიანთან ხისტი და ძალიან კატეგორიული. დიპლომატიური ხრიკები საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაერკვეთ სიტუაციაში და საუკეთესო გამოსავალი მონახოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ გამოსავლის ძიება არ დაგჭირდეთ და შექმნილმა მდგომარეობამ სრულიად დაგაკმაყოფილოთ.



სასწორი

ჯანმრთელობა: ეცადეთ, შეძლებისდაგვარად შეამსუბუქოთ საუზმე და სადილი. ამ დღეებში საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვა რეკომენდებული არ არის. ეცადეთ, დაძინებამდე ოთხი საათის განმავლობაში არაფერი მიირთვათ.
კარიერა: ტყუილად ცდილობთ, მომქანცველ სამუშაოს გაექცეთ, რადგან ამას მაინც ვერ მოახერხებთ. გახსოვდეთ, რომ სწორედ ეს სამუშაო გაძლევთ საშუალებას, მუდმივად ფორმაში იყოთ და ტონუსი შეინარჩუნოთ. ნუ დაუჯერებთ ადამიანს, ვინც ცვლილებების აუცილებლობაზე გესაუბრებათ. ცვლილებების დრო მაშინ მოვა, როცა ამის საჭიროება იქნება. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს უჭირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ორივე თქვენგანის მომავალს შეცვლის. გაუგებარია, რატომ არის თქვენი ცხოვრება მის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ამას ვერსად წაუხვალთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: შესაძლოა, უძილობამ შეგაწუხოთ, რაც ბოლოდროინდელი ემოციური დატვირთვის ბრალია. თუ ამ პრობლემას თავად ვერ უმკლავდებით, ფსიქოანალიტიკოსს უნდა მიაკითხოთ.
კარიერა: ხვალ სავალდებულო არაა, ზედმიწევნით შეასრულოთ თქვენს სამსახურში მიღებული და აღიარებული წესები. ნორმიდან მსუბუქი გადახვევა მხოლოდ შარმს შეგმატებთ და განსაკუთრებულ მომხიბვლელობას შეგძენთ. შესაძლებელია, სამსახურებრივი რომანიც გააჩაღოთ, თუმცა უმჯობესია, ხელმძღვანელობამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს.
სიყვარული: ხვალ თქვენი გულის ვარდს განუწყვეტლივ გააკვირვებთ თქვენი ალოგიკური და გაუთვლელი მოქმედებებით. თუმცა, ამაზე მაინცდამაინც ბევრს ნუ იდარდებთ. თუ სიყვარულია, ისეთი უნდა შეგიყვარონ, როგორიც ხართ. თუნდაც, მხოლოდ ამ დღეს.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი მკურნალობა არასაკმარისად ეფექტური იქნება. თქვენ აშკარად მეტს ელით, მაგრამ ეცადეთ, რომ „ყურები არ ჩამოყაროთ“ და დასახული მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ. 
კარიერა: თუ ამის საშუალება გაქვთ, ეცადეთ, ქველმოქმედებით დაკავდეთ. თქვენი დახმარება ორმაგად ფასეული იქნება, რადგან სხვასაც სარგებლობას მოუტანთ და თქვენს უახლოეს მომავალსაც სასიკეთოდ წაადგებით.
სიყვარული: ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მხოლოდ სინდისის კარნახით იხელმძღვანელოთ. ის ზედმიწევნით ზუსტ რჩევებს მოგცემთ და თქვენი გადაწყვეტილებების შეუმცდარი ინდიკატორი იქნება.



თხის რქა

ჯანმრთელობა: მოუსმინეთ საკუთარი ორგანიზმიდან წამოსულ სიგნალებს. ნუ მოინდომებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე შეგიძლიათ. დაზოგეთ ენერგია და გახსოვდეთ, რომ მისი მარაგი ამოუწურავი არ არის.
კარიერა: ეცადეთ, ხვალ დიპლომატიურობა გამოიჩინოთ და მომთხოვნი უფროსიდან დაწყებული, საქმიანი პარტნიორებით დამთავრებული, ყველას თავი მოაწონოთ. ამჟამად, საკმარისზე მეტი ენერგია გაქვთ, ამიტომ ეცადეთ, გონივრულად გადაანაწილოთ და ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ.  
სიყვარული: სევდა მოგეძალათ, რადგან მეორე ნახევართან თანაცხოვრების რომელიღაც უსიამოვნო მომენტებს იხსენებთ. დაფიქრდით, იქნებ  მოწყენის მიზეზი არ გაქვთ და უსიამოვნოზე მეტი სასიამოვნო მომენტები გქონდათ? ასე რომ არ ყოფილიყო, ამდენ ხანს ერთად არ იქნებოდით, ამიტომ ეცადეთ, სასიამოვნო ტალღაზე გადაერთოთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: 
შეგიძლიათ, ხვალ საკუთარი თავი რაღაც გემრიელი ტკბილეულით გაანებივროთ, რადგან მეხსიერება და აზროვნება ოდნავ შენელებული გაქვთ და თქვენი ორგანიზმი ტკბილის მიღებას საჭიროებს. 
კარიერა: კარგი იქნება, თუ ხვალ მნიშვნელოვან საუბრებს არ დაგეგმავთ. სჯობს, ყველაფერი კარგად გაიაზროთ და მოლაპარაკება სამომავლოდ გადადოთ, რადგან ამ ეტაპზე ამისგან არაფერი სასიკეთო არ გამოვა. 
სიყვარული: ხვალ მერწყულებს მეორე ნახევრებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები გაუჩნდებათ. სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოესი გარემოცვიდან, სიყვარულში შემცილებელი გამოგიჩნდეთ. კარგად შეათვალიერეთ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები და დაფიქრდით, ორმოს ხომ არ გითხრიან?



თევზები
ჯანმრთელობა: 
თევზებო, ძალიან დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ სწავლასთან, მკურნალობასთან და ოჯახური პრობლემების გამკლავებასთან დაკავშირებულ რჩევებს. ვარსკვლავების განლაგება ისეთია, რომ ხვალ ჭკვიანურ რჩევას ვერავისგან მოისმენთ. 
კარიერა: აუცილებელი არაა, შეფს საკუთარი პოზიციის სისწორე თავგამოდებით უმტკიცოთ, თუნდაც მასში სრულიად დარწმუნებული იყოთ. ცნობილია, რომ ჟირაფი მაღალია და ზემოდან სხვაზე უკეთ ხედავს, ამიტომ  თავს თუ ძალიან მოაბეზრებთ (შეფს და არა ჟირაფს), შეიძლება უსიამოვნებებიც მოგიწყოთ.
სიყვარული: ამა თუ იმ მიზეზით, თქვენს საყვარელ ადამიანს იმ მუსიკის მოსმენა უნდა, რომელიც თქვენ არ გიყვართ, რამაც შეიძლება თქვენი უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვიოს. ეცადეთ, წყნარად სთხოვოთ, რომ ყურსასმენები გაიკეთოს და ინციდენტი ამით ამოიწურება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?