2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ გაცივდეთ. ნუ გამოცდით ბედს და ნუ ჩაიცვამთ ამინდთან შეუსაბამოდ. 
კარიერა: მართალია, თქვენს ხელმძღვანელთან, დიდი გარჯის ფასად, დაალაგეთ ურთიერთობა, მაგრამ არ უნდა მოდუნდეთ - ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებს საშიშროების სუნი!
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ხვალ თქვენს გულს წამყვანი პოზიცია ეჭირება, ჯანსაღი აზრი კი მორიდებულად გამოჰყვება უკან პროცესს და ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს თქვენს გადაწყვეტილებებზე.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ დაწყებული მკურნალობის კურსი წარმატებით დასრულდება და დადებით შედეგებს მალე იგრძნობთ. 
კარიერა: ხვალინდელი დღისგან დასვენებისა და მოდუნების შესაძლებლობას ნუ ელით. თქვენი სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთული იქნება. 
სიყვარული: გააცნობიერებთ, რომ კონფლიქტის გადასაჭრელად ამიერიდან თქვენ ვერაფრის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ. ამას თქვენი მეორე ნახევარიც მიხვდება და ორივენი ერთდროულად მიხვალთ იმ აზრამდე, რომ თქვენს ურთიერთობაში ვინმეს ჩარევა აუცილებელი იქნება.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: თქვენი იმუნიტეტი ხვალ არც ისე ძლიერი აღმოჩნდება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი უამინდობა იქნება, თუმცა, არ არის გამორიცხული, უფრო სერიოზულ მიზეზებთანაც გვქონდეს საქმე. 
კარიერა: თქვენი ფინანსური შესაძლებლობები სერიოზულ ინვესტიციაზე დაგაფიქრებთ. დასვენების დღეები ფიქრის შესაძლებლობას გაძლევთ. ასე რომ, უნდა მოიფიქროთ, რაში დააბანდებთ ფულს. 
სიყვარული: მოგეჩვენებათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი განზრახ ცდილობს, ტკივილი მოგაყენოთ. ერთადერთი ხერხი ამ აზრის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად მასთან პირდაპირი და გულახდილი საუბარია.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ნუ მოდუნდებით. ხვალ ორგანიზმი ტონუსში უნდა შეინარჩუნოთ! 
კარიერა: თქვენი კომპანიის მომავალი განვითარებისთვის ნებისმიერი ნაცნობობა, შესაძლოა, ხვალ პერსპექტიული აღმოჩნდეს. ეცადეთ, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინოთ ყველაზე და თავი მოაწონოთ ახალ ნაცნობებს. 
სიყვარული: თქვენს გარეგნობას ხვალ დიდი ყურადღება მიაქციეთ. ეცადეთ, ის მაქსიმალურად შეუსაბამოთ თქვენი რჩეულის სურვილებსა და გემოვნებას.


 


ლომი
ჯანმრთელობა: შანსი იმისა, რომ გულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, ხვალ ჩვეულებრივზე მაღალი იქნება. ასე რომ, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ განსაკუთრებული დატვირთვა. 
კარიერა: ხვალ მთელი დღის განმავლობაში მოგეჩვენებათ, რომ ცხოვრება გამოცდას გიწყობთ, რათა თქვენს მთავარ მიზანზე უარი თქვათ. თუმცა ეს მიზანი იმდენად ღირებული იქნება თქვენთვის, რომ წვალება ამად ღირს. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა ისე დასჭირდება, როგორც არასდროს და თუ მას თქვენგან ვერ მიიღებს, დახმარებისთვის მეგობრებსა და შესაძლოა, არცთუ კარგად ნაცნობ ადამიანებს მიმართოს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: ის, რაც მკურნალობისთვის გაქვთ დაგეგმილი, ყველაზე ოპტიმალური შედეგით დასრულდება, ასე რომ, ტყუილად ნუ ინერვიულებთ. 
კარიერა: ფრთხილად იყავით ფულთან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სხვამ მოგანდოთ. თქვენს ხარჯებზეც უნდა იფიქროთ და არ გაფლანგოთ ხელფასი თითქოსდა უამრავ საჭირო წვრილმანში. 
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციების მთელ გამას გაჩუქებთ. პირად ფრონტზე ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებს გიმზადებთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. როგორც ჩანს, ბოლო დღეებში მძიმე საკვები მიირთვით და ახლა საფასურის გადახდის დრო მოვიდა!
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ცხოვრების ყველა მშვენიერებით დატკბეთ. ნუ ეტყვით უარს მეგობრებს გართობასა და სასიამოვნო საღამოს გატარებაზე. სამუშაო მოიცდის!
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ახლოს გაცნობა მოუნდება. თუ ფიქრობთ, რომ შეხვედრა ორივე მხარისთვის ერთნაირად სასიამოვნო იქნება, დროა, შეხვედრის ორგანიზებაზე იფიქროთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: სპორტული დატვირთვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დიდია რისკი სხეულის დაზიანების.
კარიერა: ეგოიზმი მცირე დოზით მავნებელი არ არის. პროფილაქტიკისთვის, შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს. ხვალ აკეთეთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც პირადად თქვენ გეხებათ და ახლობლების, მეგობრებისა თუ კოლეგების დახმარებაზე ნუ იფიქრებთ. 
სიყვარული: პირად ცხოვრებაშიც მეტი ეგოიზმი უნდა გამოიჩინოთ და პირველ რიგში, თქვენს პრიორიტეტებსა და სარგებელზე იფიქროთ. და თუ თქვენი სურვილები თქვენი რჩეულისას ემთხვევა, დროა, საკუთარ თავს საჩუქარიც გაუკეთოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ ის სავარჯიშოები უნდა გააკეთოთ, რომლებიც თქვენი მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებაში შეგიწყობთ ხელს. 
კარიერა: არ არის გამორიცხული პირადი ცხოვრების საქმიან ცხოვრებაში შემოჭრა. და ეს შესანიშნავი იქნება! ტყუილად კი არ იგრძნობთ სიმსუბუქესა და ამაღლებულ განწყობას. 
სიყვარული: თქვენს რჩეულთან ერთად უამრავი ლამაზი წუთი გელით ხვალ, საოცარი თავგადასავლები და თავბრუდამხვევი წამები გელოდებათ წინ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: თქვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ხვალინდელი დღის მშვიდად, საკუთარ ფიქრებთან მარტო გატარება. იზრუნეთ, რომ შესაფერისი გარემო შეიქმნათ.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავი იქნება წინ და ზედა საფეხურებისკენ სწრაფვისთვის. შანსის გამოყენება არცთუ მარტივი აღმოჩნდება, თუმცა მთავარი აქ მონდომებაა. 
სიყვარული: ნუ შეგრცხვებათ თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ გამორჩეული ყურადღების გამოვლენა. ამით მას ძალიან გააბედნიერებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: დიასახლისობისა და გენერალური დასუფთავებისთვის ხვალ შესაფერისი დღე ნამდვილად არ არის. არ არის გამორიცხული, რაიმე დაიზიანოთ.
კარიერა: უამრავი უმნიშვნელოვანესი საქმის ერთდროულად გადაწყვეტა მოგიწევთ, თუმცა თავის დამშვიდება იმით შეგიძლიათ, რომ ეს ქაოსი ძალიან მალე დასრულდება. 
სიყვარული: ვარსკვლავები სიბრძნის გამოჩენას გირჩევენ - ნუ დააკნინებთ თქვენი მეორე ნახევრის როლს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ნუ გამორიცხავთ თქვენი რაციონიდან ცხიმს. ხვალ ის არათუ სასარგებლო, აუცილებელიც კი იქნება თქვენი ორგანიზმისთვის. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიანიჭოთ უფროსების სიტყვებს - როგორც ასაკით უფროსების, ასევე თანამდებობით თქვენზე მაღლა დგომების. რაღაცაში ისინიც ცდებიან, ავტორიტარულობა კი ხელს უშლით ამის აღიარებაში. 
სიყვარული: თქვენი ბედნიერება თქვენს საყვარელ ადამიანსაც უნდა გაუზიაროთ, თუ გსურთ, ორმაგი სიხარული იგრძნოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?