2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 სექტემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში შეხედულებების შეცვლა გმართებთ. მაგალითისთვის, თუკი ფიქრობთ, რომ წონის დაკლების სურვილი თქვენი მიზანი აღარ არის, ამ შემთხვევაში დიეტა ვერ გიშველით. სხვა საშუალებებს მიმართეთ.
კარიერა: ხელმძღვანელთან არცთუ ისე მარტივი საუბარი მოგიწევთ იმის შესახებ, რომ მოვალეობები შეგიმციროთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოთ და ანაზღაურების შესაბამისად იმუშაოთ.
სიყვარული: ხვალ იმ ფაქტის დადასტურების ძიებას შეუდგებით, რომ ძველებურად აღარ უყვარხართ და შედარებით ცივად გექცევიან, ვიდრე ადრე. შეეცადეთ, დამშვიდდეთ და თუკი რაიმე სახის ეჭვი გაქვთ, ტაქტიკურად გამოკითხეთ საყვარელი ადამიანი. ნუ მიეცემით ველურ ფანტაზიებს.


 


კურო
ჯანმრთელობა:
კუროებმა ნაკლები რაოდენობით მიიღეთ ყავა და შავი ჩაი. მათი ზედმეტი დოზა თქვენს ორგანიზმს მნიშვნელოვნად გააუწყლოებს. უპირატესობა მიანიჭეთ უბრალო წყალს ან მწვანე ჩაის.
კარიერა:  
უმჯობესია, არავინ შეგეხოთ! თქვენი მოთმინება ზღვარზეა, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. რთული პერიოდი გაქვთ და ეს თქვენი ახლობლების ბრალი სულაც არ არის. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები მათ, ვინც გაგიგებთ, და მდგომარეობა შეიმსუბუქეთ.
სიყვარული: თუკი დაშორება მკაცრად გაქვთ გადაწყვეტილი - ეს დროც დადგა. გაესაუბრეთ თქვენს აწ უკვე ყოფილ მეორე ნახევარს მშვიდად და გულწრფელად. ნუ აიძულებთ მას, იმკითხაოს იმის შესახებ, რატომ ტოვებთ მას. აუხსენით პუნქტების მიხედვით. ეს სასარგებლო იქნება როგორც მისთვის, ასევე თქვენთვის, რათა მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვათ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალ ტყუპები კარგი მადით გამოირჩევიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რამდენჯერაც მსუბუქ შიმშილს იგრძნობთ, იმდენჯერ მაგიდას მიუსხდეთ. მიიღეთ უფრო მეტი წყალი, ვიდრე საკვები. დიდი შანსია, ზედმეტი კილოგრამები დაიგროვოთ.
კარიერა:
ტყუპებისთვის ხვალინდელი დღე იღბლიანობით ვერ გამოირჩევა. სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთული იქნება როგორც სამუშაოს რაოდენობის თვალსაზრისით, ისე რთულად გადასაწყვეტი პრობლემების მხრივ. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერთან გამკლავებას შეძლებთ.
სიყვარული:  მთავარია მონდომება, დანარჩენი ყველაფერი გამოგივათ.  ნუ დაივიწყებთ ძვირფასი მეორე ნახევრის შესახებ. შეეცადეთ, მას  ჩაფიქრებული იდეის განხორციელებაში დაეხმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაგდებთ ბრალს, რომ მის მიმართ გულგრილი ხართ და ინტერესს არ იჩენთ.


          


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
მიიღეთ კარგად მოხარშული ან შემწვარი ხორცი და თევზი, ხოლო ბოსტნეული საგულდაგულოდ გარეცხეთ. ახლა თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ყველა სახის პარაზიტის მიმართ, ასე რომ, აუცილებლად იზრუნეთ ჰელმინთოზის პროფილაქტიკის შესახებ.
კარიერა: ვარსკვლავები გამცნობენ ხელმძღვანელთან რთული საუბრის შესახებ. შესაძლოა, ვერაფერში დაგადანაშაულონ და ყველა მისი პრეტენზია, აბსოლუტურად, უსაფუძვლო იყოს. თუმცა, მასთან ერთად რამდენიმე უსიამოვნო წუთის გატარება მაინც მოგიწევთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის დასახმარებლად მნიშვნელოვანი და არცთუ ისე მარტივი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რასაც, თქვენ გარდა ვერავინ შეძლებს. შეეცადეთ, დროებით დაივიწყოთ იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც გაკისრიათ და ყველაფრის მიუხედავად, უბრალოდ, იმოქმედოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, საკუთარ ორგანიზმს სტრესისკენ არ უბიძგოთ. ამ ეტაპზე, თქვენთვის, სულიერი სიმშვიდე საუკეთესო დამცავი საშუალებაა სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ. გარდა ამისა, განსაკუთრებით მოუფრთხილდით ყელს.
კარიერა:
შეეცადეთ, ზედმეტად არ გაგიტაცოთ პროფესიულმა საქმიანობამ. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამუშაოც კი არ ღირს მსხვერპლშეწირვად. შეეცადეთ, იყოთ უფრო ცივი და თავშეკავებული.
სიყვარული:
ხვალ დიდი შანსია, მთელი თქვენი ცხოვრების სიყვარულს სრულიად მოულოდნელ ადგილას შეხვდეთ: მაგალითად, კიბეებზე ან სამსახურისკენ თუ სასწავლებისკენ მიმავალ გზაზე. შეეცადეთ, შეხვედრისთვის მოემზადოთ და ამოიცნოთ თქვენი ოცნების ადამიანი ათასობით სხვა სახეს შორის.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით საჭიროებს პექტინებს. გარდა ამისა, ეს ნივთიერება კიდევ უფრო სასარგებლო აღმოჩნდება თქვენთვის, თუკი ორგანიზმიდან სხვადასხვა ტოქსინებს გამოდევნით.
კარიერა: ტყუილად ნუ ეცდებით, გაიგოთ ყველაფერი, რაც კი თქვენს კომპანიაში ხდება. დიდი შანსია, რაიმე გამოგეპაროთ. შეეცადეთ, საკუთარ ნაჭუჭში იყოთ და ვითარების გასარკვევად ზედმეტი შეკითხვები არ დასვათ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი, შესაძლოა, თქვენთვის სამწუხარო აღმოჩნდეს.
სიყვარული: ხვალ, საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღებისა და კეთილგანწყობის გამოვლენა მოგიწევთ, რაც არცთუ ისე მარტივი დავალებაა, რადგან თქვენი მეორე ნახევარი ისეთი მომთხოვნი და პრეტენზიული იქნება, როგორც არასდროს. თუკი მას დააკმაყოფილებთ - ჯილდო ყველა თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.   


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ვერძებო, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალურია, ამიტომ, სისუსტესა და ენერგიის ნაკლებობას ვერ იგრძნობთ. თუმცა, დასვენების შესახებ დავიწყება არ ღირს. აუცილებლად გაითავისუფლეთ საღამო იმისთვის, რომ, უბრალოდ, მოდუნდეთ.
კარიერა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია თქვენს ორგანიზაციაში ახალი სარეკლამო კამპანიის დასაწყებად. იდეები, რომელთაც ცხოვრებაში განახორციელებთ, თქვენს პოტენციურ მყიდველებსაც დააინტერესებთ, რაც ძალიან კარგ შედეგს მოგიტანთ. მნიშვნელოვნად შეძლებთ საქმიანობის გამოსწორებას.
სიყვარული: ხვალ გაგიჭირდებათ იმის გაგება, რა სურს თქვენს საყვარელ ადამიანს და რა უნდა გააკეთოთ მისი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ალბათ, ყველაფერი გაცილებით ადვილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, თუმცა, შესაძლოა, პირიქითაც იყოს. ინტუიცია გიკარნახებთ და დაგეხმარებათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელების ექსტრავაგანტურობა, შესაძლოა, მათთვის სერიოზული უსიამოვნების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. მაღალი ფეხების ან ღრმა დეკოლტეს დემონსტრირების სურვილმა, დიდი შანსია, გაციებამდე მიგიყვანოთ.   
კარიერა: მიმზიდველ ფინანსურ შემოთავაზებაზე უარის თქმა არ ღირს. თუკი საქმიანი შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, აუცილებლად თავდაჯერებული წადით. შედეგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანის სურვილია, თქვენთვის კიდევ უფრო ახლობელი და საჭირო ადამიანი გახდეს, რისთვისაც ყველა შესაძლო თუ შეუძლებელ ძალისხმევას გამოიყენებს. შეეცადეთ, უგულშემატკივროთ მას, რათა თქვენკენ მომართული გზა არცთუ ისე რთულად და მწვავედ მოეჩვენოს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თქვენი წარმოდგენა იმ დაავადების  შესახებ, რომელიც გაწუხებთ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გადაჭარბებული ან პირიქით, შემცირებული იყოს. დადასტურებული და სანდო ინფორმაციის მიღებას მხოლოდ ექიმებისგან შეძლებთ.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ საკუთარი კარიერისა და რეპუტაციის ხარჯზე გარისკვას. თუკი რომელიმე თქვენი ქმედება, თქვენი აზრით, საფრთხეს შეიცავს, უმჯობესია, მის განხორციელებაზე საერთოდ უარი თქვათ. დაიზღვიეთ თავი.
სიყვარული:
ხვალინდელი დღე მშვილდოსნებისთვის წარმატებული იქნება - ბავშვებისთვის მნიშვნელოვან ნივთებს შეიძენენ. თუკი ბავშვი გთხოვთ, რომ მას ველოსიპედი ან არცთუ ისე მაღალფასიანი მობილური ტელეფონი უყიდოთ, ნუ მოაკლებთ მას ამ სიამოვნებას. საკუთარი თავისთვის თანხის დახარჯვას ვარსკვლავები არ გირჩევენ, თუმცა ამის სურვილი თავადაც არ გაგიჩნდებათ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
დაუჯერეთ, გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ნუ უგულებელყოფთ მათ იდეებს კარგად შემოწმების გარეშე. გამორიცხული არ არის, რომ მათ სიტყვებში სიმართლის მარცვალი იყოს.
კარიერა: ახალი, საქმიანი და კარიერული შესაძლებლობები გაგახარებთ. თუკი არ მზად ხართ სერიოზული საქმიანობის შესაქმნელად, დაიწყეთ მცირედით: მომავალში, მსხვილი და სერიოზული საქმიანობა თავისთავად, მოულოდნელად გეწვევათ.
სიყვარული:  ფიქრობთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენზე არცთუ ისე ჭკვიანია, წინდაუხედავად და დაუფიქრებლად მოქმედებს. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ არა ხვალ. ამ დღეს მისგან იმ ქმედებებს უნდა ელოდეთ, რომელიც მასზე წარმოდგენას მთლიანად შეგიცვლით და სულ სხვა კუთხით დაგანახვებთ მას.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ნათელი ტანსაცმელი ძალიან დაგეხმარებთ ხალისიანი და ენერგიული განწყობის შენარჩუნებაში. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ყოველდღიურობა ყველაზე ნათელი და კაშკაშა ფერებით გაიფერადოთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე ხელსაყრელი აღმოჩნდება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილი ბევრად უფრო კომფორტული გახადოთ. თუკი სამსახურში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ, თქვენს კარიერაში მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ მოხდება. 
სიყვარული: წინ იმდენი თავისუფალი დრო გაქვთ, შეგიძლიათ, არ აჩქარდეთ. თავს ისე გრძნობთ, როგორც სკოლის მოსწავლე არდადეგების პირველივე დღეს. თუმცა, ეს შეგრძნება, ხშირად მოტყუებითია. ამიტომ დააჩქარეთ იმ საქმიანობის დასრულება ხვალ, რომელზეც დღეს დრო არ გეყოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თუკი ხანგრძლივი დიეტის დაწყება გადაწყვიტეთ, შეეცადეთ, არ იშიმშილოთ. საკვების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება თქვენს ორგანიზმს ნამდვილ სტრესს მიაყენებს.
კარიერა: თავი შეიკავეთ თვითრეკლამირებისგან და იყავით უფრო მოკრძალებული. შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ.
სიყვარული: დაივიწყეთ ობიექტურობა და ნუ იმსჯელებთ საყვარელ ადამიანზე სუბიექტური თვალსაზრისით. ბოლოს და ბოლოს, მის გვერდით მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ და ვერანაირი ობიექტური ნორმები და პრინციპები ვერ დაგეხმარებათ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?