4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 სექტემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კერძოდ კი, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე კონცენტრატების შემცველი ნახევარფაბრიკატები უარყოფითად იმოქმედებს. გარდა ამისა, ამგვარი საკვების ზედმეტი რაოდენობით მიღება ჭარბწონიანობას გამოიწვევს. ასე რომ, მიირთვით ვაშლი.
კარიერა: მზად იყავით მოულოდნელობებისთვის: მოვლენები გეგმის მიხედვით ვერ წარიმართება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი საშინლად იქნება, პირიქით. უბრალოდ, ნაკლებად შეძლებთ, სიტუაციის განვითარების ვარიანტები წინასწარ გათვალოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი ნაკლებად შეძლებს ამა თუ იმ ავანტიურაზე თქვენს დარწმუნებას. პირიქით, ამ მხრივ, თქვენ უფრო დიდ ინიციატივას გამოიჩენთ და თქვენი რჩეული ეჭვს შეიტანს ამა თუ იმ მოქმედების სისწორეში. ნუ მიაყენებთ მას ძალიან დიდ სტრესს. არ ღირს!


 


კურო
ჯანმრთელობა:
კუროები, შესაძლოა, ფეხების შეშუპებამ შეაწუხოს. ამიტომ შეეცადეთ, დიდი რაოდენობით სითხის მიღებაზე უარი თქვათ, ხოლო თუკი ხვალისთვის ხანგრძლივი მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი, მოირგეთ კომფორტული ფეხსაცმელი.
კარიერა:
მეგობრებისა და ახლობლების რჩევების იმედი ნუ გექნებათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათი დარიგებები, ერთი შეხედვით, ჭკვიანურად მოგეჩვენებათ, შედეგები, შესაძლოა, ასეთივე კარგი არ აღმოჩნდეს.
სიყვარული: ხვალ თქვენი მეორე ნახევრის მიერ წარმოთქმულ ნებისმიერ სიტყვას არასერიოზულად მიიღებთ, თან ისე, რომ არც დაფიქრდებით. უბრალოდ, მის წინააღმდეგ განეწყობით. სხვათა შორის, თქვენი საქციელი მას სერიოზულად გაანაწყენებს, ამიტომ ძალიან ნუ გაგიტაცებთ წინააღმდეგობის გაწევა. ფრიად სასიამოვნოა, როდესაც საკუთარ თავს ჭკვიანად აღიქვამთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც  ვინმესთან შედარების საშუალება გაქვთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
მივიწყებული ქრონიკული დაავადებები თავს კვლავ შეგახსენებთ. ამიტომ შეეცადეთ, ცუდმა მოვლენებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. იყავით მზად უსიამოვნებებთან შესახვედრად.
კარიერა:
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ხანგრძლივი გამოსვლები, რაც არ უნდა საქმიანი იყოს ის, ზიანის მომტანია. განსაკუთრებით, თუკი ისეთი აუდიტორიის წინაშე წარდგებით, რომელსაც თქვენი მოსმენა სულაც არ სურს. გაითვალისწინეთ, რომ მოკლე და კონკრეტული მესიჯები თქვენს გამოსვლას უფრო საინტერესოს გახდის.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი დახმარებას შემოგთავაზებთ, რისთვისაც თქვენი დათანხმება დიდხანს არ მოუწევს. მის დახმარებას სიხარულით და სრულიად ნებაყოფლობით მიიღებთ, რადგან სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გექნებათ. შეეცადეთ, გულწრფელად გადაუხადოთ მას მადლობა მსგავსი საქციელისთვის.           


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, დაიცვათ თქვენი თმები გარემოში არსებული ნეგატიური ფაქტორებისგან, რაშიც B და E ვიტამინის შემცველი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები დაგეხმარებათ.
კარიერა: ეძებთ პასუხს იმ შეკითხვაზე, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ? ყველაფერი, რასაც ახლა გამოცდით, ვიღაცისთვის უკვე გამოვლილია, ამიტომ შეეცადეთ, გამოსავალი წიგნებში ეძებოთ, რომლებიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ გადაგიშლიათ. არსებული სიტუაციის შეცვლით ყველაფრის გაგებასა და გარკვევას შეძლებთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანის მიმართ იმდენად მომთხოვნი იქნებით, რომ მისთვის საკმაოდ არასასიამოვნო გახდება თქვენ გვერდით ყოფნა. თუკი მიზნად სწორედ ეს დაისახეთ - წინასწარ გილოცავთ. თუკი არა - შეეცადეთ, თქვენს ურთიერთობაში რამე შეცვალოთ.  


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებმა არ უნდა დაივიწყოთ ისეთი ღირებული თვისებების შესახებ, როგორიცაა იუმორი და ოპტიმიზმი, რადგან სწორედ ეს თვისებები დაგეხმარებათ კარგი განწყობის შენარჩუნებაში და თქვენი კეთილდღეობის საფუძველი გახდება.
კარიერა:
დროებით დაივიწყეთ საკუთარი პირობების კარნახის შესახებ. ხვალ აშკარად არ მიეკუთვნებით იმ ადამიანებს, რომლებიც ბედმა ყურადღებით დააჯილდოვა. შესაბამისად, ლიდერების რიცხვში მოხვედრის შანსს დაკარგავთ. მოთმინებით დაელოდეთ ამ პერიოდის გადასვლას, მოიკრიბეთ ძალები და სულ მალე კვლავ საიმედო თანამშრომლად ჩაგთვლიან.
სიყვარული:
ოპერატიულად გაუმკლავდით იმ სამუშაოს, რომელიც დავალებული გაქვთ. რაც არ უნდა სამწუხაროდ მოგეჩვენოთ, პირადი ცხოვრებაც ასეთივე ტვირთი გახდება, ამიტომ  მოგიწევთ მისი მხრებით ზიდვა, რათა უახლოეს დღეებში ტვირთი ფრთებად გადაიქცეს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები არ გირჩევენ ზედმეტად თბილად ჩაცმას. ზედმეტი სითბო თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის მიზანშეწონილი არ არის. შეეცადეთ, ტანსაცმელი ამინდის შესაფერისად შეარჩიოთ ან საჭიროზე მსუბუქად ჩაიცვათ. ხოლო საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი სახლიდან ზედმეტად არ გახვალთ.
კარიერა:
გამოიჩინეთ თავშეკავებულობა სიტყვების წარმოთქმის დროს მათთან, ვისგანაც რამის მიღება გსურთ. ნებისმიერი გაუფრთხილებელი განცხადება მთელ თქვენს დიპლომატიურ მუშაობას აზრს დაუკარგავს.
სიყვარული:
გაატარეთ მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად საუკუნოვანი ხეების ჩრდილქვეშ და მოისმინეთ ჩიტების ჭიკჭიკი. თუკი ხეებისა და ჩიტების გარემოცვაში ყოფნის შესაძლებლობა არ გაქვთ, ნემსიწვერას ქოთანთან მაინც დადექით ხელჩაკიდებულები - იქნებ ეს მაინც შეძლოთ?


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ იმ სასწორებმა, რომელთაც ცილოვანი საკვების მიმართ შეუწყნარებლობა აწუხებთ. იყავით ფრთხილი პროდუქტების შერჩევისას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდეთ.
კარიერა:
ნუ შეგაშინებთ სირთულეები და ფიქრი იმის შესახებ, შეძლებთ თუ არა მათ დაძლევას. მართალია, თვალებს ეშინია, მაგრამ ხელები და სხეულის სხვა ნაწილები, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად, დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ. დამშვიდდით და იმოქმედეთ უფრო თამამად.
სიყვარული:
როგორც ჩანს, თქვენს პირად ცხოვრებაში ცვლილებების ერთი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა, ხოლო სხვა დაწყებას არც აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ხვალ. ამიტომ, თუკი არ გსურთ, მოწყენილობამ გაგაგიჟოთ, მოიფიქრეთ თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის რაიმე სახის გართობა. თუნდაც ეს ორი-სამი ძველი ჭიქის დამსხვრევა იყოს, შემდეგ კი გაეშურეთ მაღაზიაში ახალი ჭიქების შესაძენად.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კისერს. სასარგებლო იქნება, როგორც კომპლექსური ვარჯიშების ჩატარება, ასევე, კისრის კანის დატენიანება სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით. კარგი იქნება, თუკი მსგავს ზრუნვას ჩვევაში გადაიტანთ.
კარიერა:
მიზნის მიღწევა ნებისმიერ ფასად არ ღირს. ახლა თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, დროებით შეჩერდეთ და გადახედოთ, რას და როგორ აკეთებთ. შესაძლოა, თქვენი მეთოდები საკმარისად ეფექტური არ არის.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანთან ერთად ყველაფერს გაცილებით მარტივად, სწრაფად და ხალისით გაუმკლავდებით, განსაკუთრებით, თუკი მისი დახმარება თქვენთვის სასიხარულო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთობლივი საქმე ორივესთვის უფრო რთული აღმოჩნდება, რაც შეუძლებელია, შედეგზე და განწყობაზე არ აისახოს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
4 სექტემბერი საუკეთესო არ იქნება იმ მშვილდოსნებისთვის, რომელთაც ხერხემლის პრობლემები აწუხებთ. თუკი შეძლებთ ხერხემლისთვის იმ მდგომარეობის მოძიებას, რომ თავი უსიამოვნოდ არ იგრძნობთ, ეს დიდხანს მაინც არ გასტანს. უმჯობესია, მასაჟისტი მოძებნოთ.
კარიერა:
ყველანაირ სირთულეს, რომლის წინაშეც დღის მანძილზე აღმოჩნდებით, თქვენთვის მოულოდნელად და მარტივად გაუმკლავდებით. მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ მომავალშიც ყველაფერი ასე ადვილად გადაწყდება. პირიქით: მარტივი საქმეები დიდ პრობლემად გადაიქცევა, რისთვისაც მზად უნდა იყოთ!
სიყვარული: დაგეგმეთ კლასიკური, მშვიდი საღამო ოჯახთან ერთად. გემრიელად ივახშმეთ, ითამაშეთ ბავშვებთან, ძილის წინ საინტერესო ფილმი ნახეთ. ვნებიანი საღამო არ შეინიშნება, მაგრამ სამაგიეროდ, არსებობს შანსი, სულიერი სითბო მიიღოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქებს წნევის ვარდნა აღენიშნებათ, რაც ამინდის ცვალებადობასთან იქნება დაკავშირებული. კარგი იქნება, თუკი ზედმეტად თავს არ გადაიტვირთავთ, შეძლებისდაგვარად ეცადეთ, ადრე დაიძინოთ.
კარიერა:
ფრთხილად იყავით. თქვენი მცდელობა - საუკეთესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი - წარუმატებლად ჩაივლის. კარგი იქნება, თუკი დროებით გააკონტროლებთ ამბიციებს. გარდა ამისა, დაფიქრდით იმის შესახებ, როგორ შეძლებთ თქვენსა და თქვენს კონკურენტებს შორის არსებული ანტიპათიის კულტირებას, რადგან ცუდი მშვიდობა კარგ ჩხუბზე უკეთესია.  
სიყვარული:
მოაწყვეთ ოჯახური საღამო: უყურეთ კარგ ფილმს, ითამაშეთ და წაიკითხეთ წიგნი. სასურველია, საბავშვო ზღაპრები შეარჩიოთ  უზრუნველი, კეთილი, თბილი და კომფორტული ატმოსფეროს შესაქმნელად, რის ნაკლებობასაც თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში აშკარად განიცდით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებს ხვალ სახალხო მედიცინა დაეხმარება. რა თქმა უნდა, სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვა მცენარეული ნახარშებით მკურნალობა არ ღირს, მაგრამ მსუბუქ დაზიანებებსა და გაცივებას თქვენი დიდი ბებიის რეცეპტი აშკარად უშველის.  
კარიერა: ყურადღების ცენტრში ნამდვილად აღმოჩნდებით, რადგან დიდი წვეულების ორგანიზება დაგევალებათ. ახალი საქმიანობა მოგეწონებათ - ძალებისა და პროცესისადმი ინტერესის მომატებას აშკარად იგრძნობთ. იქნებ დაფიქრდეთ და სამუშაო პროფესია შეიცვალოთ?
სიყვარული: სრულიად უნებლიეთ და მოულოდნელად ყოფილ შეყვარებულს შეხვდებით. ის თქვენს გულში ძლიერ, თუმცა, გაურკვეველ გრძნობებს აღძრავს: ზოგჯერ მასთან დაბრუნების სურვილი გაგიჩნდებათ, ზოგჯერ კი იფიქრებთ, რომ წარსულის გახსენება არ ღირს. ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცადეთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და გადაწყვეტილება მიიღოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: გახსოვდეთ, რომ დასვენებაც სასარგებლოა. თანაც იმაზე მეტად, ვიდრე მუშაობა. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, შეძლებისდაგვარად მოიწყოთ მცირე დასვენების დღეები.
კარიერა: დღის მეორე ნახევარში, ვარსკვლავები ემოციურ ამაღლებას გიწინასწარმეტყველებენ. ამ დროს სასურველია, არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები, რადგან ძლიერი ემოციის ქვეშ მოქმედებამ, შესაძლოა, არასწორ შედეგამდე მიგიყვანოთ. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად გულდასმით დაფიქრდით თქვენს სიტყვებსა და ქმედებებზე.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი შეეცდება, გონივრული რჩევა მოგცეთ, რომელიც წიგნში ამოიკითხა ან ჭკვიანი მეგობრისგან გაიგო. სურვილი საამაყოა, მაგრამ შესაძლოა, ექსპერიმენტული ბაჭიის როლი არ მოგეწონოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოცდას მოთმინებით გაუმკლავდეთ, ხოლო შემდეგ თავად წაიკითხოთ აზრიანი წიგნი.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?