22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ფეხების ჯანმრთელობაზე სათანადოდ არ ზრუნავთ, ამიტომ შესაძლოა, უსიამოვნო სიურპრიზი მოგიწყონ: შეშუპება, ვენები ან, ბოლოს და ბოლოს, კოჟრები. ყველაფერი იღონეთ, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება თავიდან აიცილოთ.
კარიერა: ექსტრაორდინარულისა და განსაკუთრებულის მოფიქრება საჭირო არ არის. უბრალოდ, დატკბით თავისუფალი დღით. მოვლენების განვითარება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ხვალ როგორც დაგეგმავთ, ყველაფერი ისე იქნება. გირჩევთ, საღამოს გრილ ჰაერზე ცოტა წაივარჯიშოთ.
სიყვარული: თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა არის სწორი და რა - არა. თუ თქვენს მეორე ნახევარს განსხვავებული აზრი აქვს, ყურადღებით მოუსმინეთ, მაგრამ საბოლოო სიტყვა თქვენი უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენი ცხოვრებაა, მიუხედავად იმისა, რომ სხვებზეც პასუხისმგებლობა გაკისრიათ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ კუროებს მოქნილობის განსავითარებელი ვარჯიშები ძალიან წაადგებათ, თუმცა მათი დაწყება მხოლოდ მოთელვის შემდეგ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ზურგის კუნთები დაიზიანოთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად და საფუძვლიანად დაისვენოთ. ამ დღეს გააზრებული და ნაყოფიერი მუშაობა მაინც არ გამოგივათ.
სიყვარული: რთული დღეა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც თაფლობის თვე დიდი ხანია, უკან მოიტოვა. გახსოვდეთ, პატიება ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი კი წყენის დავიწყებაა. გაუფრთხილდით ნერვებს, მაშინაც თუ პარტნიორმა გაწყენინათ. ყველაფერი გაივლის, ნამდვილი სიყვარული კი - არა.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
სტრესის შემდეგ ნერვული სისტემის აღდგენა ალკოჰოლის დახმარებით ცუდი იდეაა. ეს არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ, ზიანი კი მნიშვნელოვანი იქნება.
კარიერა: კარგი იქნება, თუ ხვალ განმარტოებით გაატარებთ. ისე, რომ ვერც მეგობრებმა, ვერც კოლეგებმა და ვერც ოჯახის წევრებმა ფიქრებს ვერ მოგწყვიტონ. თქვენთვის აჯობებს, რომ საქმეებზეც იფიქროთ, თუმცა  მეტისმეტად ნუ გადაიღლებით. აზრი არ აქვს..
სიყვარული: ხვალ თქვენი პირადი ცხოვრება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პრინციპული ხართ საკუთარ მოქმედებებში. წამითაც რომ მოდუნდეთ, შესაძლოა, ცხოვრების დინებამ გაურკვეველი მიმართულებით გაგაქანოთ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ასე უკეთესია.    


      


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, შესაბამისად, ძნელად მოსანელებელ საკვებს უნდა ერიდოთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სრულფასოვან კვებაზე უარი თქვათ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ძალები არ გეყოფათ.
კარიერა: ხვალ თქვენთვის კატეგორიულად აკრძალულია სამსახურზე ფიქრი. ამან შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვან საქმეს მოგწყვიტოთ.
სიყვარული: ძალიან მნიშვნელოვანია, დროის სწორად გადანაწილება ისწავლოთ. თუ ეს არ გამოგდით, შესაძლოა, თქვენს პირად ცხოვრებას საფრთხე დაემუქროს. შესაძლოა, განსაკუთრებულად დრამატული არაფერი მოხდეს, მაგრამ დღე მთლიანად გაგიფუჭდებათ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
წინა დღეებთან შედარებით, აქტიურობის ზენიტში ხართ. ეცადეთ, დრო ისე გაატაროთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
ბიზნესი: ხვალ მნიშვნელოვანი სამსახურებრივი საკითხის გადაჭრა მოგიწევთ. ეს დისტანციურად, ტელეფონის ან ინტერნეტის დახმარებით მოხდება. გახსოვდეთ, რომ ამ სახის კავშირი ზოგჯერ ყველაზე მოუხერხებელ დროს წყდება და ეცადეთ, რომ ასე არ მოხდეს.
სიყვარული: ლომებისთვის ზედმიწევნით შესაფერისი დღეა ოჯახთან ერთად მოგზაურობაში, პიკნიკზე ან ლაშქრობაში წასასვლელად. გირჩევთ, მზის პირველ სხივებთან ერთად ადგეთ და გზას გაუდგეთ. სახლის საქმეებს მერეც მოასწრებთ, დასვენებისთვის კი საუკეთესო დროა.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, შესაძლოა, სახსრების ტკივილმა შეგაწუხოთ, რაც არტერიული წნევის მატებასთან ერთად, გაძლიერდება. გირჩევთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიაკითხოთ.
კარიერა: კარგია დღეა სამომავლო, გრძელვადიანი გეგმების შესადგენად. თითქოს ნათელმხილველი ხართ, ყველაფერს ისე ზუსტად დაგეგმავთ, რომ თქვენი მოლოდინი არა მარტო გამართლდეს, არამედ ყველა სასიამოვნოდ გააოცოს. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან ერთად, დროს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებთ. ზოგადად, უახლოესი დღეების განმავლობაში, იმდენად პოზიტიურ განწყობაზე ხართ, რომ უხვად უნაწილებთ ყველას, ვინც ამას საჭიროებს. ასეთი კი თქვენს გარშემო უამრავია.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ სასწორები შესაძლოა, ფეხების შეშუპებამ შეაწუხოთ, ამიტომ, თუკი მჯდომიარე მდგომარეობაში დიდ დროს ატარებთ, არ დაგავიწყდეთ აუცილებელი ზომების მიღება, რათა ზემოაღნიშნული პრობლემა არ დაუშვათ. იქნებ, ნაკლები რაოდენობით მიიღოთ სითხეები.
კარიერა:
ხვალ უიმედოდ მყოფ პიროვნებას განსაკუთრებით დასჭირდება თქვენი დახმარება. უარის თქმას ვერ მოახერხებთ - ის, რომ დასვენების დღეებში ადამიანებმა უნდა დაისვენონ, მას არ დააინტერესებს. მოგიწევთ მუშაობა, რა გაეწყობა?!
სიყვარული:
ხვალინდელ დღეს საყვარელ ადამიანს მის მიმართ გამოჩენილი ყურადღება განსაკუთრებით გაახარებთ. ამიტომ შეეცადეთ, მას მაქსიმალური სიხარული მიანიჭოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ მხიარულ მუსიკას მოუსმინოთ და შეძლებისდაგვარად საშუალო ხმაზე, რათა ყურთა სმენა არ დაიზიანოთ. მუსიკა თქვენს ცხოვრებას საჭირო პოზიტივით აავსებს.
კარიერა:
ზოგიერთი ჰიპოთეტური სარგებლის გამო, თქვენი პირდაპირი ვალდებულებების დროებით გადადება მოგიწევთ. ამგვარი ქმედება თქვენთვის, შესაძლოა, აუცილებელიც იყოს, მაგრამ ხვალ არც თქვენ და არც თქვენს გარშემომყოფებს  ეს ნაბიჯი არასწორად მოგეჩვენებათ. შეძლებთ ამ დილემასთან გამკლავებას?
სიყვარული:
სამწუხაროდ, ხვალ არ იქნება ის დღე, როდესაც ყველა სურვილი სრულდება, თუმცა, ერთი ან ორი სურვილის ჩაფიქრება მაინც შეგიძლიათ. შესაძლოა, ასრულდეს კიდეც, განსაკუთრებით, თუკი ეს სურვილები ცხოვრების არა მატერიალური, არამედ ემოციური ნაწილი იქნება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ორგანიზმი გარემოში არსებული სხვადასხვა მავნე ფაქტორებისგან დაიცვათ. ძლიერი ფსიქოემოციური დაძაბულობა თქვენი ორგანიზმის დასუსტებას გამოიწვევს.
კარიერა:
ხვალ განსაკუთრებით კარგად გამოგივათ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე ფიქრი, თუკი, რა თქმა უნდა, თქვენი საქმიანობა წარმოებას ან მომსახურებას უკავშირდება. თქვენი იდეების გარკვეული ნაწილი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება.
სიყვარული:
ხვალ საყვარელი ადამიანის ყურადღება თქვენთვის არასაკმარისი იქნება, ამიტომ ნებისმიერ ხრიკზე წახვალთ იმისთვის, რომ ამ ძვირფასეულობის კიდევ ერთი ნაჭერი მიიღოთ. სამწუხაროდ, თქვენი ხრიკები ნაკლებად გიშველით: საჭიროა, უბრალოდ, მოთმინება გამოიჩინოთ და ელოდოთ, ელოდოთ, ელოდოთ...


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი საუბარია ფიზიკური ფორმების გაუმჯობესებაზე ან ჩატარებულ მკურნალობაზე, მიღწეულზე ნუ გაჩერდებით. თქვენთვის აუცილებელია მიღებული შედეგის გამყარება.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავი იქნება დაძაბული სიტუაციის მოსაგვარებლად. იმისთვის, რომ სერიოზული სკანდალი და უსიამოვნო შედეგი არ დაუშვათ, იმათთვისაც კი, ვინც ბრძოლის ველზე იმყოფებოდა, თქვენთვის აუცილებელია, მოაგვაროთ ყველა სადავო საკითხი, რომელიც შესაძლოა, პრობლემებთან შეჯახების ძირითადი მიზეზი გახდეს.
სიყვარული: მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ახდება თუ არა ხვალ თქვენი ოცნება ბედნიერი სიყვარულის შესახებ ამ ადამიანთან, თუ არ ახდება არასდროს. სწორად განსაზღვრეთ მიზანი და განეწყვეთ გამარჯვებისთვის. დამაჯერებლად შეებრძოლეთ  მკაცრ რეალობას იმისთვის, რომ გიყვარდეთ და სხვამაც შეგიყვაროთ. ძირითადად სამი წესია: დაისახოთ მიზანი, გჯეროდეთ საკუთარი თავის და დააიგნოროთ დაბრკოლებები.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ იმ დაავადების მკურნალობა, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ. ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველაფერი თავისთავად, რაღაც მითიური გზით გაგივლით. თქვენს კომპეტენტურ ქმედებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
კარიერა: თუკი ხვალ ვინმეს დაცვას გადაწყვეტთ, ჯერ გაიაზრეთ, რას მოუტანს თქვენი ქმედება დაზარალებულ მხარეს: სარგებელს თუ პირიქით, სიტუაცია მხოლოდ დაიძაბება თქვენი პროტექციის გამო. უმჯობესია, უბრალოდ მოუსმინოთ ადამიანს, რომელსაც გულშემატკივრობთ და ენდობით, ხოლო სიტუაციის რეგულირება სხვა ვინმეს გადააბარეთ. 
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, გაიხსენოთ თქვენი ნიჭის შესახებ და მოახდინოთ მათი დემონსტრირება საყვარელ ადამიანთან. შეგიძლიათ, თქვენს რჩეულს ლექსი ან სონეტა მიუძღვნათ, დახატოთ ის გუაშით ან ფანქრით, ან მის პატივსაცემად შექმნათ  მისივე ქანდაკება ახლად მომზადებული პიურესგან.  


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, აუცილებლად ეწვიოთ აბანოს. ნუ მიმართავთ  ტემპერატურის ცვალებადობასთან ან ქისასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. უბრალოდ, ცოტაოდენი ჯანსაღი ორთქლი ნამდვილად არ გაწყენდათ, და კარგი კომპანიაც, რა თქმა უნდა.
კარიერა: უამრავი სამსახურებრივი პრობლემა გაქვთ გადასაწყვეტი, ამიტომ შესვენებაზე არც კი იფიქროთ. თქვენი შესვენება ისე ჩაივლის, როგორც ყოველთვის, ამიტომ, საქმეების გარდა,  შეგიძლიათ, ყველაფერი თამამად დაივიწყოთ და გაიხსენოთ მხოლოდ ზეგ, როდესაც კაბინეტიდან ფეხს გამოდგამთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი შეეცდება, გაგეხუმროთ. უცნობია, რამდენად სასაცილოდ გამოუვა მას მისი ჩანაფიქრის რეალიზება, მაგრამ ის, თუ როგორია თქვენი მეორე ნახევარი, მისი ხუმრობის მიხედვით, საკმაოდ სწრაფად გაიგებთ. არ დაგავიწყდეთ შესაბამისი დასკვნების გაკეთება, თანაც დიდი რაოდენობით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?