23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ შეგიძლიათ, საკუთარი თავი გემრიელობებით გაანებივროთ. ეს დღე იმითაც გამოირჩევა, რომ ჩვეულთან  შედარებით, შენელებულად აზროვნებთ.
კარიერა: ხვალ უჩვეულოდ აღგზნებული და აგრესიული ხართ. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ წლის კარიერისტის წოდებისთვის იბრძვით. ეცადეთ, დამშვიდდეთ, ნერვიულობით საქმე არ კეთდება, ამიტომ ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად და ნერვიულობის გარეშე შეხედოთ.
სიყვარული: ყველამ ერთიანად რომ შეკრას პირი და თქვენი გაბრაზება, შეურაცხყოფა და დამცირება გადაწყვიტოს, მაინც არაფერი გამოუვათ. თქვენი გამძლეობის თანამედროვეობის საუკეთესო ჯავშანმანქანებსაც შეშურდებოდათ. გაითვალისწინეთ, რომ ახლობლების და პირველ რიგში, თქვენი მეორე ნახევრის თავდასხმების იგნორირებითა და გულგრილობით ეს ადამიანები შეიძლება ძალიან გაანაწყენოთ. ამიტომ ვალის მოსახდელად, ერთი-ორჯერ უკმაყოფილება დემონსტრაციულად უნდა გამოხატოთ.

კურო
ჯანმრთელობა:
კუროებო, შეგახსენებთ, რომ არსებობს სასარგებლო პროდუქტი, რომელსაც ქათმის კვერცხი ჰქვია. აუცილებელი არაა, ეს პროდუქტი უზომო რაოდენობით მიირთვათ, მაგრამ საუზმეზე ერთი ცალი რთული დღის კარგი დასაწყისი იქნება.
კარიერა:
საეჭვოა, მოვლენების განვითარება როგორმე შეცვალოთ, ამიტომ ძალიან არ ინერვიულოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყოვლისშემძლე არ ხართ და ეცადეთ, გაარჩიოთ, რომელ სიტუაციაში შეგიძლიათ რაღაცის შეცვლა და რომელში - არა.
სიყვარული:
დროა, დაასრულოთ ის, რის დასრულებასაც დიდი ხანია, გეგმავთ და ახალი, გასაოცარი და მშვენიერი ცხოვრება დაიწყოთ, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მოქმედებებში შეცდომები არ დაუშვათ.

ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, კუჭის ლორწოვანი გარსი არ გაიღიზიანოთ. მოერიდეთ ცხარე და მჟავე საკვებს. ნუ მიიღებთ მედიკამენტებს, რომლებიც კუჭის ლორწოვანას აღიზიანებს. თუ მათი მიღება აუცილებელია, ეცადეთ, ბევრი სითხე დააყოლოთ.
კარიერა:
თუ ხვალ სერიოზულად მუშაობას აპირებთ, თქვენი ყურადღება მთლიანად ერთ საკითხზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ნუ დაიწყებთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას ან დიდი მოცულობის სამუშაოს. გახსოვდეთ, სჯობს, ნაკლები და ხარისხიანი გააკეთოთ, ვიდრე ბევრი და უხარისხო.
სიყვარული: ხვალ საბედისწერო შეხვედრების მთელი წყება გექნებათ, რაც ან რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას ან საერთოდ არავითარ გავლენას არ მოახდენს. ყველაზე მთავარია, არაფერი გამოგეპაროთ და ადეკვატური რეაქცია გქონდეთ. დანარჩენს ბედი თავად გადაწყვეტს.

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ალკოჰოლურ სასმელს უნდა მოერიდოთ, რადგან ეს ღვიძლის მუშაობას შეაფერხებს და შესაძლოა, ორგანიზმში საჭირო ელემენტების ნაკლებობაც გამოიწვიოს.
კარიერა:
კარგი დღეა ჩატარებული სამუშაოს შედეგების შესაჯამებლად. გაარკვიეთ, პროფესიულ საქმიანობაში რა გამოგივიდათ კარგად და რა - არა. იფიქრეთ, რატომ მიიღეთ სწორედ ასეთი და არა განსხვავებული შედეგი და იქნებ, ლოგიკური დასკვნაც მიიღოთ.
სიყვარული: 
კირჩხიბებო, საღამოს სასიამოვნოდ გატარების მაცდუნებელ წინადადებას მიიღებთ. შესაბამისად,  მოგიწევთ მეგობრებში გართობასა და პირობას შორის, რომ საღამოს ოჯახურ წრეში გაატარებთ, არჩევანი გააკეთოთ.  თუ მოვალეობის გრძნობამ გაიმარჯვა, წამებულის სახეს ნუ მიიღებთ, რადგან ბევრი არაფერი დაგიკარგავთ - თქვენი მეგობრები დროს არცთუ ისე სასიამოვნოდ გაატარებენ.

ლომი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, არ გაცივდეთ, მაგრამ, თუ ატყობთ, რომ თქვენი მცდელობა უშედეგოა, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა მიმართოთ.
კარიერა:
სამუშაოს გამო, რომელიღაც მაცდუნებელ წინადადებაზე უარის თქმა მოგიწევთ. სამწუხაროდ, ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსებთან პრობლემებს ვერ ასცდებით. ეს კი არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული:
არცთუ ისე სასიამოვნოა, როცა  საყვარელი ადამიანი შენს შესახებ ისეთ რამეს გაიგებს, რისი გამჟღავნებაც, ამა თუ იმ მიზეზით, არ გსურთ. შეიძლება ყველაფერი კარგად დამთავრდეს, თუ გაოცებული იკითხავს, რატომ არ უმხელდით აქამდე, როცა შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით მარტივი ყოფილიყო.

ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ ჩვეულ საქმიანობაში ხელს დაბნეულობა და უყურადღებობა გიშლით. დაფიქრდით, იქნებ გამოძინება გაკლიათ? თუ ასეა, ეცადეთ, ძილს მეტი დრო დაუთმოთ.
კარიერა:
ნუ იჩქარებთ, კოლეგას ან საქმიან პარტნიორს ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში ბრალი დასდოთ და საკუთარ შეცდომებზეც კი პასუხი მოსთხოვოთ. შესაძლოა, ხვალ ამან სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ ეცადეთ, თავი შეიკავოთ და ხმა არ ამოიღოთ.
სიყვარული:
 საყვარელი ადამიანის რომელიღაც მავნე ჩვევასთან შეგუება გიჭირთ. ეს ჩვევა იმდენად გაღიზიანებთ, რომ რაღაც მომენტში მთელი ხმით გინდათ უყვიროთ. ამის გაკეთებას არ გირჩევთ, რადგან მშვიდი საუბარი გაცილებით ეფექტური იქნება.

სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები არ გირჩევენ ფიზიკური დატვირთვის ბოროტად გამოყენებას. მსუბუქი ვარჯიში ან მოკლე მანძილზე სირბილი დასაშვებია, მაგრამ არანაირი ვარჯიში გამძლეობაზე! ეს კატეგორიულად გეკრძალებათ - თქვენი ორგანიზმი ამისთვის მზად არ არის.
კარიერა: ხვალ, როგორც ჩანს, მოგიწევთ შეძლებისდაგვარად შეცვალოთ ის კალაპოტი, რომლის მიმართულებითაც თქვენი ცხოვრების მდინარე მიედინება. ყურადღებით იყავით, რას მოგიტანთ ცვლილებები ჯერჯერობით გაუგებარია.
სიყვარული: ხვალ სერიოზულად დაფიქრდებით, ვინ გიყვართ ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანებიდან და არის თუ არა მათ შორის ის, რომელთან ურთიერთობას რეალურად შეიძლება ეწოდოს სასიყვარულო ამ სიტყვის სრული გაგებით. როგორც ჩანს, საბოლოო პასუხის მიღებას ვერ შეძლებთ, მაგრამ ოდნავ მაინც წაიწევთ წინ ჭეშმარიტების მიმართულებით.


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, ვარსკვლავები გირჩევენ, ზუსტად იმდენი დაიძინოთ, რამდენსაც თქვენი ორგანიზმი მოგთხოვთ - არც ერთი წამით ნაკლები. ძილის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა, თუნდაც, ენერგეტიკული სასმელების მიღებით, სამწუხარო შედეგებამდე მიგიყვანთ.
კარიერა: განა უნდა დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც პარტნიორები გეტყვიან? როგორც ჩანს, თქვენი საქმიანი პარტნიორი რაღაცას გიმალავთ, ბოლომდე არ იხსნება თქვენთან და ცდილობს, უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. თქვენ ნამდვილად შეგწევთ იმის ძალა, რომ ამ უსიამოვნო ფაქტს შეებრძოლოთ, თუკი, რა თქმა უნდა, ამის დრო და სურვილი გექნებათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი შეეცდება, თქვენი გულდასმით დაწყობილი გეგმები დაანგრიოს და თავისი ვარიანტი შემოგთავაზოთ - რამე განსაკუთრებული, განუმეორებელი... თან მას სჯერა, რომ მისი ინიციატივა ნამდვილად აღგაფრთოვანებთ. თუკი აღფრთოვანება არ შეინიშნება, უმჯობესია, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მეორე ნახევარს.


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხვალ სახსრების ტკივილი შეაწუხებთ, რაც შესაძლოა, გაძლიერდეს კიდეც არტერიული წნევის მომატების დროს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კარიერა: არ არის საჭირო თქვენი გეგმები ყველას გაუმხილოთ. ძალიან დიდია  იმის ალბათობა, რომ თქვენი შეშურდებათ და საბოლოოდ გეგმები ჩაგეშლებათ. დააჭირეთ ენას კბილი და ისარგებლეთ ზოგადი სიტყვებით. ამ შემთხვევაში სინდისიც სუფთად გექნებათ და სხვის ცნობისმოყვარეობაც დააკმაყოფილებთ.
სიყვარული: თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, მაგრამ თავს მაინც არაკომფორტულად და უბედურად გრძნობთ, ხვალ გექნებათ შანსი, ახალი სიყვარული მოძებნოთ. ძიება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება. საუკეთესო არჩევანი თქვენთვის კურო, ქალწული და თევზია. არ გირჩევთ დაუკავშირდეთ თხის რქებსა და ვერძებს.


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქებს მოუწევთ, უარი თქვან ძლიერ ფიზიკურ ვარჯიშებზე. ხვალ თქვენთვის რეკომენდებულია ბევრი სიარული, მაგრამ მოკლე ნაბიჯებით და საშუალო ტემპით. წადით სასეირნოდ და არა მაღაზიაში კარტოფილის საყიდლად.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ ხელმძღვანელობასთან კამათს, იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი შეხედულებით, ისინი დამღუპველ შეცდომას უშვებენ. გაითვალისწინეთ, რომ დირექტორი ყოველთვის მართალია, სანამ ის დირექტორია.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს არ მოუნდება, დაიჯეროს, რომ თქვენთან ურთიერთობაში გარკვეულ შეცდომას უშვებს, ამიტომ მასთან ამ თემაზე საუბარი არ ღირს. უბრალოდ, შეეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ სწორ აზრამდე თავად მივიდეს, თქვენი დახმარებისა და კარნახის გარეშე.


მერწყული
ჯანმრთელობა: ეგზოტიკური სამზარეულოს მოყვარულებს შეუძლიათ, საკუთარი თავი გაახარონ რაიმე უჩვეულო დელიკატესით. თანაც, არ ინერვიულოთ საკუთარ კუჭზე. არანაირი პრობლემა არ შეინიშნება.
კარიერა: თქვენთვის აუცილებელია, იპოვოთ ახალი იმპულსი და როგორც კი მას აღმოაჩენთ, მიხვდებით, როგორ შეიცვლება თქვენი განწყობა უკეთესობისკენ  და ზოგადად, თქვენი შეხედულება სამყაროზე, რომელიც ბოლო დროს, ძალზე პესიმისტური იყო. მუშაობის სურვილიც მნიშვნელოვნად მოგემატებათ!
სიყვარული: ხვალ არ გექნებათ იმის ძალა, რომ ისე იმოქმედოთ, როგორც ამას საკუთარი გული გკარნახობთ. ასე რომ, მოგიწევთ შინაგან ხმას ან საყვარელ ადამიანს მიენდოთ, რომელიც შესანიშნავად გაართმევს თავს თქვენი ხმის კოპირებას. მართალია, ეს ყველაზე სასიამოვნო დავალება არ არის, თუმცა, ვერსად გაექცევით.


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ისე მოექცეთ, როგორც ბროლის ლარნაკს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი არ დააზარალოთ, არ დაამსხვრიოთ ლარნაკი და არც კი გააჭუჭყიანოთ - ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კარიერა: თქვენს ხვალინდელ საქმიანობას შესაძლოა, უმნიშვნელო მოვლენამ ხელი შეუშალოს. ნუ ჩაიქნევთ ხელს იმაზე ფიქრით, რომ ბედისწერა თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. უბრალოდ, გამოასწორეთ შეცდომები. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ.
სიყვარული: თევზებს მოუწევთ, აღადგინონ დიდი ხნის შეწყვეტილი ნათესაური კავშირი. შეეცადეთ, გაიხსენოთ, გყავთ თუ არა ისეთი ნათესავი, რომელთანაც ხვალ გასაუბრებას შეძლებთ. თუკი ეს გამოგივათ, ნამდვილად სასიამოვნოდ გაოცდებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?