13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თვალი ადევნეთ საკუთარი კვების მენიუს. კარგი იქნება, თუ მრავალფეროვნებისთვის, რაციონში ბოსტნეულისგან დამზადებულ მსუბუქ წვნიანებს შეიტანთ. ამ ეტაპზე მძიმე საკვების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
კარიერა: სამსახურებრივ პრობლემებზე ფიქრით ხასიათს ნუ გაიფუჭებთ. უკეთესი იქნება, თუ ამ პრობლემების შესახებ უახლოეს ადამიანებს უამბობთ და მათ მოსაზრებებს მოისმენთ. თანამოაზრეებთან ერთად,  ყველაფერი გაცილებით იოლად მოგვარდება და ყველა კმაყოფილი დარჩება.
სიყვარული: თუნდაც ცამდე მართალი იყოთ, ხვალ საყვარელ ადამიანთან კამათს არ გირჩევთ. მიეცით საშუალება, ცოტა ხნით თავი თქვენზე აღმატებულად იგრძნოს. ამჟამად ეს ყველაზე მეტად სჭირდება.




კურო
ჯანმრთელობა:
კუროებო, გახსოვდეთ, რომ სულიერი წონასწორობა და შინაგანი ჰარმონია თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია. ასე რომ, წვრილმანებზე ნერვიულობას არ გირჩევთ.
კარიერა:
დაძაბული კონკურენციის პირობებში, თქვენი  უნარების დემონსტრირება მოგიწევთ. მთავარია, ძალები სწორი მიმართულებით და სწორად განალაგოთ და სისულელეებზე არ დახარჯოთ. ამ შემთხვევაში გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.
სიყვარული: ხვალ ის უნდა იყოთ, ვინც ნამდვილად ხართ. ნუ დაუჯერებთ „ჭკვიანურ რჩევებს“ და ნუ ეცდებით, ვინმეს მიბაძოთ. დროა, საკუთარ შეცდომებსა თუ მიღწევებზე საკუთარი ცხოვრება ააგოთ, რომელიც არავისას ემსგავსება და ერთადერთი და განუმეორებელი იქნება.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
თუ ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, თავს ნუ იტანჯავთ და თამამად მიირთვით. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კალორიების დაწვა სატრენაჟორო დარბაზებში ან საცურაო აუზში მოგიწევთ.
კარიერა:
ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი გაქვთ და ხელსაყრელი ვარიანტი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო დაგრჩეთ, მაგრამ შემოსავალი მნიშვნელოვნად გაგეზრდებათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი სერიოზულად ფიქრობს თქვენს ერთობლივ მომავალზე, რაც სრულიად არ გახარებთ. თქვენ დღევანდელი მდგომარეობითაც კმაყოფილი ხართ და ხვალინდელზე ფიქრი არ გსურთ. ეცადეთ. რაღაც კომპრომისამდე მიხვიდეთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ხვალ მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილმა შეგაწუხოთ. ამის მიზეზი მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, თქვენი ფსიქიკური მდგომარეობაც ყურადღებას საჭიროებს.
კარიერა: კოლეგასთან სამსახურებრივი რომანის წამოწყება თქვენს შრომით საქმიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა პრიორიტეტების სწორად განლაგების შემთხვევაში, ერთი მეორეს ხელს არ შეუშლის. მთავარია, მიღებული გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდეთ.
სიყვარული: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობა გჭირდებათ, თუნდაც ამ საქმის არაფერი გაეგებოდეს. ვარსკვლავებს ასეთი უცნაური მიჯაჭვულობის ახსნა არა აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იქნება და თქვენს მეორე ნახევარს ამასთან შეგუება მოუწევს.




ლომი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ორგანიზმს სტრესები და დატვირთვა მოარიდოთ. არავითარი ექსტრემალური სპორტი და გამძლეობის გამოცდა. ხვალ საკუთარ თავს ისე უნდა გაუფრთხილდეთ, როგორც ყველაზე ძვირფას განძეულს უფრთხილდებიან.
კარიერა:
იდეა, რომელიც დღეს გაგიჩნდათ, შეიძლება ხვალ  წარმატებით განახორციელოთ და ზეგ უკვე პირველი შედეგები მოგცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ, შეძლებისდაგვარად, ნაკლები დაისვენოთ და ძველი პრობლემების ახალი, გაცილებით წარმატებული და ორიგინალური გამოსავალი მოძებნოთ.
სიყვარული:
თქვენსა და თქვენს რჩეულს შორის ძალიან სერიოზული საუბარი გაიმართება. საუბრისთვის თავის არიდება არ გამოგივათ და აზრიც არ აქვს - არც ისეთი უსიამოვნო იქნება, როგორც გგონიათ, თუმცა დასმული საკითხების მოგვარება სასწრაფოდ მოგიწევთ. სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ ხელის კუნთების გავარჯიშება მოგიწევთ. აუცილებელი არაა, ჰანტელებით ვარჯიშს მეტისმეტად დიდი დრო დაუთმოთ. დატვირთვის სწორად გადანაწილებისთვის ამ საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანის დახმარება დაგჭირდებათ.
კარიერა:
იმისთვის, რომ გლობალურ და მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოთ, რაღაცის მსხვერპლად გაღება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ამის გამო არასოდეს ინანებთ. ასე რომ, სითამამე მოიკრიბეთ და იმოქმედეთ!
სიყვარული: თქვენი რჩეული ხვალ საშინელ ხასიათზე იქნება და ყველანაირად შეეცდებით, მის სახეზე ღიმილი დაინახოთ. თუმცა, შესანიშნავ ხასიათზეც რომ იყოს, მაინც იგივეს გააკეთებდით.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ, ამიტომ შეგიძლიათ, შეაქოთ საკუთარი თავი სწორად ჩატარებული მკურნალობის კურსისთვის და მტკიცე ხასიათისთვის. სულ ცოტაც და თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად იგრძნობთ.
კარიერა: ჰორიზონტზე საქმიანი მივლინება ჩანს, რომლის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის. ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით.
სიყვარული: მოაწყვეთ გულახდილობის საღამო და მოუყევით მეორე ნახევარს ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ, ისაუბრეთ თქვენს ურთიერთობებზე, მათ პერსპექტივასა და აუცილებლობაზე. მზად იყავით იმისთვის, რომ საპასუხოდ მოგიწევთ მსგავსი აღიარების მოსმენა. არ დაგავიწყდეთ გაგონილი და მოსმენილი ამბებიდან დასკვნების გაკეთება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ქუჩაში, ლიფტში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში  შემთხვევით მოსმენილი საუბარი მორიელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საკმაოდ სერიოზულად იმოქმედებს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მიღებული ინფორმაცია გაითვალისწინოთ.
კარიერა: როგორც ჩანს, ვიღაც ბოროტად სარგებლობს თქვენი სიკეთითა და რეაგირებით. ყურადღებით დააკვირდით იმ ადამიანს, რომელსაც უკვე არაერთხელ ეხმარებით. ასე ძალიან სჭირდება მას თქვენი დახმარება? შესაძლოა, ის უბრალოდ კისერზე გაჯდებათ.
სიყვარული: თქვენი ბედნიერება თქვენს საყვარელ ადამიანშია. თუკი მას გულწრფელ გაღიმებას აიძულებთ, გააცნობიერებთ, რომ თქვენს გულშიც სითბო და სიხარული დაისადგურებს. ეგოიზმი (გონივრულიც კი), სამწუხაროდ, დროებით უნდა დაივიწყოთ. ყველაფერი საყვარელი ადამიანის საკეთილდღეოდ - თუნდაც საკუთარი კეთილდღეობის ხათრით.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ მშვილდოსნებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სახის მასაჟი. თუკი კოსმეტოლოგთან ვიზიტის შესაძლებლობა არ გექნებათ, სპეციალური ვარჯიშების კომპლექსს სახლშიც შეასრულებთ, თანაც, ძალიან ადვილად.
კარიერა: ხვალ თქვენს სიზარმაცეს სამუშაო ენთუზიაზმი დაამარცხებს. არ აქვს მნიშვნელობა, რას მოიმოქმედებთ. მთავარია, როგორ გაუმკლავდებით გარშემომყოფების წინააღმდეგობებს, რომელთაც, თქვენგან განსხვავებით არაფრის გაკეთება არ სურთ.
სიყვარული: თქვენი გრძნობა საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ბახის მუსიკას შეესაბამება: სადღესასწაულო, დახვეწილი, ცოტა შემაშფოთებელი, მრავალფეროვანი და წარმოუდგენლად ლამაზი. სხვათა შორის, კლასიკური ნაწარმოებების სიტყვიერად აღწერა რთულია: უმჯობესია, მას პირადად მოუსმინოთ. იქონიეთ წარმოდგენა, რასთან გაქვთ საქმე.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ შეეცადეთ, განსაკუთრებით ყურადღებიანი იყოთ, თქვენი გაუფრთხილებლობის მიზეზით შესაძლოა, მცირე ტრავმები მიიღოთ. აუცილებლად იქონიეთ თან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
კარიერა: ამ დღეს თითქმის ერთი თვე ელოდებოდით. როგორც ჩანს, დამსახურებული ჯილდო გელოდებათ. ყოველ შემთხვევაში, თავად უზრუნველყავით საკუთარი თავი - ვარსკვლავების მოტყუება არ ღირს. თუკი თქვით, რომ რაიმეს აღნიშვნა მოგიწევთ - მაშინ უნდა აღნიშნოთ კიდეც.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იგრძნობთ, მაგრამ ეს თქვენთვის ტვირთი არ იქნება. პირიქით: თქვენთვის სასიამოვნო იქნება იმის გაცნობიერება, რომ საყვარელი ადამიანის ბედნიერება, კეთილდღეობა და სიმშვიდე თქვენზეც (შესაძლოა დიდწილადაც)  არის დამოკიდებული. უდავოდ, სასიამოვნო შეგრძნებაა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თქვენი სახის კანს გაუკვირდება თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მის მიმართ, თუმცა, ამის გაკეთება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით.
კარიერა: როგორც ჩანს, გადაწყვიტეთ, მუშაობის წარმოუდგენელი ტემპი აკრიფოთ. მიმავალი მატარებლის წინ სირბილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. პროცესში მონაწილე სხვა პირისთვისაც ამგვარი სიჩქარე მავნებელია. დაამუხრუჭეთ!
სიყვარული: ხვალ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ საპირისპირო სქესის ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენს და თქვენთან დაახლოების სურვილი აქვს. იქნებ, ეს ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდით, იმ შემთხვევაშიც, თუკი პირველადი შთაბეჭდილება საპირისპიროს გიმტკიცებთ?


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, ხშირად და საშუალო ზომის ულუფებით იკვებოთ, რადგან მხოლოდ ამგვარად შეძლებთ, შიმშილის ძლიერი შეგრძნება დაამარცხოთ და ყველაფერი არ გადაჭამოთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღების დროს. შესაძლოა, შეცდეთ და შედეგი თქვენი ბიზნესსაქმიანობისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. მიიღეთ რჩევები ყველასგან, ვისგანაც ეს შესაძლებელია და მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედეთ.
სიყვარული: სანამ რაიმე სახის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად გაესაუბრეთ საყვარელ ადამიანს. დიდი ალბათობით, ის დაგეთანხმებათ, მაგრამ, ამასთანავე, შესაძლოა, საკმაოდ ღირებული რჩევების ავტორი აღმოჩნდეს, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ საკუთარი გეგმების რეალიზების დროს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?