22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დაეხმარეთ კუჭს და მიეცით საშუალება, მძიმე საკვებისგან დაისვენოს. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ თქვენს კუჭს განსაკუთრებით ხილი, ბოსტნეული, იოგურტი და წვენები ეამება.
კარიერა: ფრთხილად იყავით - თქვენი მცდელობა საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ, წარუმატებლად დასრულდება. ამბიციები დაიოკეთ და დაფიქრდით - რა საჭიროა თქვენსა და თქვენს კონკურენტს შორის ურთიერთობის დაძაბვა? გახსოვდეთ, ცუდი მშვიდობა კარგ ომს ჯობია.
სიყვარული: გირჩევთ, საყვარელ ადამიანს ყველაფერი გულახდილად უამბოთ იმაზე, რა გაწუხებთ და რა გიხარიათ. გაითვალისწინეთ, რომ სიყალბესა და არაგულწრფელობას აუცილებლად იგრძნობს და ძალიან განაწყენდება. ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, ეცადეთ, გულწრფელი იყოთ.




კურო
ჯანმრთელობა:
გაესინჯეთ ყველა ექიმს, ვისთანაც კი ხელი მიგიწვდებათ. მიმართეთ არატრადიციულ მედიცინას და ექიმბაშებს. ბოლომდე რომ დარწმუნდეთ, რომ არაფერი გამოგეპარათ, ორივე ეტაპი თავიდან გაიმეორეთ და ამაში კონკურენტი ორგანიზაციები ჩართეთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი დღეს უნდა მოასწროთ. აბა, რა გეგონათ?
კარიერა: მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ და მისი რჩევების შესაბამისად იმოქმედოთ. შესაძლოა, ზოგჯერ ისინი არაგონივრულიც გეჩვენოთ, მაგრამ ეცადეთ, რომ ყველა დადებითი და უარყოფითი ფაქტორი გაითვალისწინოთ და უპირატესობა მაინც ინტუიციას მიანიჭოთ.
სიყვარული: ხვალ აპათიური და მოთენთილი ხართ. თუ თქვენს რჩეულს მაინცდამაინც დღეს მოუნდა ახალი იდეების ფრქვევა და თქვენგან დაუყოვნებლივი რეაქცია, არაფერი გამოუვა. წინასწარ გააფრთხილეთ, რომ დღეს თქვენი განძრევა არ სცადოს.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, სწორად დააბალანსოთ საკუთარი რაციონი. თუ დიეტები მოგბეზრდათ, შეგიძლიათ, მაცივრის მდგომარეობის შეცვლაზე იფიქროთ. როგორ ფიქრობთ, ნამდვილად სწორ ადგილზე დგას?
კარიერა: გირჩევთ, ხვალ არ გარისკოთ. ის მოქმედებებიც კი, რომელთა სისწორეშიც სრულიად დარწმუნებული ხართ, მაქსიმალური სიფრთხილითა და ყველა ნაბიჯის გათვლით უნდა ჩაატაროთ. ეს სამწუხარო შეცდომებისგან დაგიცავთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენთვის რამდენჯერმე შეხსენება არ სჭირდება. უფრო პირიქით - თქვენ მოგიწევთ მისთვის შეხსენება, რა უნდა გააკეთოს მომავალში და რისი დავიწყება არ შეიძლება.  ეცადეთ, ეს ბუნებრივად და ძალდაუტანებლად გააკეთოთ, რომ პარტნიორი არ გაანაწყენოთ.


 
      
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბებო, მშვენიერ ფორმაში ხართ და შეგიძლიათ, აქტიურად დაისვენოთ. ამის გარდა, თამამად შეგიძლიათ, დაასრულოთ ძველი და დაიწყოთ ახალი საქმეები. კარიერა: ეცადეთ, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ გაქვთ, თანაც ეს დღე ასეთი მსჯელობისთვის საუკეთესო არ გახლავთ. უკეთესი იქნება, თუ ერთი ან ორი დღე დაიცდით. 
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ პატარა, მაგრამ თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის საყვარელი ნივთი დაკარგოთ. გაუფრთხილდით ქორწინების ბეჭედს - ამბობენ, რომ მისი დაკარგვა ცუდის ნიშანია. თვალი ადევნეთ სახლის პატარა ბინადრების ჯანმრთელობას. ზაზუნები, თუთიყუშები,  თევზები... ყველა კარგად გყავთ?



ლომი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ნაკლები შოკოლადი მიირთვათ. ის ვერ დაგანაყრებთ, სამაგიეროდ, თქვენს ორგანიზმს შაქრით გაავსებს და შეიძლება წნევის აწევის მიზეზიც გახდეს.
კარიერა: ხვალ მეგობრების მხარდაჭერისა და გონივრული რჩევების იმედი არ უნდა გქონდეთ. თუნდაც რჩევები გონივრული გეჩვენოთ, მათი გათვალისწინების შედეგი არცთუ ისე სახარბიელო აღმოჩნდება.
სიყვარული: ხვალ თქვენი პირადი ცხოვრების რაღაც ეტაპი მთავრდება და ახალი იწყება. ის ნაკლებად რთული და მეტად სასიამოვნო იქნება, თუ საკუთარ შესაძლებლობებს სწორად გათვლით და გადაწყვეტილებას საყვარელ ადამიანთან შეათანხმებთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, ორგანიზმის გაწმენდა ნამდვილად არ გაწყენდათ. დაიწყეთ გარეგანი გაწმენდისგან. ეს უფრო სწრაფი და მარტივია. შემდეგ კი დიეტაზეც იფიქრეთ.
კარიერა: 
ხვალ შესაშურ მდგომარეობაში ხართ: მუშაობა დასვენებაში ხელს არ გიშლით და დასვენება მუშაობაში. პირიქით, ორივე გეხმარებათ, რომ თავი უფრო ბედნიერ და წარმატებულ ადამიანად იგრძნოთ. ეცადეთ, ეს განწყობა რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც შეინარჩუნოთ.
სიყვარული:
შესაძლოა, ხვალ ადამიანზე, რომელიც თქვენთვის ძვირფასია, საზიზღარი რაღაცები მოისმინოთ, რაც ძალიან დაგაბნევთ. არ მოტყუვდეთ. ჭორების აყოლა კარგს არაფერს მოგიტანთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, ბევრი ინერვიულოთ საქმეზეც და უსაქმურობაზეც. ასე რომ, თქვენი ორგანიზმი კარგ მდგომარეობაში ვერ იქნება. შეეცადეთ, თავი დაიმშვიდოთ და საკუთარ ნერვებს გაუფრთხილდეთ.
კარიერა: ხვალ გაგიჭირდებათ იმ პროექტთან დაკავშირებული ყველა დეტალის დამახსოვრება, რომელზეც იმუშავებთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი შესანიშნავი მეხსიერება გაქვთ და არასდროს გისარგებლიათ ბლოკნოტით, ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ მაინც ჩაინიშნოთ ძირითადი იდეები, რომლებთანაც საქმე გექნებათ.
სიყვარული: თუკი ხვალ ერთობლივად იმოქმედებთ - მთებს გადადგამთ! თუმცა, მცირედი შეცდომაც კი უამრავ წარუმატებლობას გამოიწვევს. ასე რომ, გაიხსენეთ ძველი გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ორი ისრის გატეხა უფრო რთულია, ვიდრე ერთის - და მყარად ჩასჭიდეთ ერთმანეთს ხელები!


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ლმობიერი და ყურადღებიანი იყოთ გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. შესაძლოა, ეს არცთუ ისე მარტივი დავალება იყოს: ყველაზე მოთმინება, სავარაუდოდ, არ გეყოფათ. თუმცა, თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს, უბრალოდ, აუცილებელია.
კარიერა: მოეკიდეთ ყველაფერს მარტივად და გახსოვდეთ, რომ სიტუაციის დრამატიზება ყველგან საჭირო არ არის. თქვენ ყოველთვის არწმუნებთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი საშინლადაა და თქვენი ნეგატიური განწყობა გარშემომყოფებზეც გადადის. თუკი საკუთარი ნერვების გაფრთხილება არ გსურთ, იქნებ სხვის ნერვებს მაინც გაუფრთხილდეთ.
სიყვარული: ხვალ მოგეჩვენებათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი არ იმსახურებს ამგვარ შესანიშნავ წოდებას. რა გაეწყობა, მოიყვანეთ ყველა არგუმენტი, დააყენეთ პრიორიტეტები, შემდეგ კი დაივიწყეთ მათ შესახებ და მოუსმინეთ გულის კარნახს. სწორედ ის გიკარნახებთ ერთადერთ და სწორ გამოსავალს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კისერს. მოიხვიეთ შარფი ან მოიფარეთ საყელო: ნებისმიერი ორპირი ქარი თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
კარიერა: ხვალ მშვილდოსნები მაქსიმალურად დარწმუნებულები უნდა იყვნენ საკუთარ თავში. ნუ დააყენებთ ეჭვქვეშ იმას, რაშიც ოპონენტს არწმუნებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყველაფერს ამოიკითხავს თქვენს სახეზე და თავს მოგარიდებთ. თუკი კონკრეტული საქმიანობის წარმატებაში დარწმუნებული არ ხართ, მაშინ მისი რეალიზება არ ღირს.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს მოეჩვენება, რომ თქვენ სრული ბედნიერებისთვის არ გყოფნით კანფეტები და შოკოლადები. ამიტომ, მზად იყავით იმისთვის, რომ ხვალ თქვენს ოჯახში ტკბილეულის რაოდენობა მოიმატებს. ხოლო თუკი არა - ეს ნიშნავს, რომ თქვენმა რჩეულმა, უბრალოდ, ვერ გაბედა მოგიძღვნათ მოკრძალებული საჩუქარი.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში იოგა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და, ასევე, სწორი, რეგულარული და დაბალანსებული კვება დაგეხმარებათ. უარი თქვით მშრალი საკვებით წახემსებაზე, თუნდაც ერთი დღით.
კარიერა: ვარსკვლავები გაიძულებენ, ისევ და ისევ გაგაოცონ, რადგან ეს დღე იმდენად წარმატებული იქნება, რომ სიტუაციის ამგვარად განვითარება, უბრალოდ, ფანტასტიკურად მოგეჩვენებათ. ხვალ მოლაპარაკებები განსაკუთრებით წარმატებით ჩაივლის და სარგებელსაც მოგიტანთ კონტრაქტების გაფორმების თვალსაზრისით.
სიყვარული: ხვალ სასურველია, მარტივად და ელეგანტურად მოიქცეთ, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე. უკმაყოფილების გამოხატვა საყვარელ ადამიანს თქვენგან მოშორების სურვილს გაუჩენს, რაც, ბუნებრივია, თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ უბრალოება, გულწრფელობა და გულახდილობა გჭირდებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, კონკრეტულად რა არ მოგწონთ საკუთარ სხეულში. თუკი მინიშნება გაქვთ და თან ძალიან სერიოზული, აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ თავზე. როგორც მინიმუმ, დაგეგმვა ხვალ წარმატებით ჩაივლის.
კარიერა: დაგროვილ პრობლემებს მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ მიმართეთ მეგობრებს დასახმარებლად. ისინი აუცილებლად გიკარნახებენ, როგორ უნდა მოიქცეთ, მათ შორის, იმ საკითხებში, რომლებიც კარიერულ ზრდასა და შემოსავლის გაზრდას ეხება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისგან არა მოთხოვნით, არამედ დამსახურებულად მიიღებთ საჭირო ყურადღებას, რადგან ის აშკარად ამჩნევს, როგორ ეპყრობით მას ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ვარსკვლავები იმედოვნებენ, რომ მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცდებით.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ და არავის მისცეთ უფლება, ხასიათი გაგიფუჭოთ, რადგან სწორედ ამ მიზეზით შესაძლოა, თავის ტკივილები დაგეწყოთ.
კარიერა: მოულოდნელი შეხვედრა თქვენს სამომავლო კარიერაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. თუკი სწორად იმოქმედებთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენი აღმავლობა სწორედ ზეგიდან დაიწყება და ის არცთუ ისე რთული აღმოჩნდება, პირიქით, ახალი საქმიანობა გაგიტაცებთ კიდეც.
სიყვარული: თქვენი საქმეები აუჩქარებლად განვითარდება, ამიტომ, შესაძლოა, დაუსრულებლად მოგეჩვენოთ, რაც აშკარად გააღიზიანებს თქვენს საყვარელ ადამიანს. შეეცადეთ, როგორმე გამოასწოროთ შექმნილი სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კამათს ვერ გაექცევით, რაც, აბსოლუტურად არაფერში გჭირდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?