- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ის, რაზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის - ოჯახი.
- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან ხშირად ვიცინი... დღეს.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- უნებლიეთ ვიტირე ფილმზე „უვეს მეორე სიცოცხლე“. შვედური ფილმია.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- გამტანობა.
- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლი - ზედმეტი ლოიალობა ადამიანების მიმართ, ალბათ.
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ალბათ, ვერც ერთთან, მაგრამ ძალიან მინდა, მარკ ტვენის რომელიმე პერსონაჟი ვიყო. ისტორიულთან ვერ ვაიგივებ.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი მეგობრები, რომლებიც ძალიან ბევრი გაჭირვების ფონზე ახერხებენ იმდენს, რომ გარშემო მხოლოდ ღიმილი და პოზიტივი იყოს.
- თქვენი მხატვრული გმირები?
- მარკ ტვენის პერსონაჟები.
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ავტოსტოპი ჩეხეთში, რომელიც ჩეხეთში დაიწყო და გავედით ბოლომდე.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მეგობრობა.
- ქალში?
- ერთგულება.
- საყვარელი მწერლები?
- მარკ ტვენი და ჩარლზ ბუკოვსკი.
- საყვარელი კომპოზიტორი?
- რიხარდ ვაგნერი, ნიკ ქეივი, მარკ ნოფლერი.
- ფილმი?
- კლინტ ისტვუდის „მიუტევებელი“.
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს შვილებს.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- როდესაც ჩემ გარშემო ხალხი ფიქრობს მხოლოდ მეგობრობაზე, ერთმანეთზე და არანაირ პრობლემაზე.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ყველა ის თამაში, რომელიც წაგებული აქვს „იუვენტუსს“.
- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიმაღლის.
- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიჩუმეში... ისე, რომ არავინ შევაწუხო.
- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ვერასდროს დავესწარი კურტ კობეინის კონცერტს და იქ თუ მექნება შანსი...