სუბიექტური კმაყოფილების გრძნობა

ზეპირი ანკეტა

9 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ცოტნე გამსახურდია.
 

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემთვის ბედნიერება არის სუბიექტური კმაყოფილების გრძნობა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ახლახან, რამდენიმე წუთის წინ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- რამდენიმე დღის წინ.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი...
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია...


- ყველაზე დიდი ნაკლი...
- ბევრი მაქვს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არ ვაიგივებ, მაგრამ მომწონს მეფე ერეკლე.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უმკლავდებიან.


- თქვენი მხატვრული გმირები...
- სავარსამიძე და ჰამლეტი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა.
- შუა აზიაში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- პასუხისმგებლობის გრძნობა.


- ქალში?
- წესიერება, ოღონდ არა - ტრადიციული გაგებით.


- საყვარელი მწერლები....
- უილიამ შექსპირი და კონსტანტინე გამსახურდია. ოღონდ არა იმიტომ, რომ ბაბუაჩემი იყო.


- საყვარელი კომპოზიტორი...
- სერგეი რახმანინოვი.


- ფილმი?
- არ მეგულება ასეთი.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- „ზრდასრულობა გამოიხატება მაშინ, როცა ხვდები, რომ სამყაროს შენ მიმართ წინასწარ განზრახული დამოკიდებულება არ აქვს“ - აი, ამის მიხვედრას.

-
რა არის სამშობლო?
- სამშობლოს რაც შეეხება, ჩემთვის, გარკვეულწილად, ეს პირობითი ცნებაა, რადგან თავი საკმაოდ ჩამოყალიბებულ მსოფლიო მოქალაქედ მიმაჩნია. მეტიც, ვფიქრობ, რომ თვითონ ადამიანად ყოფნაა, ასე ვთქვათ, სიზმრის ნაწილი. სამშობლო ჩვენი საარსებო არეალია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და უკეთესი დავტოვოთ, ვიდრე ჩვენს მოსვლამდე იყო.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- არ მახსენდება.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- შეცდომის, რომელმაც შეიძლება, სხვა ადამიანს ზიანი მიაყენოს.

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით...
- არც ერთი.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სულ ერთია.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- არ მჯერა არსების, სახელად - ღმერთი. ყველაზე კარგად ამ დამოკიდებულებას გადმოვცემ ყურანის სიტყვებით, რომ „ალაჰი თქვენთან უფრო ახლოა, ვიდრე თქვენი საძილე არტერია“. შესაბამისად, როგორ შეიძლება შევხვდე მას, ვინც ისედაც და ყოველთვის ჩემთანაა.



ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია.


 







დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?