ისე, როგორც ვერ წარმოვიდგენ...

ზეპირი ანკეტა

30 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მსახიობი და დრამატურგი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სიმშვიდე და ცოდნა იმისა, რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანი კარგად არის.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ახლა...


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ხელოვნების ნაწარმოებს შეუძლია, ამატიროს ხოლმე... ბოლოს როდის ვიტირე, არ მახსოვს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მეოცნებე ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
-  არ შემიძლია გეგმურობა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ჩემთვის „კუმირია“, რა თქმა უნდა, მეტსახელიდან გამომდინარე - „ჩე გევარა“, თუმცაღა, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე - ვერ ვაიგივებ თავს.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ალბათ, ადამიანები, ვინც, მიუხედავად მსოფლიოს ძალიან ბევრი ცდუნებისა, ექციათ „ცუდებად“, ახერხებენ, დარჩნენ მარტივ, კეთილ და უბრალო ადამიანებად.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ალბათ, ბავშვობისდროინდელი მხატვრული გმირები, რომლებიც დღემდე ხატებად შემოგვრჩნენ. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთია ეთელ ლილიან ვოინიჩის „კრაზანა“.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- წელს მქონდა იტალიაში, ჩემს საყვარელ ადამიანთან, ანისთან ერთად. განსაკუთრებით გამოვყოფდი ქალაქ სიენას, სადაც აუცილებლად დავბრუნდები.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ერთგულება.


- ქალში?
- ერთგულება.


- საყვარელი მწერლები?
- ჯოან როულინგი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გუსტავ მალერი.


- ფილმი?
- „სტალკერი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ამ ეტაპზე, ალბათ, საკუთარ თავს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ურთიერთობები.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- იმ ხალხის ერთიანობა, რომლებთანაც მაკავშირებს სიყვარული, ტკივილი, სიხარული  და მთელი ჩემი წარსული.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არ მაქვს ასეთი თარიღი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიცარიელის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, როგორც ვერ წარმოვიდგენ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- გმადლობ.





ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია


 









დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?