- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, სრულყოფილი და ღირსეული ოჯახი.
- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- წეღან, აქ რომ მოვედი...
- ბოლოს როდის იტირეთ?
- ბოლოს როდის ვიტირე, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, ის დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს თავზე და ჩემს გრძნობებზე არასდროს ვტირი, უფრო სხვა რომ შემეცოდება და გული ამიჩუყდება, იმ შემთხვევაში თუ ვიტირებ.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- სიჯიუტე და მიზანდასახულობა. თუკი მიზნად რაიმე დავისახე, ადრე თუ გვიან, მას აუცილებლად შევასრულებ.
- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ზედმეტად ვენდობი ადამიანებს.
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ამ თემაზე არ მიფიქრია. თავს ვერავისთან გავაიგივებ, რადგან ისტორიული ფიგურები იმდენად დიდ და ღირსეულ საქმეს აკეთებდნენ, რომ მათთან ნამდვილად ვერ მივალ.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ის ადამიანები, ვინც კაცობრიობისთვის კეთილი საქმის კეთებას ემსახურებიან. ისინი, ვინც ადამიანების ინტერესებს იცავენ.
- თქვენი მხატვრული გმირები?
- ალუდა ქეთელაური.
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ძირითადად, მოგზაურობა მიწევს ხოლმე შეჯიბრებების გამო და ქალაქების დათვალიერების დრო ნაკლებად მაქვს. ტურისტად კი საფრანგეთში ვიმოგზაურე, ვნახე ღირსშესანიშნავი ადგილები და პატარა თავგადასავლებიც გადამხდა. ამიტომ საფრანგეთში მოგზაურობა ყველაზე კარგად მახსენდება.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ღირსება და როცა მისი საქციელი სიტყვებს შეესაბამება.
- ქალში?
- ქალში უბრალოება და წესიერება მხიბლავს.
- საყვარელი მწერლები?
- ახლა წიგნის კითხვის დრო ხშირად არ მაქვს, თუმცა ჩემი საყვარელი მწერალია ვაჟა ფშაველა.
- საყვარელი კომპოზიტორი?
- კლასიკურ ნაწარმოებებს ხშირად ვუსმენ. კომპოზიტორებიდან ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს გამოვარჩევდი.
- ფილმი?
- ფილმის გამოყოფა მიჭირს... ძირითადად, ისტორიული და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმები მიყვარს.
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- სპორტულ კარიერაში, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები, ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევაა. ცხოვრებისეულადაც ეს ერთ-ერთი წარმატებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არც ერთს.
- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო ძალიან მიყვარს! ჩემთვის სამშობლო ჩემი ძვირფასი ადამიანები არიან.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ღმერთის.
- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერება...
- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- კარგი ბიჭი ხარ!