თქვენი ენერგეტიკა თქვენი კალიგრაფიის მიხედვით

FUN-ტესტი

27 აპრილი 13:00, 2018 წელი

კალიგრაფიას ადამიანის დახასიათებისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გსურთ, მეტი შეიტყოთ საკუთარ თავზე? მაშინ დაწერეთ ფურცელზე რამე წინადადება და დააკვირდით საკუთარ ხელწერას.

სწრაფი, გაშლილი ნაწერი
ამგვარი კალიგრაფია აქტიურ და მიზანდასახულ ადამიანებს აქვთ. მათ ზუსტად იციან, რა სურთ ცხოვრებისგან და ენერგია მიზნის სწრაფ მიღწევაში ეხმარებათ. როგორც წესი, ამგვარ ადამიანებს დადებითი ენერგეტიკა გააჩნიათ: შინაგანი ძალა და თავდაჯერებულობა მოშურნეებისა და მტრების უარყოფითი ზემოქმედებისგან მათ კარგ დაცვას უზრუნველყოფს.


ძლიერი მხარეები: სხვა ადამიანებზე კარგი გავლენა. თავისი ენერგიის გაცემა საკუთარი ბიოველის დაუზიანებლად.


სუსტი მხარეები: აუხდენელი ოცნებები და ცხოვრებისეული ორიენტირების დაკარგვა მათ ენერგეტიკულ ველს ასუსტებს და მორალურ ძალებს ართმევს.


სწორი ნაწერი
ამგვარი ხელწერის მქონე ადამიანები მუდმივი შეხედულებებითა და თვალთახედვით გამოირჩევიან. წარუმატებლობის შემთხვევაში ისინი სწრაფად აღიდგენენ სულიერ წონასწორობას და მიზნისკენ მიმავალ გზას აგრძელებენ. შინაგანი ღერძი და შეურყეველი პრინციპები მათ ენერგეტიკას ამაგრებს, ამიტომაც მათი ბიოველი  უკუაგდებს უიღბლობასა და წარუმატებლობას. მათთვის ენერგეტიკული დარტყმის მიყენება თითქმის შეუძლებელია.


ძლიერი მხარეები: სტრესისადმი მდგრადობა. პრობლემების დაძლევისა და შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნების უნარი.


სუსტი მხარეები: მათთვის ყველაზე მთავარი დარტყმა ახლობელი ადამიანის ღალატია. ამგვარი დარტყმა უარყოფითად მოქმედებს მათ ენერგეტიკაზე და ბიოველის აღდგენასაც დიდი დრო სჭირდება.


მარცხნივ ძლიერ დახრილი ნაწერი
წერის ამგვარი მანერა გრძნობებისა და ემოციების გონზე აღმატებას მიანიშნებს. მისი მფლობელი ვითარებასთან შეუსაბამოდ მოქმედებს. დახრილი ხელწერის მფლობელს რთული ვითარებებიდან თავის დაღწევის დიდი უნარი გააჩნია. ამას ემატება ეგოიზმი და ხშირად თავშეუკავებლობაც. ენერგეტიკა დიდადაა დამოკიდებული ემოციაზე - დადებითზე ანდა უარყოფითზე.


ძლიერი მხარეები: ამგვარ ადამიანს საკუთარი ემოციების შემოქმედებითი კალაპოტით წარმართვა შეუძლია. მისი ენერგეტიკა სრული და უწყვლადია. მისი კეთილი ზემოქმედება ახლობელი ადამიანების მიერაც შეიგრძნობა.


სუსტი მხარეები: უარყოფითი ემოციების სიჭარბე აუარესებს ენერგეტიკას, ხოლო უზომო ეგოიზმი ენერგეტიკული ვამპირიზმის  პროვოცირებას იწვევს.


ჩახვეული ნაწერი
ამგვარი კალიგრაფია არასტანდარტულ ბუნებას ასახავს, რომელიც კარგად შეიგრძნობს გარე სამყაროს და ხელოვნების სილამაზეს. წინა ტიპის მსგავსად ძლიერ ემოციურია, მაგრამ ეს ემოცია უფრო შემოქმედებითი კუთხით არის წარმართული. ამ ადამიანებს დადებითი, მაგრამ მოწყვლადი ენერგეტიკა აქვთ: საგნებს რაციონალურად ვერ უყურებენ, ზედმეტად მიმნდობები არიან და ამის გამო ენერგეტიკული დარტყმებისთვის კარგ მიზანს წარმოადგენენ.


ძლიერი მხარეები:  შთაგონების უნარი. თავისი ენერგიის ადამიანებისთვის, სამუშაოსა და შემოქმედებისთვის გაცემა.


სუსტი მხარეები: ნებისმიერი წარუმატებლობა ანდა პრობლემა ამგვარი ადამიანების მიერ ძალიან მწვავედ აღიქმება, ხოლო ენერგეტიკულ ვამპირთა ურთიერთობა მასში, სულიერ ძალებს მთლიანად ართმევს.


წვრილი ნაწერი
ხელწერის ამგვარი ტიპი გაწონასწორებულ და პედანტურ ადამიანებს აქვთ, რომელთაც მოულოდნელი ემოციური აფეთქებები ახასიათებთ. ამგვარი ადამიანები სამუშაოს პასუხისმგებლობით უდგებიან და წარმატებებსაც აღწევენ. მაგრამ პრობლემების შემთხვევაში შეიძლება ხელები დაუშვან და საკუთარ თავში ჩაიკეტონ. მათ მდგრადი დადებითი ენერგეტიკა აქვთ, რომელიც სტრესულ ვითარებებში ტრანსფორმირდება.


ძლიერი მხარეები: მოთმინება და სამყაროზე ფხიზელი შეხედულება, რაც მათ ენერგეტიკულ ველს აძლიერებს. ეს კი, თავის მხრივ, მათ ცხოვრებისეულ წარმატებებზე აისახება.


სუსტი მხარეები: სუსტი სულიერი ორგანიზაცია. ემოციური არასტაბილურობის დროს ამგვარ ადამიანებზე ენერგეტიკული დარტყმები ხორციელდება.

წყარო
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ძალიან მაგარი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით. 
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.
დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ულვაშიანები უულვაშოდ

აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტალინი ან ლენინი მათთვის ასე დამახასიათებელი ულვაშების გარეშე... თუმცა იყო დრო, როცა ეს ცნობილი ულვაშიანებიც იპარსავდნენ ულვაშს და სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?