Fun-ტესტი

ტესტი - გაარკვიეთ თქვენი მენტალური ასაკი

fun time

18:05 პარ. 12 სექტემბერი

ტესტი - გაარკვიეთ თქვენი
მენტალური ასაკი

14
დაკოპირებულია

თუ გსურთ, გაიგოთ, რამდენად შეესაბამება თქვენი მენტალური (გონებრივი) ასაკი თქვენს ფიზიოლოგიურ ასაკს, მაშინ შეეცადეთ, კითხვებს გულწრფელად უპასუხოთ, რათა ზუსტი შედეგი მიიღოთ.

 

როგორ რეაგირებთ გეგმის მოულოდნელ ცვლილებაზე?

ა) მშვიდად, გეგმის შეცვლა ყოველთვის შეიძლება.

ბ) ამას გამოწვევად აღვიქვამ და შეგუებას ვცდილობ.

გ) ცოტა ვღიზიანდები, მაგრამ სწრაფად ვპოულობ ახალ გეგმას.

დ) ვღიზიანდები და მირჩევნია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს.

ე) პანიკაში ვარ, ცვლილებები მაშინებს.


2. რა როლს ასრულებენ მეგობრები თქვენს ცხოვრებაში?

ა) მეგობრები ჩემი მეორე ოჯახია. ერთმანეთთან თითქმის მუდმივი კავშირი გვაქვს.

ბ) მეგობრები მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პირადი სივრცეა.

გ) მყავს რამდენიმე ახლო მეგობარი, ეს ჩემთვის საკმარისია.

დ) ბევრი მეგობარი არ მყავს. ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით, მაგრამ კავშირს ვინარჩუნებთ.

ე) ურთიერთობა არც ისე მნიშვნელოვანია, თავს მარტოც კომფორტულად ვგრძნობ.


3. პრობლემების გადაჭრის რომელი მიდგომა უფრო მოგწონთ?

ა) პრობლემები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ამოცანები, რომლებიც უნდა გადაიჭრას.

ბ) ვაანალიზებ სიტუაციას და ყველაზე ეფექტურ გზას ვირჩევ.

გ) ზოგჯერ იმედი მაქვს, რომ პრობლემა თავისით მოგვარდება.

დ) ვცდილობ, პრობლემები თავიდან ავიცილო, არ მიყვარს უსიამოვნებები.

ე) პრობლემებს სხვებს გადავულოცავ, დამოუკიდებლად მოქმედება მიჭირს.


4. საკუთარ გარეგნობას როგორ აღიქვამთ?

ა) მიყვარს ექსპერიმენტები და სტილს ხშირად ვიცვლი.

ბ) მოდა და სტილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვირჩევ იმას, რაც ამა თუ იმ შემთხვევას შეესაბამება.

გ) ჩემი სტილი კომფორტული და ცოტა კონსერვატიულია, სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია.

დ) სტილზე დიდად არ ვფიქრობ, მთავარია, რომ ის კომფორტული იყოს.

ე) გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და დიდ დროს არ ვუთმობ.


5. ახალ ტექნოლოგიებზე რა აზრის ხართ?

ა) ყოველთვის ვცდილობ, სიახლეებს ფეხი ავუწყო.

ბ) ახალ ტექნოლოგიებს მაშინ ვეუფლები, თუ ეს სამსახურისთვის ან ცხოვრებისთვის აუცილებელია.

გ) მხოლოდ იმას ვიყენებ, რაც ნამდვილად მჭირდება.

დ) ახალ ნივთებთან შეგუება მიჭირს, უპირატესობას ძველ ჩვევებს ვანიჭებ.

ე) ტექნოლოგიები არ მომწონს, ცხოვრებაში უსარგებლოდ მიმაჩნია.


6. რომელი აქტივობა განიჭებთ ყველაზე მეტ კმაყოფილებას?

ა) ექსპერიმენტები, შემოქმედება, ახალი გატაცება.

ბ) მიზნების მიღწევა, პროექტებზე მუშაობა, თვითგანვითარება.

გ) საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენება ან წიგნების კითხვა.

დ) მედიტაცია, ანალიზი, წარსულის გახსენება.

ე) საოჯახო საქმეები.


7. როგორ გირჩევნიათ თავისუფალი დროის გატარება?

ა) მეგობრებთან შეხვედრა, აქტიური დასვენება, მოგზაურობა.

ბ) თვითგანვითარება, სპორტი, ახალი ცოდნის მიღება.

გ) მშვიდი ოჯახური საღამოები ან სეირნობა.

დ) განმარტოება და საყვარელი საქმე.

ე) სახლში დასვენება და საოჯახო საქმეები.


8. რა გაძლევთ სტიმულს?

ა) ახალი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობა.

ბ) ამბიციური მიზნები და აღიარება.

გ) მომავლის რწმენა, სტაბილურობა და უსაფრთხოება.

დ) შინაგანი სიმშვიდისა და ბალანსის შენარჩუნება.

ე) სითბო, საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა და მყუდრო ცხოვრება.


9. სტრესულ სიტუაციებს როგორ აღიქვამთ?

ა) მათ პიროვნული ზრდის შესაძლებლობად აღვიქვამ და ენერგიით ვიმუხტები.

ბ) ვუმკლავდები, რადგან რთული სიტუაციებისთვის სამოქმედო გეგმა მაქვს.

გ) სტრესი მაწუხებს, მაგრამ ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო.

დ) სტრესი მაშინებს და ძალების აღდგენას მაიძულებს.

ე) ვცდილობ, თავი ავარიდო ყველაფერს, რამაც შეიძლება სტრესი გამოიწვიოს.


10. როგორია თქვენი დამოკიდებულება სწავლის მიმართ?

ა) სწავლა მსიამოვნებს და მუდმივად ახალი ცოდნის მიღებას ვცდილობ.

ბ) ვსწავლობ, თუ ეს ჩემს კარიერას ან პირად მიზნებს სჭირდება.

გ) ახალს იშვიათად ვსწავლობ, უპირატესობას უკვე აღიარებულ მეთოდებსა და ცოდნას ვანიჭებ.

დ) სწავლა არ მსიამოვნებს, უპირატესობას ჩვეულ საქმეებს ვანიჭებ.

ე) ვფიქრობ, რომ საკმარისი ცოდნა მივიღე, სწავლას აზრი აღარ აქვს.

შედეგების გამოთვლა:

დათვალეთ რამდენჯერ აირჩიეთ თითოეული პასუხის ვარიანტი: ა, ბ, გ, დ, ე.

თუ "ა" პასუხი ჭარბობს — ფსიქოლოგიური ასაკი: 18-25 წელი

ენერგიული, აქტიური, ახალი გამოცდილებისა და სასიყვარულო ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი ხართ. შინაგანი ახალგაზრდობა, სპონტანურობა და მოქნილობა თქვენი ძლიერი მხარეა. მზად ხართ რისკზე წახვიდეთ და სამყარო ღია გულით შეისწავლოთ.

თუ "ბ" პასუხი ჭარბობს — ფსიქოლოგიური ასაკი — 26-35 წელი

ამბიციური ადამიანი ხართ, რომელიც პიროვნული განვითარებისა და მიზნების მიღწევისკენ ისწრაფვის. მკაფიო წარმოდგენა გაქვთ საკუთარ სურვილებზე და აფასებთ წონასწორობას კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის. გადაწყვეტილი გაქვთ წარმატების მიღწევა და ამისთვის საკუთარი უნარების მაქსიმალურად გამოყენება.

თუ "გ" პასუხი ჭარბობს — ფსიქოლოგიური ასაკი: 36-50 წელი

ბრძენი ადამიანი ხართ, რომელიც სტაბილურობას და მომავლის ნდობას აფასებს. კომფორტი, ოჯახი და ჰარმონია თქვენი პრიორიტეტებია. თქვენ გამოცდილება დააგროვეთ და იცით, როგორ გამოიყენოთ ის შინაგანი ჰარმონიისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად.

თუ "დ" პასუხი ჭარბობს — ფსიქოლოგიური ასაკი: 51-65 წელი

უპირატესობას სტაბილურობას, ტრადიციებს და მოზომილი ცხოვრების წესს ანიჭებთ, რომელიც შინაგან ბალანსსა და წონასწორობაზეა ორიენტირებული. თქვენთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე და კომფორტი.

თუ "ე" პასუხი ჭარბობს — ფსიქოლოგიური ასაკი: 66+ წელი

თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიბრძნე და სიმშვიდეა. ბედნიერებისთვის ცოტა გყოფნით და ზედმეტ სტრესს თავს არიდებთ. სიმშვიდისა და სტაბილურობის წუთებით ტკბებით და ორიენტირებული ხართ სახლის კომფორტსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენ ფიგურას ხედავთ?

ტესტი გამოცანა

ტესტი — ადვილად ენდობით თუ არა ადამ...

ტესტი — ადვილად ენდობით თუ
არა ადამიანებს?

ფსიქოლოგიური ტესტი - რამდენად მომთმ...

რამდენად მომთმენი ხართ?

შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, წელიწადის...

წელიწადის რომელი დრო ხართ

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედუ...

FUN-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი — ამოხსენით თქვე...

ფსიქოლოგიური ტესტი —
ამოხსენით თქვენი
პიროვნების საიდუმლო

რა ფერის ვარ შენთვის? — იკითხეთ და...

What color am I?

ჩაიხედეთ საკუთარ თავში - ფსიქოლოგიუ...

ჩაიხედეთ საკუთარ თავში -
ფსიქოლოგიური ტესტი

რომელია ბედნიერი ოჯახი?

ტესტი - ოჯახი