კარალიოკის მურაბა
13:53 სამ. 15 ოქტომბერი
კარალიოკი შემოდგომის გემრიელი და სასარგებლო ხილია, რომელიც უამრავ ვიტამინს და მინერალს შეიცავს. ბევრმა არ იცის, რომ ამ ხილისგან უგემრიელესი მურაბა მზადდება, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში შემოდგომის მზიან დღეებს გაგახსენებთ.
საჭირო პროდუქტი:
- კარალიოკი – 1 კგ.
- შაქარი - 1 კგ.
- წყალი - 2 ჩაის ჭიქა
- ლიმონმჟავა - 1/2 ჩ.კ.
- ვანილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
1. კარალიოკი გარეცხეთ და ფიგურული დანის დახმარებით მომცრო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
2. მოხარშეთ სიროფი - ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ წყალი, ცეცხლზე დადგით და სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ.
3. როგორც კი სიროფი ადუღდება, დაუმატეთ კარალიოკი და ზომიერ ცეცხლზე 50 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
ხარშვის დროს წარმოიქმნება ქაფი, რომელიც უნდა მოაცილოთ. ხარშვის დასრულებამდე მურაბას დაუმატეთ ლიმონმჟავა და ვანილი და კიდევ 10 წუთი ხარშეთ.
4. ცხელი მურაბა წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით, თავზე სტერილური, ხრახნიანი თავსახურები დაახურეთ და გააგრილეთ.
გემრიელად მიირთვით!
აქვე წაიკითხეთ:
როგორ ხდება ქილების სტერილიზაცია ღუმელში
როგორ შეიძლება მურაბების მომზადება მარტივად - რეცეპტები სხვადასხვა ხილით
სიახლეები ამავე კატეგორიიდან