დესერტი

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი ჩირით

fun time

14:23

საშობაო კექსი

14
დაკოპირებულია

ეს რეცეპტი ისეთივე საოცარია, როგორც შობის წინა განწყობა და მოლოდინი! თხილით და ჩირით სავსე, გემრიელი და სურნელოვანი კექსი ძალიან მარტივად მზადდება! მას შობამდე 3-4 კვირით ადრე აცხობენ, რადგან მისი გემოს დიაპაზონი მხოლოდ ხანგრძლივი დაძველების შემდეგ ვლინდება. 

 

რაც უფრო მეტი სახეობის ჩირს მოიმარაგებთ, კექსი მით უფრო ფერადი და საინტერესო იქნება. ეს ჯადოსნური კექსი თქვენს სახლს უჩვეულო არომატებით აავსებს და შობის განწყობას შექმნის.

საჭირო პროდუქტი:

  • ჩირი - 650 გ (გარგარი, ქლიავი, ქიშმიში, ხმელი მოცვი, ალუბალი)
  • თხილეული - 150 გ (თხილი, ნუში, კეშიუ)
  • ფქვილი - 250 გ
  • ყავისფერი შაქარი - 250 გ
  • კარაქი - 250 გ
  • კვერცხი - 4 ც
  • თაფლი - 1 ს.კ.
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
  • 1 ცალი ფორთოხლის ცედრა
  • სანელებლები: ჯანჯაფილი - 1 ჩ/კ დარიჩინი - 1/2 ჩ.კ., მუსკატის კაკალი, მიხაკი, მწიკვი მარილი.

ჩირეული ცხობის დაწყებამდე 4-5 დღით ადრე, რომში ან კონიაკში ჩაალბეთ. ცხობის დაწყების წინ კონიაკი გადაღვარეთ და ჩირი დიდ ნაჭრებად დაჭერით.

თხილიც ასევე, მსხვილად უნდა დაჭრათ.

დარბილებული კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ თაფლი, და კვერცხები სათითაოდ, ყოველ ჯერზე აურიეთ.

გაცერით ფქვილი, დაამატეთ სანელებლები და გამაფხვიერებელი. ცომს დაუმატეთ ჩირი, ფორთოხლის ცედრა და თხილი და ყველაფერი კარგად აურიეთ.

საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ცომი მოათავსეთ.

კექსის ცომი 140°-მდე გახურებულ ღუმელში შედგით და 2 საათი განმავლობაში აცხვეთ. ამის შემდეგ ტემპერატურა 130°-მდე შეამცირეთ და კიდევ ერთი საათი გააგრძელეთ ცხობა. ცხობის მეორე ნახევარში კექსს ალუმინის საცხობი ფირი (ფოლგა) დააფარეთ.

კექსი ფორმაში მთლიანად უნდა გაცივდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ.⠀

ახლა კი ყველაზე მთავარი 👉 გამომცხვარი და გაციებული კექსი ჯერ ალკოჰოლში დასველებულ დოლბანდში გაახვიეთ, შემდეგ საცხობ ქაღალდში, ბოლოს „ფოლგაში“ და გრილ ადგილზე მოათავსეთ. კვირაში ერთხელ კექსი გახსენით, დოლბანდი ალკოჰოლში ისევ დაასველეთ და ისევ გაახვიეთ. სპირტის ნუ შეგეშინდებათ. კექსის „მომწიფების“ პერიოდში ალკოჰოლი აორთქლდება და მხოლოდ სასიამოვნო არომატს დატოვებს.

დღესასწაულამდე ორი დღით ადრე კექსს შეფუთვა მოხსენით და გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვარელი საშობაო დესერტი

საშობაო ორცხობილა - მარტივი რეცეპტი

საშობაო კექსი კონიაკით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა

უნაზესი ალუბლის ტარტი - გემო, რომელ...

ალუბლის ტარტი