ნუთელა სახლის პირობებში
14:21 შაბ. 2 ნოემბერი
ეს უგემრიელესი თხილისა და შოკოლადის კარაქი დიდებსაც მოსწონთ და პატარებსაც. მისი გამოყენება შეგიძლიათ კრეპებში და ნამცხვრებში ან ცალკე დესერტად. გამოცადეთ ჩვენი შემოთავაზებული ნუთელას რეცეპტი და მარტივად მოამზადეთ სახლში.
საჭირო პროდუქტი:
- რძე – 500 მლ.
- ფქვილი – 2 სუფრის კოვზი,
- შაქარი – 1 ჭიქა
- კარაქი – 60 გრ.
- კაკაო – 2 სუფრის კოვზი
- თხილი – 0,5 ჭიქა
- ვანილი
მომზადების წესი:
შაქარი, ფქვილი და კაკაო ერთმანეთში კარგად აურიეთ. დაამატეთ დაახლოებით 50 მლ. რძე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამის შემდეგ დარჩენილი რძე დაუმატეთ და ისევ აურიეთ.
მიღებული მასა სქელძირიანი ქვაბით დაბალ ცეცხლზე დაადგით და მუდმივად ურიეთ. როგორც კი ზედაპირზე ბუშტები გამოჩნდება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.
ოდნავ მოხალული თხილი რაც შეიძლება წვრილად გახეხეთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზი, არაქისი და ა.შ). გახეხილი თხილი და კარაქი დაუმატეთ კრემს და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. კრემი გააგრილეთ და მაცივარში შედგით.
სულ ეს არის.
გემრიელად მიირთვით!
კარამელის კრემი - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ
შეიძლება თუ არა შოკოლადის ჭამა, თუ მასზე თეთრი ნადები გაჩნდა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან