შეიძლება თუ არა შოკოლადის ჭამა, თუ მასზე თეთრი ნადები გაჩნდა?
16:00 ორშ. 4 ოქტომბერი, 2021 წელი
ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გვქონია შემთხვევა, როცა ახლად ნაყიდი შოკოლადის ფილა გაგვიხსნია და ის მთლიანად თეთრი ნადებით ყოფილა დაფარული. ჩვენ აგიხსნით, შეიძლება თუ არა ასეთი შოკოლადის ჭამა და რა არის ნადების გაჩენის მიზეზი...
თავიდანვე გეტყვით, რომ ეს თეთრი ნადები ობი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, არც უხარისხობისა თუ სიძველის ნიშანია და ჯანმრთელობისთვისაც სრულიად უვნებელია.
თეთრი ნადების გაჩენის მიზეზი
თუ შოკოლადი მაღალ ტემპერატურასა და ნესტიან ადგილზე მოხვდა და ცოტა გალღვა, ამ დროს პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი კაკაოს ცხიმები და თხილის ცხიმები (თხილიან შოკოლადში) ზედაპირზე ამოდის, შემდეგ კი, როცა შოკოლადს გრილ ადგილზე გადაიტანენ, ცხიმის კრისტალები „თეთრ ლაქებად“ შრება.
ცნობისთვის - კაკაოს ცხიმები +32 ტემპერატურაზე ლღვება.
სხვათა შორის, თეთრი ნადები იმის დასტურია, რომ პროდუქტი ნატურალურია.
თუ შოკოლადი, ვთქვათ, ერთი თვე თაროზე დევს და ნადები არ გაუჩნდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ პროდუქტში კაკაოს ცხიმი სხვა მცენარეული ცხიმით არის ჩანაცვლებული.
მწარმოებლებმა ბოლო დროს თხილიან შოკოლადში თეთრი ნადების თავიდან ასაცილებლად ასეთი ტექნოლოგია შეიმუშავეს: თხილის ყოველ მარცვალს უნაზეს კარამელში ავლებენ. ეს გემოს არ ცვლის, სამაგიეროდ კაკაოს ცხიმებს ზედაპირისკენ გზას უბლოკავს.
ასე რომ, შეგიძლიათ, საყვარელი ტკბილეული, თუნდაც თეთრი ნადებით, მშვიდად მიირთვათ, თუ, რა თქმა უნდა, ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადა ამოწურული არ არის და გახსოვდეთ:
შოკოლადის ვადა, საშუალოდ, ნახევარი წელია, ძვირად ღირებული ბრენდებისა კი, რომლებიც ნაღებს შეიცავს - რამდენიმე დღე. სახლის პირობებში, გირჩევთ, მაცივარში შეინახოთ, განსაკუთრებით - ზაფხულში.
ახლა კი რამდენიმე საინტერესო ფაქტი შოკოლადის მოყვარულთათვის
არსებობს 4 სახის შოკოლადი: შავი, თეთრი, რძიანი და ჟღალი.
შოკოლადი უფრო ძლიერ გულისცემას იწვევს, ვიდრე კოცნა.
რძიანი შოკოლადი მუშაობის დროს საუკეთესო ენერგეტიკია.
11 ივლისი შოკოლადის დღეა - ის ფრანგებმა 1995 წელს დააწესეს.
შოკოლადის ყველაზე დიდი მომხმარებლები შვეიცარიელები არიან - იქ ერთი ადამიანი წელიწადში, დაახლოებით, 11 კგ. შოკოლადს მიირთმევს.
შოკოლადმა შეიძლება ძაღლი გააგიჟოს ან მოკლას.
შოკოლადის ფილას შეუძლია ქოლესტერინის დონისა და გულის დაავადებების რისკის შემცირება.
შოკოლადი აძლიერებს იმუნიტეტს და მშვენიერი პროფილაქტიკური საშუალებაა გრიპისა და გაციების წინააღმდეგ.
🔰:
ამის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა, შოკოლადი ტკბილი აღარ გეჩვენოთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან