დესერტი

შოკოლადის ლავა - 20 წუთში მოამზადებთ!

fun time

14:00 ხუთ. 11 მარტი, 2021 წელი

ლავა ქეიქი მარტივი
რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ამ წარმოუდგენლად გემრიელი ფრანგული დესერტის მომზადებას საათობით სამზარეულოში ტრიალი, მიქსერის გუგუნი და ღუმელთან დგომა არ სჭირდება. ხელმისაწვდომი ინგრედიენტები, 20 წუთი და ოჯახის წევრებს ნამდვილი სამეფო დესერტით გააკვირვებთ. 

საჭირო პროდუქტი 8 პორციისთვის:

შოკოლადი - 200 გრ

კარაქი - 160 გრ

კვერცხი - 4 ცალი

შაქარი - 120 გრ

ფქვილი - 100 გრ

კაკაო - 20-30 გრ., გასაფორმებლად.

მომზადების წესი:

1. შავი შოკოლადი დატეხეთ და, 150 გრამ კარაქთან ერთად, წყლის აბაზანაზე გაადნეთ. პერიოდულად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ; (ცოტა კარაქი მოიტოვეთ ფორმების კედლებზე წასასმელად).

2. სანამ შოკოლადი დნება, თავად შეგიძლიათ ფორმები მოამზადოთ (შეგიძლიათ მრგვალი კექსის ფორმები გამოიყენოთ). თითოეულ ფორმას შიდა მხრიდან დარბილებული კარაქი წაუსვით და კაკაო მოაფრქვიეთ;

3. საშუალო ზომის ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ნელ-ნელა დაუმატეთ გაგრილებული გამდნარი შოკოლადი და გაცრილი ფქვილი. მასას კარგად მოურიეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება (მიქსერი არ დაგჭირდებათ).

4. გადაიტანეთ ცომი ფორმებში და 2/3-ზე შეავსეთ. მაფინები გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში;

5. მზა მაფინები ოდნავ გააცივდეთ და ფრთხილად გადმოიღეთ თეფშზე. თავზე კაკაო მოაფრქვიეთ და სუფრასთან ცხელი მიიტანეთ - იდეალურია ნაყინთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი