დესერტი

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუთში

fun time

15:12 პარ. 29 აგვისტო

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

14
დაკოპირებულია

თუ რაჰათლუკუმი (თურქ. Rahat Locum) გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა! სულ რაღაც 15 წუთი, ყველაზე უბრალო ინგრედიენტები და იდეალური თურქული დესერტი მზადაა. 

საჭირო პროდუქტი:

  • წყალი – 380 მლ.
  • შაქარი – 300 გრ.
  • ფორთოხლის წვენი – 250 მლ.
  • სიმინდის სახამებელი – 140 გრ.
  • ლიმონის წვენი – 3 ს.კ.

მოსაფრქვევად:

  • სიმინდის სახამებელი – 3 ს.კ.
  • შაქრის პუდრა – 1 ს.კ.

მომზადების წესი

ქვაბში ჩაასხით 380 მლ. წყალი და 250 მლ ხილის ან კენკრის წვენი (ამ შემთხვევაში - ფორთოხლის წვენი).
დაამატეთ 300 გრ. შაქარი და 140 გრ. სიმინდის სახამებელი.

ყველაფერი კარგად აურიეთ და ცეცხლზე დადგით. მუდმივად მორევით ხარშეთ, სანამ მასა არ გასქელდება.

როგორც კი მასა წამოდუღდება და გასქელდება, მაშინვე 3 ს.კ. ლიმონის წვენი დაამატეთ. ხარშვა დაბალ ცეცხლზე, მუდმივად მორევით გააგრძელეთ, სანამ მასა წებოვანი არ გახდება და ფერს არ შეიცვლის – ამას, დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება.

ცხელი ხილის მუსი ცეცხლიდან გადმოიღეთ და სასურველ ფორმაში ჩაასხით, რომელსაც წინასწარ წყალს აპკურებთ. მასა სწრაფად უნდა გაასწოროთ, რადგან ძალიან სწრაფად ცივდება.

რახათ-ლუქუმი გასაგრილებლად ოთახის ტემპერატურაზე, დაახლოებით 1 საათით დატოვეთ.

ცალკე ჯამში 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი და 1 ს.კ. შაქრის პუდრა აურიეთ.

როცა რაჰათლუკუმი გაცივდება, სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით და სახამებელსა და შაქრის პუდრაში ამოავლეთ.

გემრიელად მიირთვით! 🍬☕

***

წითელი ოსპის წვნიანი - თურქული მერჯიმეკ ჩორბასის მარტივი რეცეპტი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფორმის მინის ჭიქებიდან?

ფორთოხლის კექსი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი