დესერტი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და სასარგებლო

fun time

16:31 ორშ. 29 ივლისი

ჟოლოს უშაქრო მურაბა

14
დაკოპირებულია

ადრე, როცა შაქარი არ იშოვებოდა ან ძალიან ძვირი ღირდა, ჩვენი დიდი ბებიები მშვენივრად ახერხებდნენ უშაქროდ სხვადასხვა ნუგბარის მომზადებას. ახლა შაქარი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნება, რაც ნაკლებს მოვიხმართ. ჩვეულებრივ მურაბაში შაქარი კონსერვანტის ფუნქციას ასრულებს, ამიტომ უშაქრო მურაბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტერილური ქილების და ხუფების გამოყენება, რათა მურაბა დიდხანს შევინახოთ. 

 

ჟოლოს უშაქრო მურაბის მომზადების წესი:

ჟოლოს ყუნწები მოაცილეთ, მაგრამ არ გარეცხოთ, რომ წვენი არ დაიკარგოს.

წინასწარ გასტერილიზებული ქილები ყუნწებდაცლილი ჟოლოთი შეავსეთ და დიდ ქვაბში ჩადგით, რომელსაც ძირზე ტილო აქვს ჩაფენილი. ქვაბი წყლით ისე შეავსეთ, რომ ქილებს შუამდე მისწვდეს და დაბალ ცეცხლზე დადგით.

როდესაც წყალი გაცხელდება, კენკრა წვენს გამოყოფს და ზომაში შემცირდება, ამიტომ შეგიძლიათ ქილებს ჟოლო დაამატოთ.

როცა ჟოლო მთლიანად წვენით დაიფარება, ქილებს ხუფები დააფარეთ და ნახევარი საათის განმავლობაში გაასტერილეთ. გაითვალისწინეთ, რომ სტერილიზაციის დრო წყლის ადუღების წუთიდან უნდა აითვალოთ.

მზად იყავით, რომ ასე მომზადებული მურაბა სქელი კონსისტენციის არ იქნება. სქელი კონსისტენციის მისაღებად მულტისახარში ქვაბი დაგჭირდებათ, სადაც კენკრას სასურველი სისქის მიღებამდე ხარშავთ და შემდეგ 20-30 წუთის განმავლობაში გაასტერილებთ. პროცესიის დასრულების შემდეგ ქილები უნდა გადააბრუნოთ და შეფუთოთ.

მურაბის გასასქელებლად კიდევ ერთი ხერხი არსებობს - ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კენკრას წინასწარ დამბალი პექტინი დაუმატეთ (12 გრ 1 კგ ხილზე) და კარგად აურიეთ, რომ პექტინი თანაბრად გაიხსნას და განაწილდეს.

უშაქრო მურაბა მდიდარია ვიტამინებით და მშვენიერი დესერტია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.

აქვე წაიკითხეთ 👇

ბროწეულის ნატურალური წვენი და მურაბა

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ტოპ პროდუქტები შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

უნაზესი ალუბლის ტარტი - გემო, რომელ...

ალუბლის ტარტი

სახლის ლიმონათი პიტნით - გამაგრილებ...

სახლის ლიმონათი პიტნით