ამბები

ტოპ პროდუქტები შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის

fun time

15:48 ოთხ. 21 სექტემბერი, 2022 წელი

გლუკომეტრი

14
დაკოპირებულია

არსებობს მთელი რიგი მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის შაქრის დონის სამართავად. ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყოებია: სისხლში შაქრის შესამოწმებელი აპარატები, ინსულინის შპრიცები, კალმები და გლუკაგონის გადაუდებელი ინექციის კომპლექტები.

 

 

ეს მოწყობილობები აუცილებელია, რათა სისხლში შაქრის დონე ნორმის ფარგლებში კონტროლდებოდეს და კრიტიკული სიტუაციის შემთხვევაში ადამიანი მომზადებული იყოს.

დიაბეტის მქონე ადამიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ ყოველთვის ჰქონდეთ შაქრის გარკვეული ფორმა, იმ შემთხვევაში, თუ მათ სისხლში შაქრის დონე ძალიან დავარდება. ეს შეიძლება იყოს ტკბილეული, გლუკოზის ტაბლეტების ან შაქრის სხვა ვარიანტები.

ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ დიაბეტის სამართავად საჭირო მოწყობილობებისა და პროდუქტების ნიშან-თვისებებს:

  1. გლუკომეტრი - ეს ხელსაწყო საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ სისხლში შაქრის დონე, რათა თვალყური ადევნოთ რამდენად სწორად მიმდინაერობს თქვენი დიაბეტის მართვის გეგმა.
  2. ინსულინი - ინსულინი დიაბეტის მართვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები დღეში მინიმუმ 4-ჯერ იღებენ ინსულინს. შესაბამისად, აუცილებელია დიდი მარაგის ქონა და პაციენტი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს და თან ატაროს ინსულინის ინექცია.
  3. ინსულინის შპრიც კალამი - ეს არის თანამედროვე საშუალება, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს ცხოვრებას ძალიან უმარტივებს. მას აქვს წვრილი შპრიცი და ჩხვლეტა უმტკივნეულოა. ასევე, კალამს მოყვება თავისი დოზატორი და პაციენტს არ უწევს დოზის განსაზღვრა.
  4. ინსულინის ტუმბო, იგივე ფამფი - კიდევ ერთი თანამედროვე ვარიანტი, რომელიც ნელ-ნელა მთელს მსოფლიოში ხდება ხელმისაწვდომი. მასში განთავსებულია ინსულინის კარტრიჯი და ტუმბო აწვდის ინსულინს ორგანიზმს. აპარატი ტელეფონზე უფრო პატარა ზომისაა, რის გამოც ძალიან მოსახერხებელი და მარტივი გამოსაყენებელია. როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვეულებრივ სიტუაციაში პაციენტს მინიმუმ 4-ჯერ უწევს ინსულინის ნემსის გაკეთება, ინსულინის ტუმბოს დროს კი მან მხოლოდ 3 დღეში ერთხელ უნდა გამოცვალოს ტუმბო.
  5. გლუკოზის სენსორები - გლუკოზის გასაზომად თითში ჩხვლეტა ძალიან უსიამოვნო პროცესია, რომლის გამეორებაც პაციენტებს დღეში რამდენჯერმე უწევთ. გლუკოზის სენსორი თითში ჩხვლეტის გარეშე ზომავს შაქრის დონეს და ეს ძალიან დიდი შვებაა ადამიანისთვის. ის ელექტროდითააა კანქვეშ ჩამაგრებული და ასე ზომავს გლუკოზას ნებისმიერ დროს. სენსორი, როგორც წესი, 1-2 კვირა მუშაობს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კომპანიის ნაწარმია. ტელეფონში გადმოწერილ აპლიკაციას როცა მივიტანთ ამ სენსორთან, ეს აპლიკაცია გვიჩვენებს შაქრის დონეს.
  6. კარგად გაწერილი სამოქმედო გეგმა - ხელსაწყოები კარგია, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია პაციენტს ჰქონდეს ენდოკრინოლოგთან ერთად წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმა. ეს უნდა უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დიეტა, ვარჯიში და მედიკამენტები. გეგმის ქონა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება, უკეთ მართოს დიაბეტი.

გამოცდილი ქართველი ენდოკრინოლოგი ექიმი ნათია ვაშაყმაძე დიაბეტის მართვის სწორედ ამ მოწყობილობებს ურჩევს პაციენტებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლებელია ამ ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა მოწყობილობის ერთად გამოყენება. მაგალითად, სენსორი უკავშირდება ტუმბოს და აწვდის საჭირო ინფორმაციას - სისხლში რამდენი შაქარია, რამდენი ინსულინი მიდის.

თანამედროვე ხელსაწყოების დახმარებით პაციენტს აქვს ყველა ის საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ მარტივად დაარეგულიროს გლუკოზას დონე. საქართველოში უკვე ნელ-ნელა იწყება ტექნოლოგიების სიახლეების შემოდინება. უკვე ხელმისაწვდომია გლუკომეტრი, ინსულინის სენსორი და ა.შ.

მთავარია, რომ პაციენტი მოტივირებული იყოს და ასრულებდეს ექიმის რჩევებსა და დავალებებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ შეუძლია თქვენი VIN-ის გასუფთა...

VIN

კრიპტო ტოკენების ლისტინგი: შესასრულ...

კრიპტოვალუტა

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი -...

საქართველოს სატრანზიტო
პოტენციალი - განვითარების
და ზრდის პერსპექტივები -
„ჯიპიაი ჰოლდინგის“
მასშტაბური კონფერენცია
გადამზიდავი
კომპანიებისთვის

„ღამის სერენადები 2024“ დასრულდა

„ღამის სერენადები 2024“
დასრულდა

„ღამის სერენადებმა“ ბრაზილიური მუსი...

ღამის სერენადები

„ღამის სერენადების“ თბილისური კონცე...

ღამის სერენადები

ინსტიტუციური ინვესტორების გავლენა:...

კრიპტო

21 და 22 ოქტომბერს თბილისში ვისკის...

ვისკი

„ღამის სერენადებმა“ შშმ პირებისთვის...

ღამის სერენადები