ამბები

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები ოვაციებით გამოვლინდნენ

fun time

16:22

ამირეჯიბი

14
დაკოპირებულია

საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ და ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა რიგით XI საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის რიგით XI საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, პიანისტები გიორგი ვაჩნაძე (საქართველო/აშშ), შტეფან არნოლდი (გერმანია) და კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ლიჩელი (საქართველო).

კონკურსი 21-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ მიმდინარეობდა.
გაიმართა მოსმენები სოლო ფორტეპიანოს მიმართულებით ოთხ კატეგორიაში; საფორტეპიანო დუეტის მიმართულებით ორ კატეგორიაში.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 6-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პიანისტები.

წლევანდელ კონკურსში, ქართველი შემსრულებლების გარდა, მონაწილეობდნენ პიანისტები ჩინეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ.

მე-4 კატეგორია:

I პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 5000 ლარის ოდენობით - დათა ჩარბაძე;

II პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 3000 ლარის ოდენობით - ქეთევან ჭკადუა და გორ ბარსეგიანი (სომხეთი);

III პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით - ანა პაიჭაძე.

მე-3 კატეგორია

I პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 900 ლარის ოდენობით - არსენ კარაპეტიანი;

II პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 700 ლარის ოდენობით - ცოტნე გოგოლაშვილი;

III პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 400 ლარის ოდენობით - თინანო ღავთაძე, კესო თუთბერიძე.

დიპლომანტი - თამარ მალაღურაძე.

მე-2 კატეგორია

I პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 800 ლარის ოდენობით - აილინ კილიჩი;

II პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით - ბარბარე როსტომაშვილი;

III პრემია, ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით - ბარბარე მაჩაიძე;

დიპლომანტები: ლიზა შენგელია, ვალერია სტელმაშოვა და სესილი მესხი.

პირველი კატეგორია

I პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 400 ლარის ოდენობით - მარიამ ასათიანი და ნიკოლ მესხი;

II პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით - გიორგი ბერულაშვილი, სოფია-თამარა ჩხეტიანი;

III პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 200 ლარის ოდენობით - ლილე ლუქუნიძე, ალექსანდრე სტარიგინი.

საფორტეპიანო დუეტი

II პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით - ანდრია ლორთქიფანიძე და გაბრიელ ზოიძე;

ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური პრიზი შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის - ქეთევან ჭკადუა;

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სპეციალური პრიზი ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის - გიორგი ებანოიძე;

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის სპეციალური პრიზი არტისტიზმისთვის დაწესებული ვალერიან შიუკაშვილის მიერ - გორ ბარსეგიანი;

თამარ ლიჩელის სპეციალური პრიზი პროფესიონალიზმისთვის - დათა ჩარბაძე;

მარინა ალადაშვილის მიერ დაწესებული მზია სიმონიშვილის პრიზი - მარიამ ასათიანი;

კომპანია „მუსიკის სახლის" მიერ დაწესებული პრიზი: ვაუჩერი 1000 ლარის ოდენობით - ცოტნე გოგოლაშვილი;

სტაინვეის სპეციალური პრიზი - კომპანია „Steinway & Sons საქართველოს“ პრიზი გამარჯვებულთა კონცერტის გამართვა სტაინვეის შოურუმში.

ვალერიან შიუკაშვილის პრიზი ყველაზე პატარა I პრემიის ლაურეატს - მარიამ ასათიანი.

დაჯილდოების შემდეგ დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ გამარჯვებულები: დათა ჩარბაძე, მარიამ ასათიანი, აილინ კალიჩი, არსენ კარაპეტიანი, ქეთევან ჭკადუა, გორ ბარსეგიანი და სხვები.

პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი სასტუმრო,, ბორჯომი ლიკანში’’ საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში მსმენელთა წინაშე წარდგნენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები: თამარ ლიჩელი- პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი - პიანისტი, გიგი პიანომენი - პიანისტი, ლიზი რამიშვილი - ჩელისტი, გიორგი ხაინდრავა - მევიოლინე და ირაკლი ევსტაფიშვილი - ფლეიტისტი.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი დაარსდა 2015 წელს ბორჯომში, ცნობილი პიანისტის თამარ ლიჩელის თაოსნობით. კონკურსი ატარებს გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის (1927-2013) სახელს და მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესებას, ასევე მათი საშემსრულებლო დონის ამაღლებას.

2015-2016 წლებში კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. 2017 წელს კი კონკურსმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო. ის ყოველწლიურად ივნისის თვეში, ბორჯომში იმართება. წელს კონკურსი ალინკ-არგერიხის საერთაშორისო კონკურსების ფონდში გაწევრიანდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დეჰიდრატაციის გამომწვევი მთავარი მი...

დეჰიდრატაციის გამომწვევი
მთავარი მიზეზები

შაკიკის პრევენცია - მითია თუ რეალობ...

შაკიკის პრევენცია - მითია
თუ რეალობა?

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურს...

ღამის სერენადები

პირველი აკრედიტებული სამეცნიერო კონ...

მიკრობიოტი

15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდე...

Wizer

„ბრავოსა“ და „ბისის“ შეძახილებით, მ...

„ბრავოსა“ და „ბისის“
შეძახილებით, მქუხარე
აპლოდისმენტებითა და
ფეხზე დგომით უმადლოდა
პუბლიკა ჩვენს
მუსიკოსებს“ – „ღამის
სერენადების“ პირველმა
თბილისურმა კონცერტმა
ანშლაგით ჩაიარა

5 წესი, რომელიც ენტეროვირუსის სეზონ...

5 წესი, რომელიც
ენტეროვირუსის სეზონზე
თქვენ და თქვენს შვილებს
დაგიცავთ

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად...

SmartPharm

წვა და ტკივილი შარდვისას - როგორ ვუ...

წვა და ტკივილი შარდვისას -
როგორ ვუმკურნალოთ
ცისტიტს?