ამბები

პირველი აკრედიტებული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე — „მიკრობიოტის როლი სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში“

ეკო ტატულაშვილი

10:02

მიკრობიოტი

14
დაკოპირებულია

2025 წლის 19 ოქტომბერს, სასტუმრო „პულმანში“, ალიანსის ორგანიზებით ჩატარდება პირველი აკრედიტებული სამეცნიერო კონფერენცია გინეკოლოგიისა და უროლოგიის სფეროში, თემაზე: „მიკრობიოტის როლი სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში“.

ღონისძიება მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნისა და კვლევების გაზიარებას, დაავადებების პრევენციის მნიშვნელობის წარმოჩენას და ქართველი ექიმებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობის გაძლიერებას.

კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან საქართველოსა და თურქეთის წამყვანი სპეციალისტები:

● პროფ. მადონა ჯუღელი — მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, „კარაპს მედლაინის“ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის განყოფილების გამგე;

● პროფ. მაკა გეგეჭკორი — მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი;

● დოქტ. ალექსანდრე ხელაია — უროლოგი, ანდროლოგი, საქართველოს უროლოგიის ეროვნული ცენტრისა და „მედ დიაგნოსტიკის“ ექიმი;

● დოქტ. ნატო შამუგია — მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური კანდიდატი, GGRC-ის მთავარი ექიმი მეან-გინეკოლოგი;

● პროფ. ნიკოლოზ (ნუკრი) კინტრაია — მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საერთაშორისო სტუმრებს შორის იქნებიან ანკარის საუნივერსიტეტო კლინიკის „KORU“-ს წამყვანი სპეციალისტები:

● პროფ. აიდარ ბირი — გინეკოლოგი;

● პროფ. აინურ უგურ ბილგინი — ჰემატოლოგი;

● ასოც. პროფესორი ბურაკ კორპუ — უროლოგი.

ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ქართველი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და უროლოგი. მონაწილეებს კონფერენციის დასრულების შემდეგ გადაეცემათ სერტიფიკატები და უწყვეტი პროფესიული განვითარების კრედიტქულები.

ალიანსი პრევენციული ჯანდაცვისთვის შეიქმნა 2024 წელს და აერთიანებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე სხვადასხვა დარგის ქართველ ექიმებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია პრევენციული მედიცინის პრინციპების პოპულარიზაცია, ექიმთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა ქართულ სამედიცინო სივრცეში.

სამეცნიერო კონფერენციის გენერალური სპონსორი - ფარმაცევტული კომპანია “სმარტფარმი” საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორს და საბითუმო დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც ამარაგებს 1000-მდე აფთიაქს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდე...

Wizer

„ბრავოსა“ და „ბისის“ შეძახილებით, მ...

„ბრავოსა“ და „ბისის“
შეძახილებით, მქუხარე
აპლოდისმენტებითა და
ფეხზე დგომით უმადლოდა
პუბლიკა ჩვენს
მუსიკოსებს“ – „ღამის
სერენადების“ პირველმა
თბილისურმა კონცერტმა
ანშლაგით ჩაიარა

5 წესი, რომელიც ენტეროვირუსის სეზონ...

5 წესი, რომელიც
ენტეროვირუსის სეზონზე
თქვენ და თქვენს შვილებს
დაგიცავთ

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად...

SmartPharm

წვა და ტკივილი შარდვისას - როგორ ვუ...

წვა და ტკივილი შარდვისას -
როგორ ვუმკურნალოთ
ცისტიტს?

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

ღამის სერენადები

თამარ ლიჩელმა ბათუმში მასტერკლასები...

მასტერკლასი

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლე...

ღამის სერენადები

როგორ მოვემზადოთ ფრენისთვის - რჩევე...

როგორ მოვემზადოთ
ფრენისთვის