ამბები

თამარ ლიჩელმა ბათუმში მასტერკლასები გამართა

ეკა ტიკარაძე

17:14 სამ. 30 სექტემბერი

მასტერკლასი

14
დაკოპირებულია

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ - ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში იმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება.

ქალაქ ბათუმში, 29 სექტემბერს პიანისტმა თამარ ლიჩელმა ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში ახალგაზრდა პიანისტებთან მასტერკლასები გამართა.

ქალაქ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში 30 სექტემბერს, 18:00 საათზე კი გიგი პიანომენის კონცერტი გაიმართება. ეს იქნება იმპროვიზაციები პოპულარულ ქართულ მუსიკალურ თემებზე. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

სასტუმრო “ბორჯომში” ლიკანის ტერიტორიაზე ქართული კლასკური მუსიკის საღამოების ფარგლებში მორიგი კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტი თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი (ჩელო), გიგი პიანომენი (პიანისტი), ირაკლი ევსტაფიშვილი (ფლეიტა), გიორგი ხაინდრავა (ვიოლონო). კოცნერტი გაიმართება 21 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

საკონცერტო სერიების ფარგლებში სრულდება როგორც ქართველ კლასიკოსს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები: ზ. ფალიაშვილის, მ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის, ს. ბარდანაშვილის, ი.გეჯაძის, დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ს. ნასიძის, ნ. ჯანჯღავას ნაწარმოებები. გაიმართება ნაწარმოებების პრემიერებიც. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს შედგება.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.

პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრა მასტერკლასები .

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს დაფუძნდა და არა მხოლოდ მუსიკოსთა წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. საკონცერტო სერიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორი: საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.

თამარ ლიჩელი, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ორგანიზატორი, პიანისტი:

- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართული კონცერტების სერიას "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" დავამატეთ საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულებაც, რაც გულისხმობს ახალგაზრდებთან შეხვედრებს და მათთვის მასტერკლასების ჩატარებას. გვქონდა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სასწავლებელში და უზომოდ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ მოვისმინე არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ბავშვები. ვფიქრობ, ჩემს მიერ ჩატარებული მასტერკლასი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო მათთვის. დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა მასტერკლასმა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელი ახალგაზრდებისთვის იყო ეს მასტერკლასები გათვლილი, გვყავდა სტუმრები ქობულეთიდან, თბილისიდან, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის იმდენად საინტერესოდ წარიმართა მეცადინეობის პროცესი და იმედი მაქვს ბავშვებისთვისაც, რომ ძალიან მალე გავიდა დრო, თან დაგეგმილზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, რომ ასეთი მასტერკლასების ჩატარება რაღაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბავშვების მუსიკალურ აზროვნებაში. მასტერკლასს არ აქვს სტაბილური გაკვეთილების სახე, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, რა გზაც გამივლია პატარაობიდან დაწყებული სტუდენტობის ჩათვლით, ვიცი, რომ არსებობს ისეთი მასტერკლასებიც, როდესაც შეიძლება ერთი სიტყვა ან ერთი მოკლე წინადადება გარდამტეხი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის და გარკვეული მიმართულება მისცეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მასტერკლასების დროს ერთი ბავშვისთვის მაინც იყო რაღაც, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდება.

ნინო ჩაიძე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი:

- ყველაფერი ქართული დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ქართული მუსიკა, რომელსაც შეიძლება ცოტა კრიტიკულადაც თუ ვიტყვით და უტრირებასაც თუ გავაკეთებთ, ნამდვილად აკლია ხშირად შესრულება, ცნობადობაც, პოპულარიზაციაც. მივესალმები ამ პროექტს, იმიტომ რომ ემსახურება ზუსტად იმას, რისთვისაც არსებობს ქართველი ერი, რითაც უნდა გავიდეს მის საზღვრებს გარეთ, რითაც უნდა მოიხიბლოს და დაინტერესდეს ევროპაც და მთელი მსოფლიოც. ნამდვილად ბევრი რამ გვაქვს ქართულ მუსიკაში, ქართულ ლიტერატურაში და ზოგადად, ქართულ კულტურაში ინდივიდუალური, რაც მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის ხელოვნებას არ ექნება. ამ მხრივ ძალიან გამორჩეულები ვართ. ეს პროექტი ნამდვილად ძალიან საინტერესოა. თუნდაც ის, რომ მოიცავს მთელ საქართველოს, ტარდება ყველა კუთხეში და ჩართულობაა რეგიონების, დაინტერესება, მოტივაცია და ამას ემატება ის მასტერკლასები, რომლებიც ყველასთვის სასარგებლოა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მსგავსი ურთიერთთანამშრომლობისთვის. ხშირად ვმასპინძლობთ თბილისის კონსერვატორიის პროფესორებს. ისინი ჩამოდიან და ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს ხვდებიან და კონკურსებში ჟიურის წევრებიც არიან. თუმცა მასტერკლასები ძალიან ნაყოფიერია, რადგან უშუალო ურთიერთობაა და ხდება ახლის გაგება, ინფორმაციის გაცვლა, სხვანაირად აღქმა ნამუშევრის და ობიექტური შეფასება, ამიტომ ბევრი რამ დადებითიცაა, სასიამოვნოც და სასარგებლოც. მინდა წარმატებები ვუსურვო ქალბატონ თათას. მან საფუძველი ჩაუყარა ძალიან კარგ იდეას, ფრთები შეასხა და განახორციელა. ეს არის საქართველოს საკეთილდღეო და ეროვნული საქმე. ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში და ჩვენი სკოლაც სიამოვნებით უმასპინძლებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წვა და ტკივილი შარდვისას - როგორ ვუ...

წვა და ტკივილი შარდვისას -
როგორ ვუმკურნალოთ
ცისტიტს?

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

ღამის სერენადები

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლე...

ღამის სერენადები

როგორ მოვემზადოთ ფრენისთვის - რჩევე...

როგორ მოვემზადოთ
ფრენისთვის

თვალი ადევნე სპორტის ყველა სიახლეს...

ყველა სიახლე Adjarabet Arena-ზე

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

ღამის სერენადები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორის...

PSP

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

სერენადები

ფესტივალ „ღამის სერენადების“ მეორე...

სერენადები