წვა და ტკივილი შარდვისას - როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს?
17:18 ხუთ. 2 ოქტომბერი

გრძნობთ წვას ან ტკივილს შარდვისას? ეს მხოლოდ უხერხულობა არ არის - შესაძლოა, შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი, გაქვთ. ცისტიტი, შარდის ბუშტის ანთება, ქალების ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გახლავთ. კვლევები აჩვენებს, რომ 20-50 წლის ასაკში ქალების დაახლოებით 30-40% მინიმუმ ერთხელ განიცდის ცისტიტს, რომლის ძირითადი სიმპტომებია წვა და ტკივილი შარდვისას. იმისთვის, რომ ეს უსიამოვნო მდგომარეობა არ გახდეს ქრონიკული, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზი და სწორად შერჩეული მკურნალობა.
ცისტიტი ხშირად თავს იჩენს გარკვეული სიმპტომებით, რომლებიც ქალებში განსხვავებულად შეიძლება, გამოვლინდეს. ზოგი ადამიანი გრძნობს მკაფიო დისკომფორტს, ზოგისთვის კი სიმპტომები მსუბუქი და მოულოდნელია.
ყველაზე ხშირი ნიშნები:
● წვა და ტკივილი შარდვის დროს -ეს ყველაზე მთავარი ნიშანია, რომელიც ხშირად პირველად იგრძნობა. წვის შეგრძნება შეიძლება იყოს მოულოდნელი და მძლავრი, ზოგჯერ შარდვის ბოლოსაც გრძელდება.
● შარდის ხშირი გამოყოფა - ცისტიტის დროს შარდის გამოყოფა ხდება ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად შარდის რაოდენობა მცირეა. ეს ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას.
● მოულოდნელი შარდის მოთხოვნა - კენჭისებრი ან მოულოდნელი სურვილი შარდვისადმი ხშირად ახასიათებს ინფექციის ადრეულ სტადიას.
● შარდის სუნის ცვლილება და შესქელება - შარდის არომატი შესაძლოა შეიცვალოს, გამოვლინდეს უსიამოვნო სუნი ან გაჩნდეს მცირე ნაწილაკები, რაც ინფექციის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს.
● ქვედა მუცლის ან ბარძაყების ტკივილი - ცისტიტმა შეიძლება, გამოიწვიოს პულსაციის ცვლილება, ტკივილის შეგრძნებაც ქვედა მუცლის არეში ან ტკივილი მარცხენა ან მარჯვენა ბარძაყთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი ცისტიტის ადრეულ ეტაპზე ამოცნობა? საქმე ისაა, რომ მიმა დროებითმა იგნორირებამ ან თვითმკურნალობამ შეიძლება, ინფექცია გადაიყვანოს გართულებულ, ქრონიკულ ფორმაში. დროულმა დიაგნოზმა და სწორმა მკურნალობა კი თავიდან აგარიდებთ ინფექციის გავრცელებას საშარდე გზებში, მძიმე ანთებით პროცესებს შარდის ბუშტსა და თირკმლებში, ცისტიტის განმეორებას და ქრონიკულობას.
მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ პირველ ნიშნებს, არ დაველოდოთ მათ თვითნებად გაქრობას, არამედ დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, რათა სწრაფად, სწორად და მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ, ვიმკურნალოთ
ცისტიტის მკურნალობის ძირითადი მიდგომები
ცისტიტის მკურნალობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ანტიბიოტიკების გამოყენება, რომელსაც ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად, ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის პერიოდში საჭიროა:
● ექიმის მიერ დანიშნული კურსის ბოლომდე გავლა
● სითხის მიღების ზრდა
● პირადი ჰიგიენის დაცვა, განსაკუთრებით სქესობრივი აქტის შემდეგ
კვლევები აჩვენებს, რომ მკურნალობის დასაწყისში სიმპტომები უმეტესად რამდენიმე დღეში უმჯობესდება, მაგრამ კურსის დროზე ადრე შეწყვეტა, თუნდაც სიმპტომების გაუქმების შემდეგ, ზრდის ინფექციის განმეორების რისკს.
შესაძლებელია თუ არა ცისტიტის პრევენცია?
ცისტიტის თავიდან აცილება შესაძლებელია გარკვეული პრევენციული ზომების დაცვით. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჰიგიენა და სწორი ცხოვრების წესი: რეგულარული შარდვის დაცვა, სველი საცურაო კოსტიუმების ტარებისგან თავის შეკავება, საკმარისი სითხის მიღება და პირადი ჰიგიენის საშუალებების გამოყენება.
გარდა ამისა, კვლევები აჩვენებენ, რომ პრობიოტიკების, განსაკუთრებით ლაქტობაქტერია კრისპატუსის M247 შტამის შემცევლობის პრობიოტიკების რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ვაგინალური მიკროფლორის სტაბილურობას და ხელს უშლის ბაქტერიების მოხვედრას საშარდე გზებში, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცისტიტის პროფილაქტიკაში. პრევენცია, როგორც მეცნიერები ასახელებენ, ყოველთვის ეფექტურია, როდესაც მასზე ზრუნვა კომბინირებულია: ჰიგიენა, ჯანმრთელი ჩვევები და მიკროფლორის მხარდაჭერა პრობიოტიკებით..
ცისტიტის დროს ვაგინალური მიკროფლორის სტაბილურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფექციის სწრაფი გაუქმებისა და განმეორების რისკის შემცირების თვალსაზრისით. სწორედ აქ განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობიოტიკები - ისინი აღადგენენ ბუნებრივ ბაქტერიებს, ხელს უწყობენ ბალანსის შენარჩუნებას და ანთებითი პროცესების შემსუბუქებას.
ცისტიტთან და სხვა ვაგინალურ ბაქტერიულ ინფექციებთან მიმართებით კი გამოიყენება სხვა რა, თუ არა ლაქტობაქტერია კრისპატუსი M247 შტამი - უნიკალური შემადგენლობისა და თვისებების მქონე პრობიოტიკი, რომელიც პერორალური მიღებით აჯანსაღებს ვაგინალურ ფლორად და ხელს უწყობს ქალურ ჯანმრთელობას. იგი ბუნებრივად იცავს ვაგინალურ გარემოს მავნე ბაქტერიებისგან, ხელს უწყობს საშარდე გზების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და აუმჯობესებს ვაგინალურ-იმუნურ სისტემას. მისი გამოყენება ხელს უწყობს ინფექციის განმეორების რისკის შემცირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან საშარდე გზების ინფექციებისკენ
იცოდით? კლინიკური კვლევებით დამტკიცებულია, რომ ლაქტობაქტერია Crispatus-ით გამდიდრებული პრობიოტიკები ეფექტური საშუალებაა როგორც ცისტიტის სამკურნალოდ, ასევე მისი პრევენციისთვის, კერძოდ:
ხელს უწყობს საშარდე გზების მიკრობიომის დაბალანსებას და აფერხებს უარყოფითი პათოგენების განვითარებას. მიკრობიომის ბუნებრივ სტრუქტურაში ინტეგრირებისას, ის არა მხოლოდ პრობიოტიკია, არამედ მოქმედებს როგორც "ბიოლოგიური დამაცავი", რომელიც უზრუნველყოფს მიკრობიომის სტაბილურობას და ეხმარება ხელს უწყობს კარგი ბაქტერიების მრავალფეროვნებას.
ახდენს ტოქსიკური ბაქტერიების ბლოკირებას, ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს თერაპიულ პროცესებს.
2020 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალებში, რომლებიც იღებდნენ პრობიოტიკულ დანამატს Lactobacillus crispatus, შემცირდა უროლოგიური ინფექციების რისკი, მათ შორის ცისტიტის. დაავადების მიმდინარეობისას კი, ცისტიტის სიმპტომები, საშარდე ბუშტის ანთების ხანგრძლივობა და სიმძიმე მნიშვნელოვნად შემცირდა
საქართველოში მსგავსი პრობიოტიკული მხარდაჭერა წარმოდგენილია პროდუქტით პროვაგი, რომელიც წარმოადგენს საკვები დანამატს და ვაგინალური ფლორის მარეგულირებელ საშუალებას. პროვაგის შემადგენლობაში შედის Lactobacillus crispatus M247 შტამი, რომელიც შეიცავს 20 მილიარდ ცოცხალ უჯრედს. ეს შტამი შედის ჯანმრთელი ქალის უროგენიტალური ფლორის შემადგენლობაში და პერორალური მიღებისას, ახდენს ვაგინალურ კოლონიზაციას, ავლენს ადგილობრივ ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აღადგენს ვაგინალური ბაქტერიული ფლორის ბალანსს და იცავს ორგანიზმს ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემებისგან. პროვაგი უსაფრთხო გამოიყენება, საჭიროების შემთხვევაში, მეტრონიდაზოლთან ან ბორის მჟავასთან ერთად, რაც შესაძლებელს ხდის მის ინტეგრირებას მრავალპროფილურ მკურნალობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან