ამბები

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში  გიგი პიანომენის პირველი სოლო კონცერტი ბათუმში გაიმართა

ეკო ტატულაშვილი

09:50 ხუთ. 2 ოქტომბერი

ღამის სერენადები

14
დაკოპირებულია

პიანისტმა გიგი პიანომენმა 30 სექტემბერს ბათუმში პირველი სოლო კონცერტი გამართა. საღამო პროექტის "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ფარგლებში ჩატარდა. გიგი მსმენელის წინაშე ქალაქ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში წარდგა. პიანისტმა ქართველი კომპოზიტორების ცნობილი სიმღერების ორიგინალური ვერსიები შეასრულა. მსმენელმა მუსიკოსთან ერთად იმღერა ლილი იაშვილის ცნობილი სიმღერა "ბათუმს ქათქათას". დამსწრე საზოგადოებამ გიგი მქუხარე აპლოდისმენტებით და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა.

თამარ ლიჩელი, "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" ორგანიზატორი: მოუთმენლად ველოდებოდით გიგის კონცერტს არაერთი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის მისი პირველი კონცერტი ბათუმში. მახარებს ის ფაქტი, რომ ეს კონცერტი შედგა სწორედ ჩვენი პროექტის "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" ფარგლებში. როგორც ველოდით მეც, გიგიც და ყველა, ვინც მონაწილეობს ამ საღამოების ორგანიზებაში, მართლაც დაუვიწყარი კონცერტი გამოვიდა. ბათუმში ყოველთვის არის გამორჩეული მსმენელი, გამორჩეული აურა და ეს დღეც ამის დასტურია.

გიგი პიანომენი, მუსიკოსი: როგორი ქალაქიც არის ბათუმი, ზუსტად ისეთი მსმენელი მოვიდა. ისე გამახარეს და ისე იგრძნეს ყველაფერი, როგორც ქართულ სიმღერას და მუსიკას შეეფერება. ეს იყო ლამაზი ქართული საღამო გაჟღენთილი ქართული სულით. სწორედ ისეთი, როგორიც შეეფერება ლაღიძეს, ცაბაძეს, აზარაშვილს, კერესელიძეს, ცინცაძეს და სხვა გენიალურ ქართველ კომპოზიტორებს. ასი ათასი მადლობა ყველას. ძალიან ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და იქნება დაუვიწყარი, რადგან ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა ბათუმში. უღრმესი მადლობა ყველას - ორგანიზატორებს, მსმენელს, თითოეულ ადამიანს, ვინც ეს ზეიმი მოაწყო და დაუვიწყარი დღე გვაჩუქა. უბედნიერესი ვარ!

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" პირველი კონცერტი მაისის თვეში თბილისში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში დაგეგმილი კონცერტების მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" ფარგლებში მორიგი კონცერტი 21 ოქტომბერს ქალაქ ბორჯომში სასტუმრო “ბორჯომი ლიკანის" ტერიტორიაზე ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტები თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, გიგი პიანომენი, ჩელისტი ლიზი რამიშვილი, ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი, მევიოლინე გიორგი ხაინდრავა. კონცერტი 21 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

საკონცერტო სერიების ფარგლებში სრულდება როგორც ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები: ზ. ფალიაშვილის, მ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის, ს. ბარდანაშვილის, ი.გეჯაძის, დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ს. ნასიძის, ნ. ჯანჯღავას ნაწარმოებები. გაიმართება ნაწარმოებების პრემიერებიც. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს შედგება.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.

პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრა და მასტერკლასები .

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს დაფუძნდა და არა მხოლოდ მუსიკოსთა წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. საკონცერტო სერიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორი: საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წვა და ტკივილი შარდვისას - როგორ ვუ...

წვა და ტკივილი შარდვისას -
როგორ ვუმკურნალოთ
ცისტიტს?

თამარ ლიჩელმა ბათუმში მასტერკლასები...

მასტერკლასი

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლე...

ღამის სერენადები

როგორ მოვემზადოთ ფრენისთვის - რჩევე...

როგორ მოვემზადოთ
ფრენისთვის

თვალი ადევნე სპორტის ყველა სიახლეს...

ყველა სიახლე Adjarabet Arena-ზე

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

ღამის სერენადები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორის...

PSP

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

სერენადები

ფესტივალ „ღამის სერენადების“ მეორე...

სერენადები