იცით თუ არა

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“ და რომელი თაფლია უკეთესი - თხელი თუ სქელი?

fun time

16:00 კვი. 14 დეკემბერი

თაფლის სისქე

14
დაკოპირებულია

თუ ფიქრობთ, რომ თაფლის დაშაქრება ანუ კრისტალიზაცია მის უხარისხობასა და სიყალბეზე მეტყველებს, ცდებით - პირიქით, თაფლის კრისტალიზაცია პროდუქტის ბუნებრიობაზე მიუთითებს. 

თაფლის სისქე

ზოგადად, თაფლის სისქე მის სიახლესა და შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

ფიჭიდან ახლად ამოღებული თაფლი ყოველთვის თხევადია. შემდეგ კი მისი შესქელებისა და კრისტალიზაციის პროცესი იწყება. ზოგი თაფლი ამას რამდენიმე დღეში ასწრებს, ზოგს კი ამისთვის ერთი თვიდან ერთ წლამდე დრო სჭირდება.

თაფლის შემადგენლობაში ფრუქტოზისა და გლუკოზის თანაფარდობა და შენახვის პირობები კრისტალიზაციის სიჩქარეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გლუკოზით მდიდარი თაფლი ყველაზე სწრაფად კრისტალდება. ამასთან, ეს მცენარის ნექტარში არსებულ გლუკოზას ეხება და არა ხელოვნურად დამატებულ შაქარს.

თაფლის დაკრისტალება, როგორც წესი, ქილის ქვედა ნაწილიდან იწყება ან მთელ მასას ერთდროულად მოიცავს.

ყვავილისა და წიწიბურას თაფლის გასქელებას ერთიდან სამ თვემდე დრო სჭირდება, მზესუმზირას თაფლს - დაახლოებით ერთი კვირა, ხოლო რაფსის თაფლისთვის რამდენიმე დღეც საკმარისია.

აკაციის, წაბლის და კიდევ რამდენიმე სახეობის თაფლი მდიდარია კრისტალიზაციისადმი მდგრადი ფრუქტოზით, ამიტომ მათ გასქელებას სხვებთან შედარებით მეტი დრო სჭირდება (ექვსი თვიდან ორ წლამდე).

დაბალი ტემპერატურა კრისტალიზაციას აჩქარებს. ყველაზე ახალი თაფლიც კი მაცივარში შეიძლება რამდენიმე დღეში დაკრისტალდეს.

რომელი უკეთესი - სქელი თაფლი თუ თხელი თაფლი?

შესქელებისას თაფლი უფრო მდიდარ არომატს და სიტკბოს იძენს, მაგრამ კრისტალიზაცია მის ხარისხზე გავლენას არ ახდენს. ამიტომ, როგორც თხელი, ისე სქელი თაფლი თანაბრად სასარგებლოა. აკაციისა და რამდენიმე ფრუქტოზული თაფლის გარდა, შემოდგომისთვის ყველა თაფლი უნდა შესქელდეს.

თაფლის შეძენისას ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ მის სახეობას, შეფუთვის თარიღს და სისქეს. მაგალითად, ნოემბერში წიწიბურას თხევადი თაფლის შეძენას უნდა მოერიდოთ.

თაფლის გაცხელება - შეიძლება თუ არა?

როგორც უკვე მიხვდით, ბუნებრივი თაფლი შეიძლება სხვადასხვა სისქის იყოს, მაგრამ რა გააკეთონ მათ, ვისაც სქელი, კრისტალიზებული თაფლი არ მოსწონს?

საუკეთესო გამოსავალია თაფლის ზაფხულში მირთმევა, თუმცა, გაცხელების გზით შესქელებული თაფლის გათხელებაც შესაძლებელია. მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა, რომელიც პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, 40°C-ია.

ქვაბი დაახლოებით მესამედით შეავსეთ წყლით და დაბალ ცეცხლზე დადგით. მცირე რაოდენობით თაფლი მინის ან კერამიკის თასში მოათავსეთ და ქვაბის თავზე ისე დადგით რომ მდუღარე წყალს არ შეეხეოს. თაფლს მუდმივად ურიეთ და როგორც კი გათხელდება, ცეცხლიდან გადმოდგით. აქვს შეგახსენებთ, რომ თაფლის მოსარევად ან ამოსაღებად აუცილებლად ხის ან პლასტმასის კოვზი უნდა გამოიყენეთ, რადგან ლითონის კოვზი პროდუქტის ცოცხალ ფერმენტებს ანადგურებს!

თაფლი ცხობისთვის - რომელი თაფლია უმჯობესი თაფლის ნამცხვრისთვის?

ნამცხვრებისთვის თაფლის არჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება მის გემოსა და არომატზე გაამახვილეთ. აკაციის, წაბლის და წიწიბურას თაფლმა შეიძლება ნამცხვარს მომწარო გემო მისცეს, მდელოს თაფლი კი მეტ სიტკბოს შემატებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თაფლი ბუნებრივი იყოს.

დაბალი ხარისხის პროდუქტი, თუნდაც მას თაფლის არომატი ჰქონდეს, თერმული დამუშავებისას აუცილებლად დაკარგავს გემოსა და არომატს და თაფლის ნამცხვრიდან მხოლოდ სახელი დარჩება.

***

თაფლის სასარგებლო თვისებები

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობის გარეშე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მ...

ინდაურის კვერცხი

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად

როგორ იზამთრებენ ფუტკრები?

როგორ იზამთრებენ
ფუტკრები?

454 გრ თაფლის საწარმოებლად ფუტკრის...

454 გრ თაფლის საწარმოებლად
ფუტკრის ოჯახი 88 500 კმ-ს
გადის

დიოგენეს სინდრომი - რაზე მეტყველებს...

დიოგენეს სინდრომი

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?