დესერტი

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობის გარეშე

fun time

18:35 ორშ. 26 მაისი

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

14
დაკოპირებულია

თუ ტკბილეული  გიყვართ, მაგრამ სიცხეში ღუმელთან ტრიალი არ გეხალისებათ, ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ - ეს ტორტი ტაფაზე 20 წუთში ცხვება. 

 

საჭირო პროდუქტი:

  • კარაქი -130 გრ.
  • კვერცხი -2 ცალი
  • მარილი -1/3 ჩ.კ.
  • თაფლი -100 გრ.
  • სოდა -1 ჩ.კ.
  • ფქვილი -300-350 გრ.

არაჟნის კრემისთვის:

  • არაჟანი (15-25%-იანი) -500 გრ.
  • შაქრის პუდრა - 5-6 ს.კ.
  • ლიმონმჟავა - 1/4 ჩ.კ.

მომზადების წესი:

ლითონის ჯამში მოათავსეთ 130 გრ კარაქი, 2 კვერცხი, 100 გრ თაფლი და ცოტა მარილი.

ჯამი წყლის აბაზანაზე დადგით და ურიეთ, სანამ კარაქი მთლიანად არ გადნება. ბოლოს 1 ჩ/კ სოდა დაამატეთ და კარგად აურიეთ.

კვერცხიანი მასა რომ აქაფდება, დაუმატეთ 200 გრამი ფქვილი, კარგად მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

დაახლოებით 5 წუთში, როცა ცომი გაცივდება, დაუმატეთ დარჩენილი 100-150 გრამი ფქვილი და ცომი მოზილეთ.

ცომი 8 ნაწილად გაყავით და ტაფაზე, ორივე მხრიდან გამოაცხვეთ.

სანამ ცხელია, თაფლიან ფირფიტებს კიდეები შემოაჭერით და დაფშვენით.

არაჟნის კრემი:

არაჟანს დააყარეთ შაქრის პუდრი და კოვზით აურიეთ. მიქსერით თქვეფა საჭირო არ არის, თორემ კრემი გათხელდება.

მომზადებული კრემი ტორტის ყველა ფენას წაუსვით და ერთმანეთზე დაალაგეთ.

ტორტს თავზე და გვერდებზე ნაფშვენები მოაყარეთ და, დაახლოებით, 4 საათი გააჩერეთ.

შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

ხაჭოს დესერტი ცხობის გარეშე

ბანანის ტორტი ცხობის გარეშე

სამარხვო დესერტი — შოკოლადის მაფინები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი