დესერტი

ბანანის ტორტი ცხობის გარეშე

fun time

15:00 ორშ. 7 აგვისტო, 2023 წელი

ბანანის ტორტის რეცეპტი

14
დაკოპირებულია

თუ გინდათ მარტივი დესერტი ცხობის გარეშე, ჩვენი ბანანის ტორტის რეცეპტი უნდა სცადოთ - გამოცხობას მხოლოდ ნახევარი საათი და რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება.

 

საჭირო პროდუქტი

  • რძე - 500 მლ
  • კვერცხის გული - 3
  • შაქარი - 170 გრ
  • ფქვილი - 2 ს.კ.
  • კაკაოს ორცხობილა - 400 გრ
  • ბანანი - 2 ცალი
  • კაკაოს ფხვნილი (თავზე მოსაყრელად) - 1 ს.კ.
  • ვანილის ესენცია - 5 წვეთი

ტორტის კრემი


კრემის მოსამზადებლად რძე, დაახლოებით, 70-80C-მდე გააცხელეთ.

საშუალო ზომის ჯამში კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ და ორი კოვზი ცხელი რძე დაუმატეთ.

ამის შემდეგ კვერცხის გულებს ვანილის ესენცია, ფქვილი და ცხელი რძე დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ცეცხლზე დადგით.

კრემი შესქელებამდე ხარშეთ, როგორც კი თავის „მოჭმუჭნას“ დაიწყებს, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.

ტორტის აწყობა

ფართო ლანგარზე ინგრედიენტები ამ თანმიმდევრობით განათავსეთ:

კრემი, ორცხობილა, კრემი, თხლად დაჭრილი ბანანი, ორცხობილა, ბანანი, ორცხობილა, კრემი, ბანანი და ა.შ.

ტორტი მაცივარში 3-6 საათით შედგით, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.

***

სცადეთ სხვადასხვა დესერტი ცხობის გარეშე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა