იცით თუ არა

რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მაღაზიაში?

fun time

18:27 სამ. 16 დეკემბერი

ინდაურის კვერცხი

14
დაკოპირებულია

ქათმის კვერცხი ჩვენი რაციონის აუცილებელი შემადგენელია. გურმანებისთვის უფრო ეგზოტიკური ვარიანტებიც იყიდება - იხვის, მწყრის და სირაქლემასიც კი, თუმცა ინდაურის კვერცხის ყიდვა რთული საქმეა. მოდი, მიზეზები ერთად გავარკვიოთ. 

 

რა თქმა უნდა, ინდაურის კვერცხი საკვებად ვარგისია. ის გემოთი ქათმის კვერცხს ჰგავს, მხოლოდ დიდი ზომისაა და უფრო მყარი ნაჭუჭი აქვს. მისი წონა 70-80 გრამს აღწევს. შედარებისთვის, პირველი ხარისხის ქათმის კვერცხის წონა 55-დან 65 გრამამდეა, ანუ ინდაურის კვერცხზე 1,5-ჯერ ნაკლები!

რაც შეეხება ფასს, ინდაურის კვერცხის ფასი 4 ლარიდან იწყება (ერთი ცალის), ამ ფასად შეიძლება ერთი შეკვრა ქათმის კვერცხი იყიდოთ.

ინდაურები კვერცხის დებას საკმაოდ გვიან - 7-9 თვის ასაკში იწყებენ, როცა ქათმები კვერცხებს 2-4 თვის ასაკში დებენ! ამასთან, ახალგაზრდა ქათამი კვირაში 5-6 კვერცხს დებს, ინდაურს კი დროის იმავე მონაკვეთში მხოლოდ 2 კვერცხის დადება შეუძლია.

ინდაურს გემრიელი, ჯანსაღი და დიეტური ხორცი აქვს. სხვა ფრინველის ხორცთან შედარებით, ინდაურის ცხიმი მდიდარია A, E ვიტამინებით და მასში ძალიან დაბალია ქოლესტერინის შემცველობა. ინდაურის ხორცი მდიდარია ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა: ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, გოგირდი, სელენი, რკინა, ნატრიუმი, მაგნიუმი, იოდი, მანგანუმი. ასევე ვიტამინები: PP, B6, B12, B2.

რაც შეეხება ინდაურის კვერცხს, მისი გემო ქათმის კვერცხისგან არ განსხვავდება, თუმცა ის მეტ ცილას, მეტ ვიტამინებს და რამდენჯერმე მეტ ქოლესტერინს შეიცავს, თუმცა ეს არავის აღელვებს - ინდაურს ომლეტებისა და გოგლი-მოგლისთვის არავინ ამრავლებს. ამერიკელები ინდაურზე მხოლოდ ხორცის გამო ნადირობდნენ და ხორცის გამო მოიშინაურეს ევროპელებმაც.

ხუთი საუკუნის განმავლობაში ინდაურის გამრავლება ორი: სახორცე და დეკორატიული მიმართულებით მიმდინარეობდა. კვერცხისთვის ინდაურების გამრავლება არავის უცდია და საეჭვოა, ვინმეს ამის სურვილი მომავალში გაუჩნდეს.

ესეც საინტერესოა:

როგორ ახერხებს წიწილა კვერცხში სუნთქვას?

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ, თუ კვერცხში ორი გულია

რატომ დებს გუგული კვერცხებს სხვის ბუდეში? - მეცნიერებმა ფრინველის საიდუმლო ამოხსნეს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“...

თაფლის სისქე

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად

როგორ იზამთრებენ ფუტკრები?

როგორ იზამთრებენ
ფუტკრები?

454 გრ თაფლის საწარმოებლად ფუტკრის...

454 გრ თაფლის საწარმოებლად
ფუტკრის ოჯახი 88 500 კმ-ს
გადის

დიოგენეს სინდრომი - რაზე მეტყველებს...

დიოგენეს სინდრომი

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?