იცით თუ არა

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი, რომ არ გაფუჭდეს

fun time

15:44

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

14
დაკოპირებულია

რამდენ ხანს შეიძლება სააღდგომო კვერცხის შენახვა? შეიძლება თუ არა ოთახის ტემპერატურაზე დატოვება? როგორ გავიგოთ, გაფუჭდა თუ არა კვერცხი? მოდი, ეს საკითხები დაწვრილებით განვიხილოთ, რომ დღესასწაულზე ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას.

დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი პროდუქტის შენახვის ვადა შენახვის პირობებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მოხარშულ კვერცხს, მისი ოთახის ტემპერატურაზე შენახვა 12 საათამდე შეიძლება. თუ ოთახში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსი ან მეტია, ეს პერიოდი 3-4 საათამდე მცირდება.

მოხარშული კვერცხი დაუზიანებელი ნაჭუჭით მაცივარში 7 დღემდე ინახება, გაფცქვნილ კვერცხს კი უფრო მოკლე შენახვის ვადა აქვს - მხოლოდ 2-3 დღე, თუნდაც მაცივარში.

თუ მოხარშვის დროს კვერცხის ნაჭუჭი გასკდა, ის აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ და პირველი 2-3 დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ.

გაითვალისწინეთ! თუ კვერცხი ეკლესიაში აკურთხეს და დიდი ხნის განმავლობაში მზის სხივების ან სითბოს ზემოქმედების ქვეშ იყო, შენახვის ვადა მცირდება (ბაქტერიები ოთახის ტემპერატურაზე ძალიან სწრაფად მრავლდებიან).

რადგან კვერცხი წინასწარ იღებება - წითელ პარასკევს, ანუ აღდგომამდე 2 დღის ადრე, ეს მარტივი წესები უნდა დაიცვათ:

👉 მოხარშეთ კვერცხი და ცივ წყალში გააგრილეთ.

👉 მოხარშული კვერცხი ქაღალდის ხელსახოცით გააშრეთ.

👉 შეინახეთ მაცივრის უჯრაში ან კონტეინერში.

როგორ გავიგოთ, გაფუჭდა თუ არა კვერცხი?

  • სუნი — თუ კვერცხს წყალბადის სულფიდის (დამპალი კვერცხის) სუნი აქვს, დაუყოვნებლივ გადააგდეთ.
  • ნაჭუჭი — თუ ის ლორწოვანი ან წებოვანი გახდება, კვერცხი გაფუჭდა.
  • ლაქები — ნაჭუჭის ქვეშ მუქი ლაქები კვერცხის გაფუჭების ნიშანია.
  • კონსისტენცია — თუ მოხარშული კვერცხის ცილა ნამიანი გახდა, კვერცხი ფუჭდება.

უმარტივესი ტესტი, რომლითაც კვერცხის ვარგისობას შეამოწმებთ:

  • მოათავსეთ კვერცხი ცივი წყლით სავსე ჭიქაში:
  • თუ ჩაიძირა და ჭიქის ფსკერზე „დაწვა“, კვერცხი ახალია და შეგიძლიათ მიირთვათ.
  • თუ ჩაიძირა, მაგრამ ვერტიკალურად დგას, ახალი არ არის, მაგრამ ჯერ კიდევ საჭმელად ვარგისია.
  • თუ არ ჩაიძირა და წყალში ტივტივებს — გაფუჭებულია, უყოყმანოდ გადააგდეთ.

შეიძლება თუ არა მოხარშული კვერცხის გაყინვის გზით შენახვა?

გაყინვის შემდეგ მოხარშული კვერცხის ცილა რეზინის მსგავსი და წყლიანი ხდება, ამიტომ მთლიანი კვერცხის გაყინვა არასასურველია.

***

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია?

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები?

რომელ ქვეყნებში და რატომ გახდა კურდღელი აღდგომის სიმბოლო?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში...

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს

რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვ...

რატომ ატარებენ
სტიუარდესები ყელსახვევს?