იცით თუ არა

რომელ ქვეყნებში და რატომ გახდა კურდღელი აღდგომის სიმბოლო?

fun time

12:00 შაბ. 1 მაისი, 2021 წელი

სააღდგომო კურდღელი

14
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულზე, კვერცხის წითლად შეღებვის გარდა, პასქას და სააღდგომო კულიჩებს აცხობენ. კათოლიკეებისთვის კი დღესასწაულის მთავარი სიმბოლო სააღდგომო კურდღელია, რომელიც კვერცხებს დებს. 

ამ სიმბოლოს ამბავი წარმართული პერიოდიდან იწყება.

ძველ გერმანულ ტომებში კურდღელი ცისკრის და ნაყოფიერების ქალღმერთ ოსტართან ასოცირდებოდა (გერმანულად აღდგომა - Ostern). ყურცქვიტებმა დამსახურებულად განასახიერეს ნაყოფიერება. სხვა ერებში ამ როლს სხვა ცხოველები ან ფრინველები ასრულებდნენ (მაგალითად, მამალი), მაგრამ კურდღელმა თანდათან ყველა ჩაანაცვლა.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა ევროპაში გავრცელდა, მისიონერებმა წარმართული რიტუალები და წეს-ჩვეულებები ქრისტიანულ დღესასწაულებს მოარგეს. ასე მოხდა აღდგომის დღესთან დაკავშირებითაც. გაზაფხულის ბუნიობისა და ქალღმერთ ოსტარის წარმართული დღესასწაულები იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულმა ჩაანაცვლა. ამის შემდეგ წარმართული კურდღლები შინაურ, კვერცხის მდებელ კურდღლებად შენიღბეს. სხვათა შორის, კვერცხი ძველ გერმანელებთან სიცოცხლესთან ასოცირდებოდა.

სააღდგომო ტრადიციები პირველად 1682 წელს, გერმანელმა პროფესორმა გეორგ ფრანკ ფონ ფრანკენაუმ აღწერა. მის მოთხრობაში, სახელად „სააღდგომო კვერცხების შესახებ“ ვკითხულობთ:

„სამხრეთ გერმანიაში, ელზასში, ვესტფალიაში და მეზობელ ოლქებში ამ კვერცხებს კურდღლის კვერცხებს უწოდებენ. მშობლები შვილებს უყვებიან, რომ სააღდგომო კურდღელი ფერად კვერცხებს დებს და შემდეგ ბალახებსა და ბუჩქებში მალავს. რა თქმა უნდა, ეს სახალისო ამბავი პატარებს ძალიან ახარებს და ისინი დიდი მონდომებით იწყებენ კვერცხების ძებნას.“

ამერიკის შეერთებულ შტატებში სააღდგომო კურდღლების შესახებ მე -18 საუკუნის ბოლოს, ემიგრანტების გამოჩენის შემდეგ შეიტყვეს. აქ წლების განმავლობაში ძველი გერმანელების ტრადიცია საკმაოდ შეიცვალა. თანამედროვე კურდღლები, კვერცხზე მეტად, შოკოლადისა და სათამაშოების „დადებაზე“ არიან ორიენტირებულები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს