იცით თუ არა

სულთან სულეიმანის სიტყვები სიკვდილის წინ - ცხოვრება სხვა თვალით!

fun time

15:01 ორშ. 30 ოქტომბერი, 2023 წელი

სულთან სულეიმანის
სიტყვები

14
დაკოპირებულია

ოსმალეთის იმპერიის ლეგენდად ქცეული რიგით მეათე სულთანი სულეიმან I კანუნი (1494-1566) ქვეყანას 46 წელი მართავდა - ამდენ ხანს არცერთი სულთანი არ ყოფილა სათავეში. 

 

ოსმალებმა მას „კანონმდებელი“ უწოდეს, ევროპელებმა – „დიდებული“.

სულთან სულეიმანმა თავის კონტროლს დაუქვემდებარა უზარმაზარი ტერიტორია - ეგვიპტიდან ვენამდე და ალჟირიდან ირანამდე. სულ ცოტა დააკლდა, რომ მთელი დასავლეთ ევროპა ოსმალების ბატონობის ქვეშ მოექცია. 1529 წელს სულეიმანმა ვენასაც კი შემოარტყა ალყა, თუმცა, ავსტრიის დღევანდელი დედაქალაქი დარჩა ის ბოლო უკიდურესი წერტილი ევროპაში, რომელსაც ოსმალები ვერ დაეუფლნენ.

ის პროგრესული, თუმცა ძალიან მრისხანე ადამიანი იყო. შიშის ზარს სცემდა თავის გარემოცვას. სიკვდილით დასაჯა დიდვეზირი იბრაჰიმ ფაშა, რომლის წყალობით მიაღწია არაერთ გამარჯვებას როგორც ევროპაში, ისე აღმოსავლეთში. უფრო მეტიც: მან სიკვდილით დასაჯა თავისი შვილები – ბაიზაეთი და მუსტაფა.

სულეიმანმა ქართულ ტერიტორიებსაც შემოუტია - პირველად 1549 წელს, როდესაც სამცხის ციხეები აიღო. ქართველები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ... შემდეგ ოსმალებმა და ირანელებმა ერთმანეთში გააფორმეს ამასიის ზავი და 1555 წელს საქართველო შუაზე გაიყვეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ცალკე ვერც ოსმალებმა და ვერც ირანელებმა საქართველოს ტერიტორიის მთლიანი ანექსია ვერ მოახერხეს.

გარდაიცვალა 71 წლის ასაკში, 1566 წლის 7 სექტემბერს საკუთარ კარავში უნგრეთში ლაშქრობისას, სიგეტვარის (Szigetvár) ციხესიმაგრის ალყის დროს. სულთნის სიკვდილის მიზეზად ასახელებენ პოდაგრას - ანთებითი ართრიტის ყველაზე გავრცელებულ ფორმას.

სულთან სულეიმანის შემდეგ ტახტზე ავიდა სელიმ მეორე - სულეიმანის და ჰიურემის ვაჟი. ისტორიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთელი ოსმალეთის იმპერიის დაღმასვლა სწორედ ჰიურემის ვაჟის „დამსახურებაა“.

⚜⚜⚜

ახლა კი იგავი, რომელიც სიკვდილის წინ სულთნის 3 სურვილს ეხება და ცხოვრებას სულ სხვაგვარად წარმოგვიდგენს:

სიკვდილის წინ სულთანმა სულეიმანმა დაიბარა თავისი ძლევამოსილი ჯარის მთავარსარდალი და ანდერძად დაუბარა, რომ:

  1. მისი კუბო იმ დროის ოსმალეთის იმპერიის საუკეთესო ექიმებს უნდა მიეტანათ საფლავამდე;
  2. სადაც მის კუბოს გაატარებდნენ, მთელ გზაზე ოქროს მონეტები და ძვირფასი ქვები მიმოეფანტათ;
  3. მისი ხელები კუბოს გარეთ დაეტოვებინათ - ისე, რომ ყველასთვის ხილული ყოფილიყო.

როცა მთავარსარდალმა მოსმენილით შეძრწუნებულმა ჰკითხა ასეთი სურვილების მიზეზი, სულეიმანმა ასე აუხსნა:

✔️ დაე, საუკეთესო მკურნალებმა ატარონ ჩემი კუბო იმის ნიშნად, რომ ისინიც კი უძლურნი არიან სიკვდილის წინაშე.

✔️ გაფანტე ჩემი ნაშოვნი ოქრო - დაე, ყველამ დაინახოს, რომ სიმდიდრე, რომელსაც ამ ცხოვრებიდან ვიღებთ, ამქვეყნადვე რჩება.

✔️ დაე, ყველამ დაინახოს ჩემი ხელები და მიხვდეს, რომ მთელი მსოფლიოს ფადიშაჰიც კი - სულთან სულეიმან კანუნი ამ ცხოვრებიდან ხელცარიელი წავიდა.

ესეც დაგაინტერესებთ:



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა