იცით თუ არა

იმპერია, სადაც სისუფთავე დანაშაული იყო - რატომ სჯიდა ჩინგიზ-ყაენი მონღოლებს ბანაობისთვის?

fun time

14:00 კვი. 12 თებერვალი, 2023 წელი

ჩინგიზ ყაენი

14
დაკოპირებულია

მონღოლთა იმპერია, რომელმაც XIII-XIV საუკუნეებში ევრაზიის კონტინენტის უმეტესი ნაწილი დაიპყრო, იყო ძალა, რომელსაც იმ ეპოქის ვერცერთი სახელმწიფო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მონღოლთა უძლეველობაში მნიშვნელოვანი როლი სასტიკ კანონებზე დაფუძნებულმა დისციპლინამ შეასრულა. 

მკაცრი და უცნაური აკრძალვები ჩინგიზ-ყაენის (ჩინგისხანის) დამსახურებით გაჩნდა და მათი უმეტესობა თანამედროვე ადამიანში ზიზღს იწვევს. თუმცა, ფაქტია, რომ ამ ბინძურმა მმართველმა მომთაბარე ველურების გაერთიანება და უდიდესი იმპერიის შექმნა შეძლო.

კანონშემოქმედებითი საქმიანობა ჩინგიზ ყაენმა 1206 წელს, ტახტის დაკავებისთანავე დაიწყო.

მანამდე მონღოლები ცალკეულ ჯგუფებად ცხოვრობდნენ და თითოეული ჯgუფი თავის მთავრებსა და უხუცესებს ემორჩილებოდა. ხალხში გავრცელებული იყო ძარცვა და ძალადობა, რასაც როგორც უბრალო მესაქონლეები, ისე დიდგვაროვნები სჩადიოდნენ.

მონღოლთა მმართველის მიერ მიღებული ბევრი კანონი თანამედროვე ადამიანს აბსურდულობით აოცებს:.

მაგალითად, მონღოლებს ეკრძალებოდათ:

    • იმ ცეცხლზე გადაბიჯება, რომელშიც საჭმელი მზადდებოდა;
    • ცეცხლსა და წყალში მოშარდვა;
    • ჭურჭლის რეცხვა და... ბანაობა!

მონღოლები ჭურჭელს ძროხის ექსკრემენტებით ან ბალახით ასუფთავებდნენ, ხოლო ტანსაცმელს საერთოდ არ რეცხავდნენ და მანამდე ეცვათ, სანამ ტანზე არ შემოეხეოდათ.

ბავშვებს სრულწლოვანებამდე არაუმეტეს 4-ჯერ ბანაობის უფლება ჰქონდათ. თუ ზრდასრულ მონღოლს ღია წყალსატევში ბანაობისას შენიშნავდნენ, ბრალს მკრეხელობში სდებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ!

მონღოლთა იმპერიაში სისუფთავე უდიდეს ცოდვად ითვლებოდა. ეს ხალხი ცეცხლს, წყალს, ქარს და მიწას ეთაყვანებოდა და ამ კერპების შეურაცხყოფას არავის პატიობდა.

მონღოლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მთავარი შინაგანი სიწმინდეა და არა გარეგანი.

ჩინგიზ ყაენის მიერ შემოღებული კანონები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა. დიდი ურდო ჭუჭყის უზარმაზარი იმპერია იყო, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად ცუდად დასრულდებოდა...

სიბინძურის სასჯელად იქცა ჭირის ეპიდემია, რომელიც მე-14 საუკუნეში მონღოლეთის სტეპებში გავრცელდა და მოსახლეობის მესამედი გაანადგურა. საბოლოოდ, ჩინგიზ ყაენის შთამომავლებმა ჰიგიენის მნიშვნელობა გააცნობიერეს და ბანაობაზე დაწესებული აკრძალვები გააუქმეს.

წყარო: www.ranker.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს