იცით თუ არა

იმუნიტეტი - მართალია თუ არა, რომ ეს სიტყვა რომის იმპერიის მონებს უკავშირდება?

fun time

13:43 ოთხ. 22 დეკემბერი, 2021 წელი

სიტყვა „იმუნიტეტის“
ეტიმოლოგია

14
დაკოპირებულია

არსებობს ვერსია, რომ სიტყვა „იმუნიტეტი“ ეპიდემიას გადარჩენილი მონების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამ ვერსიის თანახმად, მონებს სხვადასხვა ვირუსისა და ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების დასამარხად აგზავნიდნენ და ვინც უკან ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდებოდა, სახელით immunitas მოიხსენიებდნენ. რამდენად ახლოსაა სიმართლესთან ეს ვერსია? 

იმმუნის / immunis ლათინური სიტყვაა და რაღაცისგან გათავისუფლებას, „ხელშეუხებელს” ნიშნავს. ალბათ მიხვდით, რატომ უწოდეს ორგანოთა ამ ურთულეს და უნატიფეს სისტემას ეს სახელი – ის ხომ დაცვის მთავარი ხაზია, რომელიც მრავალ განსაცდელს გვაცილებს თავიდან.

„immunitas“ - ამ სიტყვით რომის იმპერიაში აღინიშნებოდა მონობისგან ცალკეული ადამიანის ან ადამიანთა საზოგადოების გათავისუფლება.

ასევე, რომში „იმუნიტეტს“ ანუ გადასახადებისგან გათავისუფლებას ზოგჯერ მთელ ქალაქებს ანიჭებდნენ. არსებობდა დროებითი (მაგალითად, ხანძრის ან სტიქიური მოვლენების შემდეგ) და სამუდამოდ მინიჭებული იმუნიტეტი.

ამავდროულად, ძველ რომში ნამდვილად არსებობდნენ იმუნები, მაგრამ მათ არაფერი ჰქონდათ საერთო მონებთან ან რაიმე სახის ეპიდემიასთან: იმუნებს უწოდებდნენ ჯარისკაცებს, რომლებიც ამა თუ იმ რუტინული მოვალეობისგან გათავისუფლდნენ, რადგან სხვა უფრო სასარგებლო უნარები აღმოაჩნდათ.

ჩვენს დროში კი სიტყვა „იმუნიტეტი“ კი, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ფართოდ გავრცელდა ფრანგული ენიდან 1879-1881 წლებში, ხოლო სამედიცინო ტერმინი იმუნური სისტემა / Immune system, რაც აღნიშნავს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას, დამოწმებულია 1917 წლიდან.

გარდა ამისა, სიტყვა „იმუნიტეტს“ კიდევ ერთი მნიშვნელობა აქვს: აღნიშნავს გარკვეულ უფლებას, რომელიც ენიჭება მაღალი წოდების, თანამდებობის პირს. მაგალითად, დიპლომატიური იმუნიტეტი ან დეპუტატის იმუნიტეტი.

ესეც საინტერესოა:

რა დავლიოთ იმუნიტეტისთვის?

ნახშირი ჯანმრთელობისთვის

ძილის პოზა, როგორც სიგნალი ჯანმრთელობის პრობლემაზე

დაფნა ხალხურ მედიცინაში - გსმენიათ ამის შესახებ?

წყარო: www.etymonline.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში