იცით თუ არა

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს საიდუმლო

fun time

14:40 ხუთ. 15 მაისი

სოკო მაცუტაკე

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ სოკოდ ტრიუფელი მიიჩნევა - აუქციონზე 1 კგ. ტრიუფელის ფასი ხშირად 3 ათას ევროს აჭარბებს. ძვირად ღირებული სოკოების რეიტინგში საპატიო მეორე ადგილზე მაცუტაკეა (Tricholoma matsutake). რით აიხსნება ასეთი მოთხოვნა ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული სოკოს მიმართ?

 

მაცუტაკე იაპონიაში, შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირისა და სკანდინავიის ტყეებში გვხვდება. ის ძირითადად, ფიჭვნარში, ხის ძირებთან იზრდება, თუმცა — მცირე რაოდენობით და მისი პოვნა არც ისე ადვილია. ამ სოკოს ყველგან დიდი ფასი აქვს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ნიმუშები იაპონიაში, წითელი იაპონური ფიჭვების ძირას იკრიფება.

მაცუტაკეს უჩვეულო გემო

ხარისხიანად მხოლოდ ნორჩი მაცუკატე მიიჩნევა, რომელიც მთლიანად მიწაშია ჩაფლული. მიწის ზედაპირზე მხოლოდ სოკოს ქუდი რჩება, რომელსაც ფიჭვის ჩამოყრილი წიწვები ფარავს, ამიტომ მაცუტაკეს პოვნა და შეგროვება საკმაოდ რთულია.

იაპონიაში მაცუტაკეს შემოდგომის დელიკატესების მეფეს უწოდებენ. იაპონელებს მაცუტაკე გამორჩეული გემოსა და სურნელის გამო განსაკუთრებულად უყვართ - მას უჩვეულო, მოტკბო სუნი აქვს, რომელსაც ოქტილური სპირტი ანიჭებს.

სოკოს გემოც გამორჩეული აქვს. მას დარიჩინისა და ფიჭვის ფისის გემო დაჰკრავს, ხოლო სოკოს რბილობი ხორცს წააგავს. ითვლება, რომ ეს თვისებები ფიჭვის ფესვებთან მჭიდრო კავშირის დამსახურებაა.

იაპონელები ცდილობენ, მაცუტაკესგან მომზადებული კერძები პირველ ყინვებამდე დააგემოვნონ, ხოლო ვინც ვერ მოასწრებს, იძულებულია მომდევნო შემოდგომამდე დაიცადოს - შენახვისას სოკო უნიკალურ გემოსა და სურნელს კარგავს, ხოლო ხელოვნურად მოყვანილი მაცუკატე არც გემოთი და არც სურნელით არ გამოირჩევა.

იაპონურ კულინარიაში მაცუტაკეს ხშირად ბრინჯთან ერთად ამზადებენ ან უბრალოდ გრილზე წვავენ. ამ სოკოს განსაკუთრებული გემო და არომატი იმდენად თვითკმარია, რომ რთულ გარნირებს არ საჭიროებს.

სოკო ფულის ნაცვლად

VIII საუკუნის წერილობითი წყაროების თანახმად, იაპონიაში მაცუკატეთი გადასახადების გადახდაც კი შეიძლებოდა.

იყო დრო, როცა ეს ძვირფასი სოკო იაპონიის ტყეებში გაცილებით ხშირად გვხვდებოდა, ვიდრე დღეს. მათი რაოდენობა წითელი ფიჭვის რაოდენობის კლებასთან ერთად, მკვეთრად შემცირდა. ეს ხე საუკუნეების განმავლობაში ღუმელებისთვის საწვავად და ნახშირის მოსამზადებლად გამოიყენებოდა, ამიტომ ფიჭვის ტყეებს უვლიდნენ და მოჭრილი ხეების ნაცვლად ახალს რგავდნენ.

თუმცა... ასე იყო 1970-იან წლებამდე, სანამ იაპონია ნავთობის პროდუქტებზე არ გადავიდა. ამის შემდეგ წითელი ფიჭვი უსარგებლო ხეებად მიიჩნიეს და მათი მასობრივი ჭრა დაიწყეს. ნელ-ნელა ფიჭვთან ერთად მაცუტაკეც გაქრა.

ბოლო წლებში იაპონიაში ენდემური ტყეების დაცვა და აღდგენა დაიწყეს, თუმცა ბუნებრივი წონასწორობის მთლიანად აღდგენას დიდი დრო სჭირდება.

ეს უნდა სცადოთ:

აჭარული ხის სოკოს ჩაშუშულით

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?