აჭარული ხის სოკოს ჩაშუშულით
12:00 ხუთ. 8 ივლისი, 2021 წელი

თუ სამარხვო ცომეულის რეცეპტებს ეძებთ, სცადეთ სამარხვო აჭარული ხის სოკოს შიგთავსით. Funtime-მა ეს აჭარული ხაჭაპური ბათუმში, „აჭარული ხაჭაპურის სახლის“ კულინარისგან ჩაიწერა.
მასალა ერთი აჭარული ხაჭაპურისთვის:
- საფუარიანი ცომი - 300 გრ.
- ხის სოკო - 150 გრ.
- ფქვილი - 250 გრ.
- ზეთი - 20 გრ.
- მწვანილები: ქინძი, ოხრახუში, პიტნა, ტარხუნა - გემოვნებით
- მარილი - გემოვნებით
ხის სოკოს მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში და დაამატეთ კარგად გარეცხილი ხის სოკო.
როგორც კი მოიშუშება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, პიტნა, ტარხუნა და მარილი გემოვნებით. გააგრძელეთ მოშუშვა და, დაახლოებით, 5-7 წუთის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან.
ცომში ჩასადები შიგთავსი მზადაა.
ხაჭაპურის მოზადების წესი:
დაყარეთ მაგიდაზე ფქვილი.
ზედ გაათხელეთ ცომი სიგრძეზე, ისე რომ ორივე ბოლოში ცოტა სქელი ფენა დარჩეს.
ნაპირზე წრიულად შემოუწყეთ ჩაშუშული სოკო და გადაახვიეთ ორივე მხრიდან - მიეცით ცომს ნავისებური ფორმა.
გაუფართოვეთ შუაგული და ჩადეთ შიგ ხის სოკოსგან მომზადებული მასა.
გადაიტანეთ „ჟარონაზე“ და შედგით 300 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
10-15 წუთის შემდეგ, სანამ ცომი დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან, ამოაცალეთ ზედმეტი ცომი და კვლავ დააბრუნეთ ღუმელში, დაახლოებით, 3-4 წუთით.
შენიშვნა👇:
ღუმელში შედებამდე ცომს აუცილებლად გადაუსვით ფუნჯით წყალი.
მომზადებულ ხაჭაპურს გვერდებზე წაუსვით ცოტა სამარხვო ცხიმი.