ქართული კერძები

ქლიავის აჯიკა

fun time

15:50 ხუთ. 31 აგვისტო, 2023 წელი

ქლიავის აჯიკა

14
დაკოპირებულია

ქართული სუფრა აჯიკის გარეშე წარმოუდგენელია. აჯიკა ნებისმიერ კერძს უხდება. ქლიავის აჯიკას კი თქვენი ოჯახისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა! 

საჭირო პროდუქტი:

  • ქლიავი - 5 კგ
  • ნიორი - 5 თავი
  • ცხარე წიწაკა - 4 ცალი
  • რეჰანი - 1 კონა
  • მარილი და შაქარი - გემოვნებით
  • დაფქული ქინძი - 2 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

1. ქლიავი გარეცხეთ, დაჭერით და კურკა ამოუღეთ. შემდეგ დიდ ქვაბში ჩაყარეთ, ორიოდე სუფრის კოვზი შაქარი დაამატეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით, სანამ ქლიავი მოიხარშება.

2. რეჰანი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ნიორი გაფცქვენით და დაჭერით. წიწაკა გარეცხეთ და რამდენიმე ნაწილად დაჭერით.

3. მოხარშულ ქლიავს რეჰანი, ნიორი და წიწაკა დაუმატეთ. ცოტა ხანი კიდევ ადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ და ბლენდერით ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. დაუმატეთ გემოვნებით მარილი.

4. ქლიავის აჯიკა ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ ქილებში, თავზე პლასტმასის თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

ქლიავის აჯიკა განსაკუთრებით გემრიელია ღორის, ხბოს და ცხვრის ხორცთან ერთად.

აქვე წაიკითხეთ:

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული წიწაკა სტაფილოს სატენით

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა

ხბოს ხორცის სალათი - ნოყიერი და გემ...

ხბოს სალათა