ქათმის ფილე არაჟნით
14:00 პარ. 18 თებერვალი, 2022 წელი
ქათმის ფილესგან მომზადებული კერძები თუ გიყვართ, აუცილებლად სცადეთ ქათმის ფილე არაჟნით - ძალიან გემრიელი და ნოყიერია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ქათმის ფილე - 700 გრ;
- არაჟანი - 100 გრ;
- მწვანე ხახვი - 1 ღერო;
- კამა - 20 გრ;
- მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით;
მომზადების წესი:
ქათმის ფილე გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ზომებად და გადაიტანეთ კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე. (შეეცადეთ, ტაფაზე ზეთი არ ადუღდეს).
როგორც კი ფილე შეიბრაწება, ტაფაშივე დააყარეთ დაჭრილი ხახვი და კარგად მოურიეთ, დაამატეთ მარილი, პილპილი და, დაახლოებით, 2 წუთის შემდეგ დაასხით არაჟანი.
დაამატეთ, დაახლოებით 250 მლ წყალი, წვრილად დაჭრილი კამა, კარგად მოურიეთ და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში თავდახურულ ტაფაში. სულ ეს არის!
შენიშვნა:
გარნირად შეგიძლიათ, მოუმზადოთ მოხარშული ბრინჯი, მაკარონი ან ნებისმიერი ბურღულეული.
გემრიელად მიირთვით!
თუკი ქათმის ხორცის კერძები გიყვართ, ეს რეცეპტებიც სცადეთ 🔰:
ქათმის ფილეს მომზადება - სცადეთ მდოგვის და მაიონეზის მარინადით