ქართული კერძები

ყაბაყის აჯაფსანდალი

fun time

16:00 პარ. 14 ივლისი, 2023 წელი

ყაბაყის აჯაფსანდალი

14
დაკოპირებულია

ბოსტნეულის ჩაშუშული ანუ აჯაფსანდალი ვიტამინებით სავსე კერძია, რომელიც ზაფხულობით ყველა ქართულ ოჯახში მზადდება. მისი მომზადება ძალიან მარტივია და დიდ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ მთავარია, რომ აჯაფსანდალს ერთი წვეთი წყალიც კი არ სჭირდება, რაც მის სარგებელს რამდენჯერმე ზრდის. აჯაფსანდალი ძალიან დიეტურია და წონის დაკლების  მსურველებისთვის იდეალური არჩევანია.

ყაბაყის აჯაფსანდლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ყაბაყი - 2-3 ცალი
  • ხახვი - ერთი თავი
  • ბულგარული წიწაკა - 2 ცალი;
  • პომიდორი - 2-3 ცალი
  • რეჰანი, ქინძი, ოხრახუში - გემოვნებით
  • მწარე წიწაკა - გემოვნებით.
  • მცენარეული ზეთი - 30 გრ (2 ს. კოვზი)
  • ნიორი - გემოვნებით.
  • მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

1. ყაბაყი კარგად გარეცხეთ (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაფცქვნათ, როგორც ბადრიჯანი) და დაჭერით დიდი ზომის ნაჭრებად.

2. გაფცქვენით ყველა ბოსტნეული და დაჭერით - ხახვი და ბულგარული წიწაკა წვრილად, კარტოფილი კი მსხვილ ნაჭრებად. პომიდორი რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ, შემდეგ ცივ წყალში გადაიტანეთ. ამის შემდეგ კანი გააცილეთ და ნახევარ რგოლებად დაჭერით.

3. ბოსტნეული ქვაბში ფენებად მოათავსეთ - ხახვი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, პომიდორი, მწვანილი, წიწაკა, მარილი. ამ თანმიმდევრობით გაიმეორეთ ყველა ფენა, სანამ ბოსტნეული არ დამთავრდება.

4. ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით და თავზე დაახურეთ. როცა ბოსტნეული წვენს გამოუშვებს და ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ. ბოსტნეული ცოტა დაჭყლიტეთ, რომ მეტი წვენი გაუშვას, დაამატეთ დაგაჭყლეტილი ნიორი და წიწაკა.

აჯაფსანდალი დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში ხარშეთ და ცეცხლიდან გადმოდგით, დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და ქვაბს თავი დაახურეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ 👇

ყაბაყი დიეტურად - გემრიელი წვნიანი საზაფხულოდ

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მომზადება - უნგრული რეცეპტით, რომლისთვისაც პროდუქტები სახლში სახლში ყოველთვის მოიძებნება!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა

ხბოს ხორცის სალათი - ნოყიერი და გემ...

ხბოს სალათა