უცხოური სამზარეულო

ყაბაყის მომზადება - უნგრული რეცეპტი

fun time

12:00 ორშ. 12 ივლისი, 2021 წელი

ყაბაყის მომზადება

14
დაკოპირებულია

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.

საჭირო პროდუქტი:

  • ყაბაყი - 1 ცალი
  • ხახვი - 1 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
  • არაჟანი - 2 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • წიწაკა ჩილი - ნახევარი
  • ლიმონის წვენი - ½ ჩ/კ
  • ორეგანო - 1 მწიკვი
  • შავი პილპილი - ½ ჩ/კ
  • მარილი - გემოვნებით
  • ოხრახუში - 0.5 კონა
  • ბაზილიკი (მწვანე რეჰანი) – 0.25 კონა


მომზადების წესი:

1. ყაბაყი გარეცხეთ და გათალეთ, ჯერ თხელ და მრგვალ ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ კი - თითოეული 4-ად. ღრმა ჯამში ჩაყარეთ, ლიმონის წვენი მოასხით და აურიეთ.

2. გაფცქვენით ხახვი და ალყა-ალყა დაჭერით. სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ნივრის კბილი მსხვილად გაჭერით.

3. ჩილის გამოაცალეთ თესლი და წვრილად დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაყარეთ ხახვი და მოთუშეთ. დაამატეთ სტაფილო და კიდევ 2-3 წუთი მოშუშეთ. შემდეგ დააყარეთ ყაბაყი და კიდევ 5 წუთი დატოვეთ ცეცხლზე (სანამ არ დარბილდება). დაამატეთ ჩილი, ნიორი და სანელებლები.

4. გარეცხეთ და გააშრეთ ოხრახუში, დაჭერით წვრილად და დაამატეთ ბოსტნეულს. დაბოლოს, დაამატეთ არაჟანი, ორეგანო, ბაზილიკი და მარილი. შუშეთ კიდევ 5 წუთი. მზა კერძს შეგიძლიათ კამაც მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში