ქართული კერძები
შემწვარი ქათმის ფილე - თითებს ჩაიკვნეტთ!
12:00 შაბ. 12 ივნისი, 2021 წელი
ერთხელ მაინც სცადეთ ამ რეცეპტით ქათმის ფილეს შეწვა და გარწმუნებთ, რომ მადლობას გვეტყვით 💛
საჭირო პროდუქტი:
- ქათმის ფილე - 4 ცალი
- მდოგვი - 30 გრ
- მაიონეზი - 50 გრ
- თაფლი - 40 გრ
- ნიორი - 3 კბილი
- მზესუმზირის ზეთი - 30 გრ
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
- აურიეთ მდოგვი და ზეთი. დაუმატეთ გაჭყლეტილი ნიორი, ასევე, მაიონეზი, მარილი და თაფლი.
- გაჭერით ფილე შუაზე, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და დაბეგვეთ. შემდეგ ამოავლეთ ფილე მარინადში და გააჩერეთ 2 საათი.
- დააფინეთ საცხობ სინზე პერგამენტი, გადაიტანეთ მასზე ხორცი, ზემოდან მოასხით დარჩენილი სოუსი.
- აცხვეთ დაბეგვილი ფილე 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!