სილამაზე/ჯანმრთელობა

სასარგებლოა თუ არა ქათმის ღვიძლი ჯანმრთელობისთვის?

fun time

12:00 ხუთ. 30 სექტემბერი, 2021 წელი

ქათმის ღვიძლის სარგებელი

14
დაკოპირებულია

ქათმის ღვიძლით მომზადებული კერძები ბევრს გვიყვარს, თუმცა ღვიძლის სასარგებლო თვისებებისა და უკუჩვენებების შესახებ, ალბათ, ცოტას თუ აქვს ინფორმაცია. მოდი, ერთად გავიგოთ...

მაშ ასე:

რა სასარგებლო თვისებები აქვს ქათმის ღვიძლს და ვისთვის არ არის რეკომენდებული მისი მიღება?


ქათმის ღვიძლის შემადგენლობა და კალორიულობა:
შეიცავს A, PP, E, B-ჯგუფის ვიტამინებს, მათ შორის B12-ს, რომელიც თავის ტვინის მუშაობასა და ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ქათმის ღვიძლში შემავალი ვიტამინები ებრძვის დეპრესიას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

ქათმის ღვიძლში შემავალი ვიტამინი B2 ძალიან მნიშვნელოვანია კანის ქსოვილების აღდგენისა და რეპროდუქციისთვის. სწორედ ამ ვიტამინის უკმარისობა იწვევს ტუჩების დასკდომას და ენის შეშუპებას.
A ვიტამინის დამსახურებით კი ძალზე სასარგებლოა ბავშვებისთვის.

ქათმის ღვიძლი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით: თუთია, სელენიუმი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და ფოსფორი.
ფოსფორისა და კალციუმის დახმარებით ტუჩები, ღრძილები და ძვლები ჯანმრთელ მდგომარეობას ინარჩუნებს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ქათმის ღვიძლი კაცებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მასში შედის ტესტოსტერონის ჰორმონი.

ქათმის ღვიძლი ღორისაზე კალორიულია (100 გრამი 140 კილოკალორიას შეიცავს), თუმცა მას უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი.

ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით. 100 გრამი ქათმის უმი ღვიძლი შეიცავს 137,8 კკალ-ს. საინტერესოა, რომ ამავე 100 გრამშია 25,7 გრამი ცილა, რაც მისი შემადგენლობის თითქმის 40%-ია.
ასევე, ქათმის ღვიძლი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც აუცილებელია ორსულობის პერიოდში, რათა ნაყოფის დეფექტური განვითარება არ მოხდეს.

დაბოლოს, ქათმის ღვიძლის რეგულარული მიღება:

      • ამცირებს ონკოლოგიური დაავადებებისა და ავიტამინოზის განვითარების რისკს;
      • ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს და ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას;
      • აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
      • დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე;

ვისთვის არ არის რეკომენდებული ქათმის ღვიძლი?

👉ვისაც ორგანიზმში ქოლესტერინის დონე მაღალი აქვს;
👉ასევე, სამ წლამდე ბავშვებისა და ხანშიშესული ადამიანებისთვის;
👉ფრთხილად უნდა მიიღონ ორსულებმა, რათა არ გადააჭარბონ ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობას (როგორც ვიცით, ფოლიუმის მჟავას აბების სახით ყველა ორსული იღებს პირველ თვეებში), რამაც შესაძლოა, ნაყოფს საფრთხე შეუქმნას;

რჩევა:

ქათმის ღვიძლის დიდხანს თერმულად დამუშავება რეკომენდებული არ არის, რათა პროდუქტმა სასარგებლო ნივთიერებები და ვიტამინები შეუნარჩუნოს.

გამდინარე წყალში კარგად გარეცხვის შემდეგ დაალაგეთ გავარვარებულ ტაფაზე და თითოეულ მხარეს, დაახლოებით 3-4 წუთი შეწვა საკმარისია.

🔰:

ქათმის ღვიძლი არაჟნით

გულღვიძლი ნიგვზით - იმერულად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა