ქართული კერძები

ქათმის ღვიძლი არაჟნით

fun time

12:00 ოთხ. 24 თებერვალი, 2021 წელი

ღვიძლისგან მომზადებული
კერძი

14
დაკოპირებულია

გპირდებით, თითებს ჩაიკვნეტთ და ეს კერძი თქვენს რაციონში ხშირად მოხვდება.

საჭირო პროდუქტი:

ქათმის ღვიძლი - 500 გრ
არაჟანი - 150 გრ
ბარდა - გაყინული ან დაკონსერვებული - 150 გრ
პურის ფქვილი - 1 ჩ/კ
ზეთი - 100 გრ;
მუსკატის კაკალი - მწიკვი
მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

ღვიძლი საგულდაგულოდ გარეცხეთ და საშუალო ზომებად დაჭერით.

არაჟანს დაამატეთ ფქვილი, მუსკატის კაკალი და კარგად აურიეთ.

გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და მოათავსეთ ზედ დაჭრილი ღვიძლი. დაახურეთ ტაფას თავსახური და შეწვით მაღალ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში.

შემწვარ ღვიძლს დაამატეთ არაჟანი, მწვანე ბარდა, მარილი და პილპილი. ერთმანეთში გადაურიეთ და განაგრძეთ მომზადება კიდევ 2-3 წუთი.

შენიშვნა:

გარნირად შეგიძლიათ, მოხარშული ბრინჯი მოამზადოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა